იმის გამო, რომ ბოლო დროს დორტმუნდის „ბორუსიას“ ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ათამაშებენ, იაკუბ ბლაშჩიკოვსკი წასვლაზე ალაპარაკდა
ეს მოსალოდნელიც იყო: იმის გამო, რომ ბოლო დროს დორტმუნდის „ბორუსიას“ ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ათამაშებენ, გერმანიის მოქმედი ჩემპიონის 25 წლის მარჯვენა გარემარბი იაკუბ ბლაშჩიკოვსკი დორტმუნდიდან აბარგებაზე ღიად ალაპარაკდა.

პოლონელმა ნახევარმცველმა ამაზე თანამემამულე ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„დორტმუნდის „ბორუსია“ გენიალური გუნდია, რომლის ფორმის მორგება ჩემთვის უდიდესი პატივია. აქ ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ახლა ასე აღარ არის. ნამდვილად არ ვარ კმაყოფილი იმით, რომ ბოლო დროს სათამაშო პრაქტიკა მომაკლდა და უმეტესად შეცვლებზე მათამაშებენ. როცა არ ვთამაშობ, ძალიან ვბრაზდები და ვფიქრობ, რომ ყველა ნორმალური ფეხბურთელი ასე უნდა იყოს, როცა არ ათამაშებენ,“ - განუცხადა „კუბამ“ პოლონურ ტელეარხ „პოლსატს“.

„ბორუსიას“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ბლაშჩიკოვსკი მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ სამჯერ გაამწესა, შეცვლაზე კი ხუთჯერ ათამაშა. უსწრაფესი გარემარბის მთავარი პრობლემა დორტმუნდელთა ვუნდერკინდი მარიო გიოტცეა – ბლაშჩიკოვსკი, რომელსაც გერმანიის ჩემპიონთან კონტრაქტი 2013 წლამდე აკავშირებს (ფასი: 7 მილიონი ევრო), სასტარტოდან სწორედ ამ უკანასკნელმა ამოაგდო.

რაკი 19 წლის გიოტცე შესანიშნავად თამაშობს, გერმანიის ნაკრებსაც გაუჩინაურდა და ზოგადად მთელ საფეხბურთო გერმანიას პირზე მისი გვარი აკერია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბლაშჩიკოვსკის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნების მიზერული შანსი აქვს. პოლონეთის ნაკრების კაპიტანი დორტმუნდიდან წასვლაზე ასე სერიოზულად ამიტომაც დაფიქრდა.

„ფაქტია, რომ დეკემბრამდე ვერსად წავალ. ამიტომაც, ჯერჯერობით მოლოდინის პროცესში ვარ. რაც არ უნდა დიდი პატივი იყოს ჩემთვის ამ ბრწყინვალე კლუბში თამაში, სათამაშო პრაქტიკა ყველაფერს მირჩევნია და თანაც, ოდესმე ყველაფერი მთავრდება.

ალბათ მოვიდა დრო, რომ ჩემი დორტმუნდული კარიერაც დამთავრდეს. თუ უახლოეს ტურებში უფრო ხშირად არ მათამაშებენ, ზამთარში „ბორუსიადან“ წავალ,“ - აცხადებს „კუბა“. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, მისი გადაბირების სურვილი ბლაშჩიკოვსკის ყოფილმა კლუბმა, „ვისლამ“ გამოთქვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა