ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, ფილიპ მექსე თავისუფალი აგენტის სტატუსით "მილანს" შეურთდა
ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, ფილიპ მექსე თავისუფალი აგენტის სტატუსით "მილანს" შეურთდა, თუმცა მას შემდეგ ძირითადად ტრავმირებულია და გუნდის არც ერთ ოფიციალურ შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა.

და აი, როგორც იქნა, ფრანგი უკანახაზელი გამოჯანმრთელდა და მზადაა მოედანზე სერია A-ს უახლოეს ტურშივე გავიდეს. შეგახსენებთ, რომ მომდევნო უქმეებზე "როსონერი" "პალერმოს" უმასპინძლებს. 29 წლის ფრანგმა მცველმა "გაძეტა დელო სპორტს" მცირე კომენტარი მისცა:

"ბედნიერი ვარ, რომ გამოვჯანმრთელდი და უკვე უახლოეს შეხვედრაში შევძლებ მოედანზე გასვლას. როგორც ვიცი, ალესანდრო ნესტაა ტრავმირებული და სიცილიელებთან მისი შეცვლა მომიწევს.

ნესტას ადგილზე თამაში ჩემთვის დიდი პატივია, რადგან ალესანდრო უდავოდ თანამედროვეობის საუკეთესო მცველია. განვლილი პერიოდი ჩემთვის ძალიან რთული იყო, რადგან ვხედავდი, რომ გუნდს უჭირდა და ვერაფრით ვეხმარებოდი.

სეზონი არასტაბილურად დავიწყეთ, მაგრამ არ უნდა გავტყდეთ და მდგომარეობა რაც შეიძლება მალე გამოვასწოროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლიდერებთან ჩამორჩენა კიდევ უფრო გაიზრდება, რაც მიზნის მიღწევას საგრძნობლად გაგვირთულებს. მიზანი? - ნუთუ არ იცით, რომ "როსონერი" ყველა ტურნირზე გამარჯვებისთვის იბრძვის"?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა