უეფას ფუტსალის თასის ელიტრაუნდის შეხვედრებს ლისაბონი, ბარსელონა, ტრევიზო და მოსკოვი უმასპინძლებენ
რამდენიმე დღის წინ თბილისის სპორტის სასახლეში უეფას ფუტსალის თასის საკვალიფიკაციო მატჩები გაიმართა. ოთხგუნდიან მინიტურნირში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა "იბერია სტარმა" დამაჯერებლად გაიმარჯვა და ქართველ ქომაგებში ფეხბურთის ამ სახეობისადმი ინტერესიც გააღვივა.

კლუბის მესვეურებს დიდი სურვილი ჰქონდათ, ქართული პუბლიკისთვის შემდეგ ეტაპზეც ეჩვენებინათ კარგი სანახაობა, მაგრამ, სამწუხაროდ, უეფამ სხვაგვარად განსაჯა და თბილისს ელიტრაუნდის ჩატარების უფლება არ მისცა. ეს პატივი ოთხმა ქალაქმა მოიპოვა - ლისაბონმა, ბარსელონამ, ტრევიზომ და მოსკოვმა.

ორიოდე სიტყვით ევროპის ფუტსალის თასის სისტემის შესახებ: საწყისი ეტაპების დაძლევის შემდეგ ელიტრაუნდამდე 16 კლუბი მივიდა, რომლებსაც უახლოეს სამშაბათს წილისყრა ოთხ ოთხგუნდა ჯგუფებად გადაანაწილებს. მატჩები 12-დან 20 ნოემბრამდე ზემოთ ნახსენებ ოთხ ქალაქში გაიმართება. ბუნებრივია, წილისყრა იმგვარად მოეწყობა, რომ ლისაბონის "სპორტინგი", "ბარსელონა", ტრევიზოს "მარკა" და მოსკოვის "დინამო" სხვადასხვა ჯგუფებში მოხვდნენ.

ელიტრაუნდის ჯგუფების გამარჯვებულები კი ტრადიციულ "ოთხთა ფინალში" გაითამაშებენ ტიტულს. შეგახსენებთ, შარშან "იბერია სტარს" ელიტრაუნდის დაძლევამდე და "ოთხთა ფინალამდე" სულ მცირედი დააკლდა.

პირველ კალათში ოთხი კლუბია განთესილი, რომლებიც პირდაპირ ელიტრაუნდში დაუშვეს:

"მონტესილვანო" (იტალია)

"სპორტინგი" (პორტუგალია)

"ქაირათი" (ყაზახეთი)

"არაზი" (აზერბაიჯანი)

წინა ეტაპის გამარჯვებულები:

"ეინდჰოვენი" (ჰოლანდია)

"ბარსელონა" (ესპანეთი)

"იბერია სტარი" (საქართველო)

"შატელინო" (ბელგია)

"მარკა" (იტალია)

"ეკონომაცი" (სერბეთი)

წინა ეტაპის მეორეადგილოსნები:

"დინამო" (რუსეთი)

"დიორი" (უნგრეთი)

"სლოვ მატიკი" (სლოვენია)

"ხრუდიმი" (ჩეხეთი)

"ტრირგუ მურეში" (რუმინეთი)

"ურაგანი" (უკრაინა)

ორი ჯგუფი ასე კომპლექტდება: განთესილი, პირველადგილოსანი, 2 მეორეადგილოსანი;

ორი ჯგუფი კი ასეთი იქნება: განთესილი, 2 პირველადგილოსანი, მეორეადგილოსანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა