ასოციაციის ხელმძღვანელობასა და ლიგის პროფკავშირს შორის უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ რეგულარული ჩემპიონატის პირველი ორი კვირა გაუქმდა
სამწუხარო ამბავი შეიტყვეს გუშინ კალათბურთის მოყვარულებმა. როგორც მოსალოდნელი იყო, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობასა და ლიგის პროფკავშირს შორის უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ ოფიციალურად გაუქმდა NBA-ის რეგულარული ჩემპიონატის პირველი ორი კვირა. ეს ინფორმაცია თავად ლიგის კომისარმა დევიდ სტერნმა დაადასტურა.

მისი განცხადებით, გულშემატკივრებს შეუძლიათ დააბრუნონ ბილეთები და უკან მიიღონ თავიანთი ფული.

2011-12 წლების სეზონი 2011 წლის პირველ ნოემბერს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ 14 ნოემბერამდე კალენდრით გათვალისწინებული ყველა მატჩი გაუქმებულია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მთავარი საკამათო საკითხი ყოველწლიური მოგების გაყოფა იყო. ეს თანხა 3.8 მილიარდ დოლარს შეადგენს. კლუბების მფლობელებს მინიმუმ 50 პროცენტის მიღება სურდათ, მოთამაშეთა პროფკავშირი კი საკუთარი წილის 57-დან 53 პროცენტამდე შემცირებას თანხმდებოდა.

ჯერჯერობით არაფერ იტყობინებიან იმის შესახებ, როდის გააგრძელებენ მოლაპარაკებებს კლუბების მფლობელები და მოთამაშეთა პროფკავშირი.

"სამწუხაროდ, ჩვენ გავაუქმეთ ჩემპიონატის პირველი ორი კვირა. ჩემი აზრით, ორივე მხარე ბევრს მუშაობდა კომპრომისის მისაღწევად.

ვფიქრობ, ჩვენ საკმარისად სამართლიანი წინადადება შევთავაზეთ, იგივე გააკეთეს მოთამაშეებმა. მაგრამ ჩვენს შორის იმხელაა სხვაობაა, რომ კომპრომისის მიღწევა ვერ შევძელით", - განაცხადა ლიგის კომისარმა.

პროფკავშირის პრეზიდენტმა დერეკ ფიშერმა განაცხადა, რომ პირველი ორი კვირის გაუქმება კლუბების მფლობელების ხისტი პოზიციით იყო პროვოცირებული.

"სეზონის ნაწილის გაუქმება - ჩვენი არჩევანი არ არის. უბრალოდ, დღეს NBA-ში შეუძლებელია სამართლიანი შეთანხმების მიღწევა. ჩვენს ლიგაში მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელები თამაშობენ, ამიტომაც მათ იმაზე უკეთესი პირობები უნდა ჰქონდეთ, ვიდრე ამას კლუბების მფლობელები სთავაზობენ. შესაბამისად, ბოლომდე დავიცავთ ჩვენს უფლებებს. უკან დახევას არ ვაპირებთ", - ამბობს ფიშერი.

"ვფიქრობ, ვუბრუნდებით იმ დროს, როცა დევიდ სტერნი ორი წლის იგივე მოთხოვნებს აყენებდა. მაშინ მე ვუპასუხე: "ერთადერთი ხერხი, რითაც თქვენ ამას მიიღებთ - ლიგის ერთი ან ორი წლით დახურვაა". დღეს მე მივხვდი, რომ მათ სწორედ ამის გაკეთება სურთ. სტერნი მზად არის ამ სცენარს მისდიოს.

ჩემი აზრით, ლიგისთვის სისულელეა სეზონის გაუქმება მას შემდეგ, რაც შარშან საუკეთესო წელი გვქონდა NBA-ის ისტორიაში. არ მგონია, რომ ლიგამ სწრაფად შეძლოს აღორძინება ასეთი ხანგრძლივი ლოკაუტის შემდეგ. 1998 წელს დიდი დრო დაგვჭირდა ძველი პოზიციების აღსადგენად. ამჯერად კიდევ უფრო მეტი დრო გავა ხელმეორე აღორძინებამდე", - მკაცრად აკრიტიკებს დევიდ სტერნს პროფკავშირების აღმასრულებელი დირექტორი ბილ ჰანტერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა