საქართველო-შვეიცარიის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩის შემდეგ მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს
შვეიცარიელთა თავკაცის, პიერლუიჯი ტამის მატჩისშემდგომმა პრესკონფერენციამ ხუთიოდე წუთს გასტანა.

- საქართველოს ნაკრებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწია. თქვენმა გუნდმა განსაკუთრებით მძლავრად პირველი ტაიმი ჩაატარა, მეორეში კი ჩვენი თამაშის ჩვენება შევძელით და მნიშვნელოვან გამარჯვებასაც მივაღწიეთ.

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ჯგუფში ზედიზედ მეორედ მოვხვდით და უნდა აღინიშნოს, რომ ახლა უფრო გუნდურ ფეხბურთს თამაშობთ, სამაგიეროდ, წინა ციკლში ისეთი ძლიერი ინდივიდუალისტი გყავდათ, როგორიც ჯანო ანანიძეა.

ტამის შემდეგ დარბაზში სოსო ჭედია შემოვიდა და, ბუნებრივია, მან უფრო დიდხანს ილაპარაკა.

- შვეიცარიის ნაკრებს გამარჯვებას ვულოცავ. შეიძლებოდა, თამაში სულ სხვა შედეგით დასრულებულიყო, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. შედეგი სამწუხაროა, მაგრამ თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ.

მარცხს თავისი მიზეზები აქვს - მეტოქის ფეხბურთელებზე ორი წლით უმცროსი რვა ფეხბურთელი გვყავდა, ტრავმებმა ძალიან შეგვასუსტა...

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ქობალია და ჭანტურია ინდივიდუალური თამაშით ზედმეტად ერთობოდნენ?

- როცა საშუალებაა, თავდამსხმელმა თამაში საკუთარ თავზე უნდა აიღოს.

- მეტს ხომ არ ელოდით ნიკა ძალამიძისგან?

- ყველასგან უფრო მეტს ველოდი, მეტოქის სიძლიერის მიუხედავად, არ იყო წასაგები თამაში და გამარჯვებაც კი შეგვეძლო.

- როგორია ჭანტურიას ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- მისი მუხლის მდგომარეობა ხვალისთვის გაირკვევა.

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაკრების ბირთვი უკვე ჩამოყალიბებულია?

- ძირითადად ასეა, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ გუნდის ჩამოყალიბებას დრო სჭირდება, თორემ ეს თაობა საკმაოდ ნიჭიერია, რასაც აუცილებლად დაამტკიცებს.

- პირადად თქვენ ხომ არ დაუშვით რაიმე შეცდომა?

- არა მგონია, ვფიქრობ, თამაში სწორად წარვმართეთ.

- როგორია საქართველოს ნაკრების წევრთა ფსიქოლოგიური მდგომარეობა?

- ესპანეთის ნაკრებთან ჩატარებულ ორ მატჩში გუნდმა ცხრა გოლი გაუშვა, ასეთი შოკიდან გამოსვლას კი გარკვეული დრო სჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Burton
რითი ხარ კმაყოფილი ბიჭო?! გვეკაიფები?!
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა