ქალთა რეიტინგში ცვლილება არ შეეხო ჩვენ პირველ ჩოგანს ანა ტატიშვილს, დანარჩენთაგან კი უმრავლესობამ უკან დაიხია
ქალთა რეიტინგში ცვლილება არ შეეხო ჩვენს პირველ ჩოგანს, დანარჩენთაგან კი უმრავლესობამ უკან დაიხია, რეიტინგ-ლისტს ერთი ქართველი მოაკლდა - ასეთია ახალ სიაში ქართველთა მთავარი ცვლილებები. აი, სიაც: 91 (-) ანა ტატიშვილი - 758 ქულა; 183 (-16) მაკა ჩახნაშვილი - 331; 254 (-10) ოქსანა კალაშნიკოვა - 214; 265 (-22) სოფიო შაფათავა - 206; 423 (+5) ეკა გორგოძე - 90; 448 (-19) სოფიო ქვაცაბაია - 84; 517 (-99) თათია მიქაძე - 62.

რეიტინგიდან გავარდა ანა ჯიქია, რომელიც გასულ კვირაში 1233-ე პოზიციაზე იყო. როგორც ხედავთ, ყველაზე დიდი უკუსვლა თათია მიქაძეს შეეხო, რომელმაც თითქმის ასი საფეხურით გაიუარესა რეიტინგი. წინსვლა მხოლოდ ეკა გორგოძეს აქვს, ვისთვისაც ეს კარიერის მიღწევაა.

ვაჟთა რეიტინგში მხოლოდ სამი ჩვენებურია, სამივე სიმბოლურად: 1 243 (+10) გიორგი ცივაძე - 3 ქულა; 1 351 (+12) ლადო ჩიხლაძე - 2; 1 853 (+2) ალექსანდრე მეტრეველი - 1.

ერევნის საერთაშორისო ტურნირზე (10 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში ერთბაშად ცხრა (!) ქართველი თამაშობს. ამათგან მხოლოდ თათია მიქაძეა განთესილი (მე-4 ნომრად).

მის გარდა ერევანში თამაშობენ: თეონა ტატიშვილი, ანი გოგვაძე, თამარ ჭალაგანიძე, მარიამ ქურასბედიანი, მარიამ სხირტლაძე, ნათია გეგია, ბარბარე ერისთავი და ბაბილინა მაჩაიძე. მაკა ჩახნაშვილი სანტ კუგატის (ესპანეთი, 25 ათასი დოლარი) ტურნირის პირველი ნომერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა