"ლოკომოტივმა" ბოლოსწინა ტურში "აკადემიასთან" გამარჯვებით მედლებისთვის ბრძოლის გაგრძელების უფლება მოიპოვა
"აკადემია"-"ლოკომოტივი" 6:13

აკადემია: (15-9) ი. დავითაშვილი, გოგილაძე, ჭუაძე, წასიძე, გოგოლაშვილი, ქოპილაშვილი, შ. დავითაშვილი. (1-8) ზაქაშვილი, მაღლაკელიძე, ღამბაშიძე, ნებულიშვილი, მოსეშვილი (ჩაჩუა 45), ნიბლაძე, ნ. ჩხიკვაძე, გაჩეჩილაძე.

2ს: ნიბლაძე.

სინბინი: შ.დავითაშვილი, ქოპილაშვილი.

ლოკომოტივი: (15-9) კობერიძე, ჭურღულია, გოგეშვილი (ტრაპაიძე 56), ქავთარაძე (შიოშვილი 61), ჟამუტაშვილი, კავთიძე, ღვინჯილია. (1-8) ელოშვილი, ზარიძე, ვეფხვაძე, კახიანი (ნადირაძე 14), გუნიავა, გენებაშვილი, ჩიტიძე, ბერიშვილი.

ლ: ჩიტიძე. ს,გ,ა: კავთიძე.

მსაჯი: გ.ამირხანაშვილი.

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტივი", რომელიც წლეულს რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დატოვა, პლეი ოფში მოსახვედრად ბოლო ტურებამდე იბრძოდა და მედლებისთვის ბრძოლის გაგრძელების უფლება ბოლოსწინა ტურში "აკადემიასთან" გამარჯვებით მოიპოვა - 13:6.

პლეი ოფში გასვლის შანსი "აკადემიასაც" აქვს და, ამდენად, წინასწარვე ცნობილი იყო, რომ მეტოქეს უშეღავათო ბრძოლას გაუმართავდა. თუმცა მატჩის საწყისი წუთებით თუ ვიმსჯელებთ, ამის თქმა, ძალიან გაგვიჭირდება.

რკინიგზელებმა მატჩის მესამე წუთზე ხანგრძლივი, მრავალფაზიანი იერიში წამოიწყეს. მორკინალებმა და უკანახზელებმაც ერთნაირად შესანიშნავად იმუშავეს და ბოლოს, აკედემიელთა 22-მეტრიან ზონაში შესვლის შემდეგ წარმოქმნილი რაკიდან ბურთი მესამეხაზელმა დავით ჩიტიძემ აიტაცა და ჩათვლის მოედანში შეაღწია. მგეზავმა გურამ კავთიძემ გარდასახვა ზუსტად დაარტყა.

ძნელი სათქმელია, რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ "ლოკომოტივმა" ამის შემდეგ ზეწოლის გაძლიერების ნაცვლად თამაშის ტემპი დააგდო, რაც მეტოქემ კარგად გამოიყენა და ტაიმის დასკვნით ხუთ წუთში "აკადემიის" მესამეხაზელმა დავით ნიბლაძემ ორი საჯარიმოთი ანგარიშში სხვაობა მნიმუმამდე შეამცირა - 6:7. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

მეორე ნახევრის საწყისი 20 წუთი ისევ '"აკადემიამ" იაქტიურა. ნიბლაძეს ორჯერ მიეცა საშუალება საჯარიმოთი ანგარიშში დაეწინაურებინა თავისი გუნდი, მაგრამ ორივეჯერ არაზუსტად დაარტყა.

"ლოკომოტივმა" დასკვნით 20 წუთში ისევ შეძლო ინიციატივის ხელში აღება, ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას დაეუფლა. რკინიგზელთა მგეზავმა გურამ კავთიძემ ჯერ არეკნით საჯარიმოთი და მერე დიდოსტატურად დარტყმული არეკნით რკინიგზელებს დამსხურებული გამარჯვება მოუტანა - 13:6.

მატჩის დასრულების შემდეგ, როგრც წესი და ტრადიციაა, გუნდებმა ერთმანეთს დერეფანი მოუწყვეს და მოედნიდან ისე გააცილეს. თუმცა მანამდე, რამდენიმე წუთით გაწევ-გამოწევა, ჩოჩქოლი და უწმაწური სიტყვების კორიანტელი იდგა.

XIII ტური

"არმაზი"-"არმია" 9:24, "ხარები"-"ლელო" 17:14

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. აია 13 12 0 1 +221 24

2. არმია 13 9 1 3 +126 19

3. ლოკომოტივი 13 7 0 6 +24 14

4. ლელო 13 6 0 7 +14 12

5. არმაზი 13 5 1 7 -34 11

6. აკადემია 13 4 3 6 -29 11

7. ხარები 13 5 0 8 -106 10

8. ყოჩები 13 1 1 11 -216 3

XIV ტური

"არმია"-"აია", "ყოჩები"-"ხარები", "ლელო"-"აკადემია", "ლოკომოტივი"-"არმაზი"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა