პროფკავშირების პრეზიდენტმა დერეკ ფიშერმა მოგვიანებით გაანდო ჟურნალისტებს, რომ დღეს მხარეთა შორის მოლაპარაკება აღარ გაიმართებოდა
გასულ უქმეებზე ლოკაუტთან დაკავშირებით განსაკუთრებული სიახლეები არ ყოფილა. კვირას დაპირისპირებული მხარეები ხუთი საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ კომპრომისის გამონახვას, შეხვედრის შემდეგ კი გადაწყვიტეს პრესის წარმომადგენლებისთვის არაფერი ეთქვათ.

ჟურნალისტებს მხოლოდ პროფკავშირების პრეზიდენტმა დერეკ ფიშერმა ესროლა ნაცნობი ფრაზები - "პროგრესი არ არის", "ორშაბათს ისევ შევხვდებით ერთმანეთს".

ფიშერმა ისიც განაცხადა, რომ ორშაბათს შეხვედრაა დაგეგმილი, მაგრამ მოგვიანებით მანვე გაანდო ჟურნალისტებს - დღეს მოლაპარაკება აღარ გაიმართებაო.

"ვფიქრობ, ყველა მოთამაშეს სურს, რომ მოლაპარაკებებში პროგრესს მივაღწიოთ. იძულებული ვართ, შეხვედრა გადავდოთ. ახალი თარიღი კლუბების მფლობელთა შორის მოლაპარაკების შემდეგ გახდება ცნობილი", - განუცხადა ფიშერმა სააგენტო AP-ს.

ყველაზე კარგად დღეს არსებული სიტუაცია "ნიუ იორკ ნიქსის" ლიდერმა კარმელო ენტონიმ შეაფასა. მისი თქმით, მოლაპარაკებების დასრულებამდე ჯერ ძალიან დიდი დროა დარჩენილი.

"დღეს ყველასთვის გასაგებია, რომ რეგულარული ჩემპიონატის პირველი ორი კვირა გაუქმდება. ამიტომაც რეალისტები უნდა ვიყოთ და გვესმოდეს, რომ უახლოეს პერიოდში მოლაპარაკებების პროცესში შესამჩნევი ცვლილებები არ იქნება, - მიაჩნია ენტონის. - ამიტომაც მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ და ველოდოთ, როდის დასრულდება ეს გაურკვევლობა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა