<p>ჩვენებური ლონდონში მიმდონარე "ოლიმპიური ტესტის" გათამაშებაშის პირველივე წრეში კანადელ კატერინ ვრაკკინგთან დამარცხდა <br> ჩვენთვის წარუმატებლად დასრულდა "ოლიმპიური ტესტის" გათამაშება ლონდონში - ხათუნა ნარიმანიძე პირველივე წრეში დამარცხდა. ის ტურნირს შემორჩენილი ბოლო ქართველი იყო, რადგან მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა და ასმათ დიასამიძე წინა დღეებში გავარდნენ.</p><p>ნარიმანიძეს პლეი ოფის პირველ წრეში არც ისე ძლიერი მეტოქე ჰყავდა - კანადელი კატერინ ვრაკკინგი, მაგრამ მაინც წააგო - 2:6. არადა, შეხვედრა გამარჯვებით დაიწყო - პირველი სეტი 26:24 მოიგო, მაგრამ მერე ზედიზედ სამი დათმო (23:26; 25:26; 26:28) და გამოვარდა. შეჯიბრება კი ლოგიკურად დასრულდა - ჩემპიონი საკვალიფიკაციო ეტაპის მომგები დასომი იუნი გახდა, რომელმაც ფინალში პოლონელი იუსტინე მოსპინეკი 6:4 დაამარცხა. ბრინჯაოს მედალი კიდევ ერთმა კორეელმა - ბო ბაე კიმ მოიპოვა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში იაპონელ რენ ჰაიაკავას 6:2 აჯობა.</p><p>ჩვენი ნაკრები ამ დღეებში დაბრუნდება თბილისში და მალევე კორეაში გაემგზავრება ორთვიან შეკრებაზე. აზიაში ამ სამეულთან ერთად იულია ლობჟანიძეც გაემგზავრება, რომელიც უკრაინიდან გადმოჰყავთ.</p>
მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად