ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ქართველი კალათბურთელი "პანათინაიკოსს" დატოვებს
გიორგი შერმადინით "კანტუ" რომ დაინტერესდა, ერთი კვირის წინათ ვწერდით. თუმცა მაშინ არაერთი საკითხი იყო გასარკვევი, რომელთა შორის უმთავრესი "პანათინაიკოსში" დარჩენის საქმე იყო.

უნდა გარკვეულიყო, გააგრძელებდა თუ არა კარიერას გიორგი ბერძნულ გრანდში, რომელთანაც კონტრაქტი კიდევ აკავშირებდა.

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ შერმადინი "პანათინაიკოსს" დატოვებს. ამის შესახებ ბერძნული წყაროები იუწყება: "მწვანეების" ღია კარის დღეზე წარადგინეს ყველა კალათბურთელი, რომელთა შორის არ იყო 22 წლის, 216 სმ სიმაღლის ქართველი ცენტრი.

მისი იტალიაში გადასვლაც თითქმის გადაწყვეტილია. "კანტუს" მთავარი მწვრთნელი ანდრეა ტრინჩიერი დიდი ხანია, შერმადინს აკვირდება და მის გადაბირებას წლეულს დაადგა თავი. თუმცა გიორგის მოცდა უწევს: კანტუელთა რიგებში ვარჯიშობს ბელარუსი ცენტრი არტიომ პარახუსკი, რომლის გუნდიდან წასვლაც გადაწყვეტილია. სწორედ მისი ადგილი უნდა დაიკავოს შერმადინმა.

იყო ლაპარაკი, რომ ბელარუსი კალათბურთელი "ვენეციაში" უნდა გადასულიყო, მაგრამ ბოლო მომენტში ვენეციელებმა სხვა ცენტრი აიყვანეს.

სხვა გზა არ არის, ჩვენც დაველოდოთ. ამასობაში კი იტალიის ჩემპიონატი მოახლოვდა, მანუჩარ მარკოიშვილი "კანტუსთან" ერთად ახალ სეზონს 9 ოქტომბერს გახსნის - კრემონას "ვანოლის" ესტუმრება. შერმადინის მომავალი და მარკოიშვილის ახლანდელი კლუბი ევროლიგას 19 ოქტომბერს დაიწყებს - პირველ მატჩში ფრანგულ "ნანსის" მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა