ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "ლიგამუსმა" ჰოლანდიაში წარუმატებლად იასპარეზა
გასულ უქმეებზე სხვადასხვა ქალაქში წყალბურთელ ვაჟთა საკლუბო გუნდების ევროპის თასის გათამაშების მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის ორთაბრძოლები გაიმართა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "ლიგამუსი", რომელმაც წარმატებით გადალახა თბილისში პირველი ბარიერი, ამჯერად ჰოლანდიაში გამოდიოდა.

საქართველოს წყალბურთელებმა H ჯგუფის სასტარტო შეხვედრა ნიდერლანდების ჩემპიონ "შუურმანთან" დაძაბულ პაექრობაში ორი ბურთის სხვაობით დათმეს 9:11 (2:3, 2:3, 3:3, 2:2). მომდევნო ორი ორთაბრძოლა ლიგამუსელებმა უფრო დიდი ანგარიშებით წააგეს: ხორვატიის მე-3 პრიზიორ "მორნარ სპლიტთან" - 8:19 (2:5, 2:5, 0:4, 4:5), გერმანიის ვიცე-ჩემპიონ "დუისბურგთან" - 10:20 (3:4, 2:5, 3:6, 2:5). ჯგუფის დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: "მორნარ სპლიტი"-"დუისბურგი" 14:5 (4:3, 1:1, 5:0, 4:1), "შუურმანი"-"დუისბურგი" 10:9 (3:1, 1:3, 2:3, 4:2), "შუურმანი"-"მორნარ სპლიტი" 7:13 (3:4, 1:4, 1:4, 2:1). საბოლოოდ ევროპის თასის გათამაშების 16 საუკეთესოში ჯგუფის ფავორიტი "მორნარ სპლიტი" და გუნდის არსებობის ისტორიაში პირველად მასპინძლები - "შუურმანის" წყალბურთელები გავიდნენ.

თ მ ფ წ ბ ქ

"მორნარ სპლიტი" 3 3 0 0 46-20 9

"შუურმანი" 3 2 0 1 28:31 6

"დუისბურგი" 3 1 0 2 34:34 3

"ლიგამუსი" 3 0 0 3 28:49 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა