გერმანიის ნაკრებმა დანაპირები შეასრულეს და სტამბოლში ევრო 2012-ის საგზურისთვის მებრძოლ თურქეთს 3:1 მოუგეს
ბუნდესგუნდს ევროპის ჩემპიონატის საგზური თურქეთთან მატჩამდეც განაღდებული ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, გერმანელები ბოლო ორ მატჩში საჩუქრების ჩამორიგებას არ აპირებდნენ.

იოახიმ ლიოვმა და მისმა შეგირდებმა დანაპირები შეასრულეს და სტამბოლში ევრო 2012-ის საგზურისთვის მებრძოლ თურქეთს 3:1 მოუგეს. ამით დამტკიცდა, რომ გერმანიის ნაკრები მაშინაც მაქსიმალურად მოტივირებულია, როცა ეს არ არის საჭირო.

ახლა თურქეთის ნაკრების ბედი გერმანელთა ხელშია და ლიოვიც და ბუნდესგუნდის ფეხბურთელებიც თურქებს დაპირდნენ, რომ ბელგიასაც დაამარცხებენ.

ბოლო ტურში თურქეთი აზერბაიჯანს მასპინძლობს და ეჭვი არავის ეპარება, რომ მოუგებს. მაგრამ თუ მეორე ადგილზე მყოფმა ბელგიამ გერმანიიდან სამი ქულის წაღება შეძლო, თურქები ევროპის ჩემპიონატს დაემშვიდობებიან, თუმცა ეს ალბათ არ მოხდება, რადგან გერმანია დიუსელდორფში, ბელგიასთანაც მაქსიმალური კონცენტრაციით ითამაშებს - ლიოვს და მის რაზმს მეათე მატჩშიც მხოლოდ გამარჯვება და შესარჩევი ციკლის ასპროცენტიანი შედეგით (10 მოგება) დამთავრება უნდა.

"ბელგიას ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, უამრავი ახალგაზრდა ტალანტით, მაგრამ რაც არ უნდა მოვინდომო, ვერ წარმოვიდგენ, რომ ბელგიის ნაკრები გერმანიაში მოიგებს," - განაცხადა თურქეთის ნაკრების თავკაცმა გუუს ჰიდინკმა ბუნდესგუნდთან განცდილი მარცხის შემდეგ. თურქების თავკაცი ლიოვმაც დააიმედა, ბოლო შეხვედრასაც სერიოზულად მივუდგებითო: "ადრეც ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი მიზანი ჯგუფში ათივე თამაშის მოგებაა. ბელგიას ვერაფერს ვაჩუქებთ."

იოგიმ კროოსი და გიუნდოგანი დაიმატა

ლიოვი არც საკადრო ექსპერიმენტებს აპირებს და ბელგიასთან მატჩისთვის მხოლოდ ორი ფეხბურთელი, "ბაიერნელი" ტონი კროოსი და დორტმუნდელი ილქაი გიუნდოგანი დაიმატა.

აღსანიშნავია, რომ ლიოვს კროოსის გამოძახება თურქეთთან მატჩისთვისაც სურდა, მაგრამ იძულებული გახდა, მასზე უარი ეთქვა, რადგან ტონის გრიპი ჰქონდა. გიუნდოგანის გამოძახება კი ბუნდესმწვრთნელმა გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების თავკაც რაინერ ადრიონს ორი კვირის წინ შეუთანხმა.

"იოახიმ ლიოვმა ჯერ კიდებ "აუგსბურგთან" თამაშის წინ დამირეკა და შემატყობინა, რომ "ბელგიასთან" შეხვედრისთვის ჩემი გამოძახება სურდა. მას მერე მთელი ღამე გერმანიის ეროვნული გუნდის ფორმა მესიზმრება," - ეს 20 წლის გიუნდოგანის სიტყვებია, რომელიც, შესაბამისად, 21-წლამდელთა ბუნდესნაკრებს სან მარინოსთან შეხვედრაში დააკლდება.

"ილქაი ლუის ჰოლტბისთან ერთად გაფართოებულ სიაშია და მეც და ლიოვსაც გვინდა, რომ ნაკრებს ნელ-ნელა შეეჩვიოს. გიუნდოგანმა

"ნიურნბერგიდან" დორტმუნდის "ბორუსიაში" გადასვლით წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და ფაქტია, რომ ნელ-ნელა პირველ ნაკრებსაც უნდა შევაჩვიოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ილქაი იოგის იმედებს გაუმართლებს, მან ბუნდესგუნდში გამოძახება ნამდვილად დაიმსახურა," - ამბობს ადრიონი.

სამაგიეროდ, დიუსელდორფში ბელგიასთან შეხვედრისთვის კითხვის ნიშნის ქვეშაა გერმანიის ნაკრების ორი წამყვანი ფეხბურთელის ასპარეზობა: ლიოვმა თქვა, მესუთ იოზილი ალბათ ითამაშებს, აი, მიროსლავ კლოზე კი სავარაუდოდ ვერაო.

ამასთან, იოგიმ გადაწყვიტა, მარიო გიოტცე დაასვენოს - ამ უკანასკნელმა გერმანიის ნაკრები უკვე დატოვა და დორტმუნდში დაბრუნდა. რაც შეეხება იოზილს: მან გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშა და უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, თითქოს ლიოვს სპეციალურად სთხოვა, რომ თურქეთთან შეხვედრაში (გასაგები მიზეზის გამო) მოედანზე არ გაეყვანა.

"ვინც მიცნობს, ისიც იცის, რომ ასეთ რამეს არ გავაკეთებდი. გერმანიის ნაკრებში თამაში ჩემთვის ძალიან საამაყოა და სტამბოლის პუბლიკის ნამდვილად არ შემშინებია," - უთხრა მესუთმა "კიკერს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა