ახმეტელმა სამხტომში პირველი ადგილი დაიკავა, სიგრძეზე ხტომაში კი მეორე
ამასწინათ ეროვნულ სტადიონზე საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის თასის გათამაშებისას ლაშა ღულელაური კვარცხლბეკზე ორჯერ ავიდა: ახმეტელმა ათლეტმა სამხტომში პირველი ადგილი დაიკავა, სიგრძეზე ხტომაში კი მეორე იყო.

მძლეოსნობაში ვარჯიში 6 წლისამ დაიწყო, მამის - ქვემო ალვანის საჯარო სკოლის ფიზაღზრდის მასწავლებლის, იუსუფ ღულელაურის ხელმძღვანელობით. თავიდან თანატოლებთან ერთად რბენაში იწაფებოდა. მერე სიგრძეზე ხტომამ გაიტაცა. რაიონულ პირველობაზე დებიუტი 4,6 მეტრის დაძლევით აღნიშნა. ეს იყო ექვსი წლის წინათ. ფედერაციის თასის გათამაშებაზე კი პირადი რეკორდი დაამყარა - 7,56 მეტრი.

- წლეულს ტრავმებს რომ არ გავეწამებინე, უკეთესი შედეგიც მექნებოდა, - მითხრა შეჯიბრების დამთავრების შემდეგ ლაშამ. - არადა, სეზონი კარგად დავიწყე: თებერვალში აზერბაიჯანის საერთაშორისო ტურნირი მოვიგე სამხტომსა და სიგრძეზე ხტომაში, მერე ბელორუსის ჩემპიონი გავხდი ჭაბუკთა შორის სიგრძეზე ხტომაში.

- ყველაზე დიდ წარმატებას მაინც ტრაბზონში მიაღწიე.

- დიახ, ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალზე სამხტომში 15,49 მეტრით მეორე ადგილი დავიკავე და ოქროსმედალოსან შვეიცარიელ- რობერტ კლარკს სულ ერთი სანტიმეტრით ჩამოვრჩი. იმ შეჯიბრების მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ სპორტული ფორმა არ მქონდა სრულად აღდგენილი: წლეულს ისლანდიაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე გამოსვლისას კუნთი დამეჭიმა. ტრავმამოუშუშებელმა ლილში ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობაზე მოვსინჯე ძალები, მაგრამ ექვსიდან მხოლოდ 3 ცდის გამოყენება შევძელი და 15.08 მეტრით მერვე ადგილი დავიკავე. მართალია, თურქეთში ეს შედეგი 41 სანტიმეტრით გავაუმჯობესე, მაგრამ გამარჯვებისთვის მაინც არ მეყო.

- ფედერაციის თასზე?

- ამჯერად მეტი ყურადღება სიგრძეზე ხტომას დავუთმე. პირადი რეკორდი 32 სანტიმეტრით გავზარდე. სამხტომისთვის, ეტყობა, ძალები არ მეყო, თუმცა შედეგებით კმაყოფილი ვარ. ორი წლის განმავლობაში ტრავმების გამო ისე ვიყავი იმედგაცრუებული, არც კი მეგონა, წარმატებას თუ მივაღწევდი. ორდღიანმა ასპარეზობამ კი რწმენა დამიბრუნა. მომავალ შეჯიბრებებში ვეცდები, ქომაგები გავახარო.

- მერედა, მოსამზადებლად ალვანში სათანადო პირობები თუ გაქვს?

- სოფლის პირობაზე არა უშავს. გაისად სკოლას დავამთავრებ და თბილისში გადმოვალ საცხოვრებლად. ამის შემდეგ სავარჯიშოდ პირობები უკეთესი მექნება და, ალბათ, შედეგებიც.

- სწავლის გაგრძელებას სად აპირებ?

- სპორტული მედიცინის სპეციალისტი მინდა გავხდე.

- როგორ სწავლობ?

- საწვრთნელი შეკრებები და შეჯიბრებები ბევრ დროს თუ არ წამართმევს, სკოლას, ალბათ, ოქროს მედალზე დავამთავრებ.

- მძლეოსნობის გარდა, რა გიტაცებს?

- კალათბურთი. ძალიან გამიხარდა ჩვენი ნაკრები ლიტვაში ევროპის ჩემპიონატის 12 საუკეთესო გუნდში რომ მოხვდა. განსაკუთრებით ვიქტორ სანიკიძის ლაღი თამაში მხიბლავს. ასე გგონია, დაფრინავსო. უცხოელთაგან ჯორდანი და შაკილ ონილი მომწონს.

- რაზე ოცნებობ?

- შეიძლება, ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ ჩემი უპირველესი მიზანია ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა და ოქროს მედლის მოპოვება, ოცნება კი - ვიქტორ სანეევის უნიკალური რეკორდის მოხსნაა. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მინდა ამ ზღაპრულ პიროვნებას შევხვდე და მისი რჩევები მოვისმინო. მჯერა, ეს წარმატებების მიღწევაში დამეხმარება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა