22 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ბოსნიურ კლუბ მოსტარის "ზრინსკისთან" კონტრაქტი გაწყვიტა და სამშობლოში ბრუნდება
2011 წლის იანვარში ლევან კუტალია ხორვატების მიერ დაარსებულ ბოსნიურ კლუბ მოსტარის "ზრინსკიში" ჩაირიხა, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი და ორგზის ჩემპიონია.

მანამდე ლევანი სარაევოს "სლავიაში" თამაშობდა და 2008-09 წლების სეზონში ბოსნიის ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერებში მე-2 პოზიციაზე დასახელდა. მაგრამ 2010 წლის აპრილში "სლავია" თანაგუნდელებთან კონფლიქტის გამო დატოვა და მას შემდეგ 8 თვე უკლუბოდ იყო.

22 წლის ქართველ შემტევ ნახევარმცველს "ზრინსკიში" საპატიო, 17-ნომრიანი მაისური გადაეცა - ერთ დროს ხომ ამ გუნდში ამავე ნომრით ლონდონის "ტოტენჰემის" ვარსკვლავი, ლუკა მოდრიჩი თამაშობდა. მოსტარელთა პრეზიდენტი ანტე ვიდაჩაკი ინტერვიუში ამბობდა, რომ კუტალიასთან კონტრაქტმა ძალიან გაახარა.

ორი თვის შემდეგ "ზრინსკის" მწვრთნელმა სლავენ მუსამ ახალწვეული შეაქო, რა ხანია, არ უთამაშია, მაგრამ ძალიან ნიჭიერია და მაღალ დონეზე გამოსვლა შეუძლიაო.

"ზრინსკის" ვებგვერდის ცნობით, ქართველმა ახალ გუნდში ჩატარებული არცთუ ბევრი მატჩის მიუხედავად, მოსტარელი გულშემატკივრების იმედი გაამართლა და მათი პატივისცემა დაიმსახურა.

კუტალიას კლუბთან კონტრაქტი გაისად, დეკემბერში უმთავრდებოდა, ამ სეზონში ცხრა ტურიდან ხუთში ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა, თუმცა რამდენიმე დღის წინ "ზრინსკისთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა.

როგორც კუტალიამ გვითხრა, მიზეზი კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობა იყო: "საკონტრაქტო თანხა საერთოდ არ გაუდახდიათ, ბოლო ორი თვე კი არც ხელფასი მიმიღია და არც პრემია. პრეზიდენტს დაველაპარაკე, ჩამოსული ფეხბურთელი უხელფასოდ ვერ ვიცხოვრებ-მეთქი და კონტრაქტის გაწყვეტაზე შევთანხმდით".

ახლა კუტალია საქართველოს ჩემპიონატში თამაშს იმედოვნებს, მოლაპარაკებას "გაგრასთან" და ზუგდიდის "ბაიასთან" აწარმოებს და, როგორც გვითხრა, ერთ კვირაში გადაწყდება, სად ვითამაშებო - კლუბს ხომ ნებისმიერ დროს შეუძლია თავისუფალი აგენტის განაცხადში შეყვანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა