ამერიკაში პოპულარული ნასკარის სერიის 36-ეტაპიანი ჩემპიონატის 30-ე რბოლა კანზას-სიტიში ჩატარდა
ავტოსპორტის სამყაროში გასული უქმეები მხოლოდ ფორმულა 1-ის ეტაპით არ ყოფილა გამორჩეული - ამერიკაში პოპულარული ნასკარის სერიის 36-ეტაპიანი ჩემპიონატის 30-ე რბოლა კანზას-სიტიში (Hollywood Casino 400) ჩატარდა და ამ სერიის ხუთგზის ჩემპიონის, "შევროლეს" მანქანით მოასპარეზე ჯიმი ჯონსონის ტრიუმფით დასრულდა.

არადა, ჯონსონმა მე-19 პოზიციიდან აიღო სტარტი, მაგრამ ასეთი რბოლებისთვის დამახასიათებელი ხშირი რესტარტების წყალობით, 24-ე წრეზე ეს პილოტი პირველად გავიდა წინ.

ამის შემდეგ ჯონსონმა რამდენიჯერმე დაკარგა ლიდერობა, მაგრამ რესტარტის შემდეგ ისევ პელოტონის სათავეში დგებოდა - ასე მოხდა 247-ე და 270-ე წრეების დროს, როცა მან უკან ჩამოიტოვა ბრედ კესელოვსკი და კეისი კენი. ჯონსონს იმ მხრივაც გაუმართლა, რომ ტექნიკური პრობლემები შეექმნა მის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს - ჯეფ გორდონს.

საბოლოოდ, ჯიმი ჯონსონმა სეზონში მეორე რბოლა მოიგო და საერთო ჩათვლაში 2157 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება. მასზე წინ კარლ ედვარდსი და კევინ ჰარვიკი იმყოფებიან, რომლებთანაც სულ ცოტას - ოთხ და სამ ქულას აგებს.

Hollywood Casino 400

1. ჯიმი ჯონსონი (შევროლე) - 272 წრე (ლიდერობდა 197 წრე); 2. კეისი კენი (ტოიოტა) - 272 (0); 3. ბრედ კესელოვსკი (დოდჯი) - 272 (5); 4. მეტ კენსეტი (ფორდი) - 272 (26); 5. კარლ ედვარდსი (ფორდი) - 272 (0); 6. კევინ ჰარვიკი (შევროლე) - 272 (0); 7. კლინტ ბოუიერი (შევროლე) - 272 (0); 8. გრეგ ბიფლი (ფორდი) - 272 (23); 9. მარკოს ემბროუზი (ფორდი) - 272 (0); 10. მარკ მარტინი (შევროლე) - 272 (0)...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა