ევრო 2012: დარჩა 9 საგზური, რომელთაგანაც 5 ბოლო ტურში გათამაშდება, 4-ის ბედს კი პლეი ოფები გადაწყვეტს

მაშ ასე, კიდევ უფრო შემცირდა იმ ნაკრებთა რიცხვი, რომელთაც ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსი შერჩათ - ასეთი მხოლოდ 17 ნაკრებია.

პოლონეთ-უკრაინის გაუცემელ საგზურთა რიცხვიც ერთით შემცირდა - ინგლისის ნაკრებმა გაინაღდა ევრო 2012-ზე გამგზავრება. დარჩა 9 საგზური, რომელთაგანაც ბოლო ტურში 5 გათამაშდება (4 ჯგუფის გამარჯვებული ჯერაც უცნობია, პლუს საუკეთესო მეორეადგილოსანი), ბოლო 4 საგზურის ბედს კი პლეი ოფები გადაწყვეტს.

მოდი, ვნახოთ, რა მდგომარეობაა 11 ოქტომბრის დასკვნითი ეტაპის შემდეგ ცხრავე შესარჩევ ჯგუფში.

A ჯგუფი

გერმანია (27 ქ), ბელგია (15), თურქეთი (14), ავსტრია (11), აზერბაიჯანი (7), ყაზახეთი (3).

ყაზახეთი-ავსტრია

გერმანია-ბელგია

თურქეთი-აზერბაიჯანი

გერმანიის ნაკრები უკვე გასულია ევროპის ჩემპიონატზე. პლეი ოფის საგზურის მოპოვება შეუძლიათ მხოლოდ ბელგიასა და თურქეთს. ბელგია მოპოვებს პლეი ოფის საგზურს, თუ:

1. მოუგებს გერმანიას.

2. ფრედ ითამაშებს გერმანიასთან და თურქეთი ვერ მოუგებს აზერბაიჯანს.

3. აზერბაიჯანი მოუგებს თურქეთს.

თურქეთი მოიპოვებს პლეი ოფის საგზურს, თუ:

1. მოუგებს აზერბაიჯანს და ბელგია ვერ მოუგებს გერმანიას.

2. ფრედ ითამაშებს აზერბაიჯანთან და გერმანია მოუგებს ბელგიას.

B ჯგუფი

რუსეთი (20), ირლანდია (18), სომხეთი (17), სლოვაკეთი (14), მაკედონია (7), ანდორა (0).

რუსეთი-ანდორა

ირლანდია-სომხეთი

მაკედონია-სლოვაკეთი

რუსეთი გავა ევროპის ჩემპიონატზე, თუ:

1. არ წააგებს ანდორასთან.

2. ირლანდია ვერ მოუგებს სომხეთს.

3. E ჯგუფში შვედეთი ვერ მოუგებს ჰოლანდიას და H ჯგუფში დანია ფრეს არ ითამაშებს პორტუგალიასთან.

ირლანდია გავა ევროპის ჩემპიონატზე, თუ:

1. მოუგებს სომხეთს და რუსეთი წააგებს ანდორასთან.

ირლანდია მოიპოვებს პლეი ოფის საგზურს, თუ:

1. არ წააგებს სომხეთთან.

სომხეთი მოიპოვებს პლეი ოფის საგზურს, თუ:

1. მოუგებს ირლანდიას.

C ჯგუფი

იტალია (23), ესტონეთი (16), სერბეთი (15), სლოვენია (11), ჩრდ. ირლანდია (9), ფარერები (4).

იტალია-ჩრდ. ირლანდია

სლოვენია-სერბეთი

იტალია უკვე გასულია, პლეი ოფის საგზურს კი ორი მოცილე ჰყავს ესტონეთი და სერბეთი. ამასთან, ესტონელებს შესარჩევ ციკლში დასრულებული აქვთ ასპარეზობა.

ესტონეთი მოიპოვებს პლეი ოფის საგზურს, თუ:

1. სერბეთი ვერ მოუგებს სლოვენიას.

სერბეთი მოიპოვებს პლეი ოფის საგზურს, თუ:

1. მოუგებს სლოვენიას.

D ჯგუფი

საფრანგეთი (20), ბოსნია (19), ბელარუსი (13), რუმინეთი (13), ალბანეთი (8), ლუქსემბურგი (4).

ალბანეთი-რუმინეთი

საფრანგეთი-ბოსნია

ამ ჯგუფში გამარჯვებისთვის საფრანგეთი და ბოსნია იბრძვიან, ორივეს გარანტირებული აქვს პლეი ოფის საგზური. საფრანგეთი ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე, თუ:

1. თუ არ წააგებს ბოსნიასთან.

ბოსნია ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე, თუ:

1. თუ მოუგებს საფრანგეთს.

E ჯგუფი

ჰოლანდია (27), შვედეთი (21), უნგრეთი (18), ფინეთი (9), მოლდოვა (6), სან მარინო (0).

შვედეთი-ჰოლანდია

უნგრეთი-ფინეთი

მოლდოვა-სან მარინო

ჰოლანდიის ნაკრებს საგზური მოპოვებული აქვს. პლეი ოფისთვის კი შვედეთი და უნგრეთი იბრძვიან, თუმცა შვედებს იმის შანსიც აქვთ, რომ ეგრევე გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე. შვედეთი გახდება საუკეთესო მე-2 ადგილოსანი და საგზურს მოიპოვებს, თუ:

1. მოუგებს ჰოლანდიას.

2. ფრეს ითამაშებს ჰოლანდიასთან და ანდორა ვერ მოუგებს რუსეთს ან ირლანდია ვერ მოუგებს სომხეთს და F ჯგუფში საქართველო მოუგებს საბერძნეთს ან ხორვატია 4-ზე მეტი ბურთით არ მოუგებს ლატვიას და H ჯგუფში პორტუგალია მოუგებს დანიას ან დანია მოუგებს პორტუგალიას სამი ბურთით მაინც. კიდევ არის ვარიანტები, მოკლედ ჩახლართული სიტუაციაა.

F ჯგუფი

საბერძნეთი (21), ხორვატია (19), ისრაელი (13), ლატვია (11), საქართველო (10), მალტა (1).

საქართველო-საბერძნეთი

მალტა-ისრაელი

ხორვატია-ლატვია

საბერძნეთი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, თუ:

1. თუ არ წააგებს საქართველოსთან.

2. ხორვატია ვერ მოუგებს ლატვიას.

ხორვატია ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, თუ:

1. მოუგებს ლატვიას და საქართველო მოუგებს საბერძნეთს.

G ჯგუფი

ინგლისი (18), ჩერნოგორია (12), შვეიცარია (8), უელსი (6), ბულგარეთი (5)

ბულგარეთი-უელსი

შვეიცარია-ჩერნოგორია

ამ ჯგუფში ყველაფერი გარკვეულია - ინგლისი ევრო 2012-ზე ითამაშებს, ხოლო ჩერნოგორია საგზურისთვის პლეი ოფში იბრძოლებს.

H ჯგუფი

პორტუგალია (16), დანია (16), ნორვეგია (13), ისლანდია (4), კვიპროსი (2).

ნორვეგია-კვიპროსი

დანია-პორტუგალია

დანია-პორტუგალია მთავარი თამაშია. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ორივე ნაკრებმა მოიპოვოს ევრო 2012-ის საგზური.პორტუგალია ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, თუ:

1. არ წააგებს დანიასთან.

დანია ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, თუ:

1. მოუგებს პორტუგალიას.

ორივე ნაკრები გავა ევროპის ჩემპიონატზე, თუ:

1. ერთმანეთში ფრეს ითამაშებენ და შვედეთი ვერ მოუგებს ჰოლანდიას.

2. B ჯგუფში ანდორა ვერ მოუგებს რუსეთს ან ირლანდია ვერ მოუგებს სომხეთს და შვედეთი წააგებს ჰოლანდიასთან და ხორვატია ვერ მოუგებს ლატვიას ან საქართველო მოუგებს საბერძნეთს.

3. დანია მოუგებს პორტუგალიას და ნორვეგია გავარდება (ნორვეგია რომ არ გავარდეს საჭიროა დანიამ და ნორვეგიამ ჯამში 10 ან მეტი ბურთის სხვაობით მოიგონ ორ შეხვედრაში).

I ჯგუფი

ესპანეთი (21), შოტლანდია (11), ჩეხეთი (10), ლიტვა (5), ლიხტენშტაინი (4)

ესპანეთი-შოტლანდია

ლიტვა-ჩეხეთი

ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა, პლეი ოფის საგზურისთვის კი შოტლანდია და ჩეხეთი იბრძოლებენ. შოტლანდია მოიპოვებს პლეი ოფის საგზურს, თუ:

1. მოუგებს ესპანეთს.

2. ფრეს ითამაშებს ესპანეთთან და ვერ მოიგებს ჩეხეთი.

3. ლიტვა მოუგებს ჩეხეთს.

ჩეხეთი მოიპოვებს პლეი ოფის საგზურს, თუ:

1. მოუგებს ლიტვას და შოტლანდია ვერ მოუგებს ესპანეთს.

2. ფრეს ითამაშებს ლიტვასთან და შოტლანდია წააგებს ესპანეთში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო