შანხაის მასტერსზე არ გავიდნენ ნოვაკ ჯოკოვიჩი, როჯერ ფედერერი, ხუან მარტინ დელ პოტრო, რიშარ გასკე, ჯონ ისნერი, გაელ მონფილსი
ATP

Shanghai Rolex Masters

შანხაი (ჩინეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 3 240 000 დოლარი

მონაწილეები: რაფაელ ნადალი, ენდი მიურეი, დავიდ ფერერი, ჟო-ვილფრიდ ცონგა, მერდი ფიში, ტომაშ ბერდიხი...

შანხაის მასტერსზე მოქმედი ჩემპიონი ენდი მიურეი გახლავთ, რომელმაც შარშან საკმაოდ იოლად დაამარცხა ფინალში როჯერ ფედერერი (6:3, 6:2). ბრიტანელი ამ სეზონის დასკვნით ნაწილშიც ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება - მან ბოლო 22 მატჩში 21 მოიგო და ბოლო ორ კვირაში ზედიზედ ორი ტიტული აიღო. ბანგკოკში ენდი იოლად გაუსწორდა დონალდ იანგს - 6:2, 6:0, ორი დღის წინ კი ტოკიოს ტურნირში ფინალში რაფაელ ნადალს სამ სეტში მოუგო.

ასე რომ, რაფას ამ კვირას რევანშის აღების საშუალება აქვს, თუმცა რთული სათქმელია, რამდენად მოახერხებს ესპანელი ამის გაკეთებას, რადგან სეზონის ბოლოს აშკარად გადაღლილი ჩანს. ამავდროულად, ნადალმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ სეზონის მაჟორულ ნატოზე დასრულების იმედი აქვს. ვნახოთ, რამდენად გამოუვა ეს მსოფლიოს მეორე ნომერს.

კარგ ფორმაშია ტომაშ ბერდიხიც - მან შესანიშნავი თამაში აჩვენა პეკინში, სადაც ორწლინახევრიანი შესვენების შემდეგ ტიტულის აღება შეძლო.

სამწუხაროდ, შანხაის მასტერსს ბევრი ვარსკვლავი ტოვებს. ჩინეთში არ ჩავიდნენ: ნოვაკ ჯოკოვიჩი, როჯერ ფედერერი, ხუან მარტინ დელ

პოტრო, რიშარ გასკე, ჯონ ისნერი, გაელ მონფილსი, რობინ სიოდერლინგი...

პირველ რვა ნომრად განთესილი ჩოგბურთელები - ნადალი, მიურეი, ფერერი, ცონგა, ფიში, ბერდიხი, ალმაგრო და სიმონი მეორე წრიდან ჩაებმებიან ბრძოლაში.

WTA

HP Open

ოსაკა (იაპონია). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

მონაწილეები: სამანტა სტოსური, მარიონ ბარტოლი, ანჟელიკა კერბერი, პეტრკა ჩეტკოვსკა, იარმილა გაიდოშოვა, აიუმი მორიტა...

ქალებს შორის აზიური ტურნირების სერია ოსაკაში გაგრძელდება. HP Open პირველად 2009 წელს გაიმართა და პირველი ჩემპიონი სამანტა სტოსური გახდა. ტიტულის დაცვა კი ტაილანდელ ტამარინე ტანაგურანს უწევს.

სტოსური ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის ღია პირველობაზე გამარჯვების გარდა, ავსტრალიელი ამ სეზონში ბევრით ვერაფრით დაიკვეხნის. ბოლო პერიოდში სტოსურმა მეორე რაუნდი ვერ გადალახა ტოკიოსა და პეკინში.

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს ტურნირი მარიონ ბარტოლისთვის, რომელიც წლის შემაჯამებელ ჩემპიონატში მოსახვედრად იბრძვის.

Generali Ladies Linz

ლინცი (ავსტრია). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

მონაწილეები: პეტრა კვიტოვა, ელენა იანკოვიჩი, ანასტასია პავლიუჩენკოვა, საბინ ლისიცკი...

ლინცის ტურნირი 1986 წლიდან ტარდება. მოქმედი ჩემპიონი ანა ივანოვიჩი გახლავთ, მაგრამ სერბი ვერ ახერხებს ტიტულის დაცვას.

განთესვის პირველი ნომერი პეტრა კვიტოვას ერგო და სწორედ ის განიხილება მთავარ ფავორიტად, მაგრამ უიმბლდონის მოგების შემდეგ ჩეხი არასტაბილურად თამაშობს. ამ დროის განმავლობაში პეტრა ტოკიოს ტურნირის ნახევარფინალში გასვლით თუ დაიკვეხნის, თუმცა ამას მოჰყვა მორიგი ჩავარდნა პეკინში, სადაც კვიტოვამ მეორე რაუნდში სოფია არვიდსონთან წააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება