ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ევრო-2012, F ჯგუფი: ხორვატია საქართველოს იმედზეა

ევრო-2012, F ჯგუფი: ხორვატია საქართველოს იმედზეა

მეოთხე ადგილის დასაკავებლად თემურ ქეცბაიას გუნდმა საბერძნეთთან მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლოს
ხორვატიის ნაკრებს მიმდინარე შესარჩევ ციკლში მეორე მარცხი საბერძნეთმა აგემა, პირველად კი, ადვილი გასახსენებელია, სლავენ ბილიჩის გუნდმა თბილისში წააგო.

პირეოსის "გიორგიოს კარაისკაკისზე" ერთმანეთს ჯგუფში პირველობის პრეტენზიის მქონე ორი გუნდი დაუპირისპირდა. გამარჯვებულის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელი იყო, ამ მატჩში სამივე შედეგი მოსალოდნელი იყო, საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ ბერძნებმა მეორე ტაიმი მეტოქეზე გაცილებით უკეთ ჩაატარეს, ორი უპასუხო გოლი გაიტანეს და, თუ თბილისში არ წაიბორძიკეს, ევრო 2012-ის შესარჩევ ციკლს დაუმარცხებლად ჩაამთავრებენ.

შესვენებამდე საინტერესო ბევრი არაფერი მომხდარა. მასპინძლებიც და სტუმრებიც გადამეტებულად ფრთხილობდნენ და აქცენტს საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე აკეთებდნენ. სამაგიეროდ, მატჩის მეორე ნახევარში ფერნანდუ სანტუშის გუნდი ჩვეულად, სწრაფად და კომბინაციურად ათამაშდა და ჯერ გიორგიოს სამარასის ეფექტური გოლით დაწინაურდა, რვა წუთში კი თეოფანის გეკასის თავურით ხორვატთა იმედებს ცივი წყალი გადაასხა.

საქართველოს ნაკრებისთვის ხელსაყრელი კი ამ შეხვედრაში ის მოხდა, რომ ბერძენთა ლიდერმა სამარასმა ამ ციკლში მეორე გაფრთხილება მიიღო, რაც თბილისში თამაშის უფლებას არ აძლევს. სხვათა შორის, პირველი გაფრთხილება მან სწორედ საქართველოსთან მატჩისას მიიღო. სამარასის გარდა, ჩვენთან მატჩისთვის დისკვალიფიცირებულია მცველი იანის ზარადუკასი.

ლატვიამ, როგორც მოსალოდნელი იყო, შინ მალტას სძლია და სატურნირო ცხრილშიც გადაგვასწრო. ვეჭვობთ, ბალტიელებს ხორვატიაში წარმატების დიდი შანსი ჰქონდეთ, ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეოთხე ადგილის ბედი ჩვენს ხელთ უფროა.

მოკლედ იმის შესახებ, ვის რა შედეგი აძლევს ხელს ბოლო ტურში. დავიწყოთ საბერძნეთით, რომელსაც ჯგუფში პირველობისა და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის დასაბევებლად თბილისში ფრეც ჰყოფნის. ხორვატია სანტუშის გუნდს ქულებით რომც გაუთანაბრდეს, ურთიერთშეხვედრების მაჩვენებლით მაინც ჩამორჩება.

სამაგიეროდ, ფრე არაფერს აძლევს საქართველოს ნაკრებს. თუ ხორვატიამ ლატვია დაამარცხა და ჩვენ ბერძნებთან ქულა ავიღეთ, მაინც მეხუთე ადგილზე ჩავრჩებით, რადგან ლატვიამ ურთიერთშეხვედრებში გვაჯობა. ასე რომ, თემურ ქეცბაიას გუნდმა 11 ოქტომბერს მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლოს.

ისრაელის ნაკრები მესამე საფეხურზე მყარად დგას და ამ პოზიციის შესანარჩუნებლად მალტაზე ფრეც ჰყოფნის.

სანტუში საქართველოში ჩამოსვლის წინ ოპტიმისტურადაა განწყობილი: "საქმე საკმაოდ სერიოზულ გუნდთან გვექნება, რომელმაც საბერძნეთში დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია და ქულა აგვართვა, თუმცა ამჯერად საქართველოს ნაკრებთან მატჩის უდანაკარგოდ დასრულებას ვაპირებთ. ჩემმა ბიჭებმა ხორვატიასთან უპრინციპულესი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგეს, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ ამით საბოლოო მიზნისთვის არ მიგვიღწევია და გადამწყვეტი ნაბიჯი თბილისში უნდა გადავდგათ".

სამარასმა კი ეს თქვა: "ეს უდიდესი და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო. ამ მატჩში ჩვენმა გუნდმა კლასი და ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა. პირველ ტაიმში ნერვიულობა გვეტყობოდა, თუმცა შემდეგ ჩვენი საუკეთესო თვისებების გამოვლენა შევძელით. ზეიმი კი რამდენიმე დღით უნდა გადავდოთ. დარწმუნებული ვარ, საბერძნეთის ნაკრები საქართველოში სასურველ შედეგს მიაღწევს".

ხორვატიის ნაკრების თავდამსხმელი ედუარდო: "ძალიან მნიშვნელოვანი თამაში წავაგეთ. რა მეთქმის, ცუდად ვითამაშეთ და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. ისღა დაგვრჩენია, დღევანდელი დღე სასწრაფოდ დავივიწყოთ. საბედნიეროდ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი არ დაგვიკარგავს"

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. F ჯგუფი.

ნ თ მ ფ წ ბ ქ

1. საბერძნეთი 9 6 3 0 12-4 21

2. ხორვატია 9 6 1 2 16-7 19

3. ისრაელი 9 4 1 4 11-11 13

4. ლატვია 9 3 2 4 9-10 11

5. საქართველო 9 2 4 3 6-7 10

6. მალტა 9 0 1 8 4-19 1

11 ოქტომბერი

საქართველო-საბერძნეთი

ხორვატია-ლატვია

მალტა-ისრაელი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა