8 შესაძლებლიდან 6 ქულით პირველი ადგილი ნონა გაფრინდაშვილმა დაიკავა
მოსკოვში ვეტერანთა საერთაშორისო ტურნირი ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის იუბილეს მიეძღვნა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი მოჭადრაკე ქალბატონები მონაწილეობდნენ. მოასპარეზეებს პარტიისთვის ეძლეოდათ 25-25 წუთი ყოველ სვლაზე 10-10 წამის დამატებით.

8 შესაძლებლიდან 6 ქულით პირველი ადგილი თვით იუბილარმა დაიკავა, 5 ქულით მეორე ადგილზე გავიდა ვეტერანებში ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონი, თბილისელი დიდოსტატი თამარ ხმიადაშვილი, 4,5 ქულით მესამე ადგილი უკრაინელ მარტა ლიტინსკაიას ხვდა.

შეჯიბრების ორგანიზატორებმა იუბილარი და ტურნირის გამარჯვებული ნონა გაფრინდაშვილი ფულადი და სამახსოვრო პრიზებით დააჯილდოვეს.

"მოხარული ვარ, რომ ეს ტურნირი ნონა გაფრინდაშვილის იუბილეს მიეძღვნა, - თქვა ასპარეზობის საზეიმო დახურვისას პოლონელმა დიდოსტატმა ხანა ერანსკა-ბარლომ, რომელმაც შეჯიბრებაზე V-VI ადგილები გაიყო, - ნონა შესანიშნავი პიროვნება და სპორტსმენია. ახალგაზრდები რომ ვიყავით, 64-უჯრიან დაფასთან საჭადრაკო ოლიმპიადებზე, ხშირად შევხვედრივართ ერთმანეთს.

პაექრობისას შეუდარებლად ძლიერი მებრძოლი ცხოვრებაში კეთილი და გულთბილი მეგობარია. მასთან თამაში საინტერესოა, თუმცა - ძალიან რთული. ვერაფერს იტყვი ის დღესაც თითოეულ ჩვენგანზე ძლიერია".

ქალბატონ ხანას ნათქვამის დასტურად დავძენთ, რომ ნონა გაფრინდაშვილი თავისი რეიტინგით დღესაც მოქმედ მოჭადრაკეთა პირველ ასეულში შედის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა