გუშინ შვიდი მატჩით გაგრძელდა ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარული ჩემპიონატი
გუშინ შვიდი მატჩით გაგრძელდა ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარული ჩემპიონატი.

არცთუ ისე დამაჯერებელი სტარტი გამოუვიდა ახალ სეზონში სტენლის თასის მფლობელ "ბოსტონ ბრუინზს". "დათვები" საკუთარ მოედანზე "კოლორადოს" ხვდებოდნენ და სამ მატჩში მეორე მარცხი იწვნიეს.

ამ მატჩში საფეხბურთო ანგარიში - 1:0 დაფიქსირდა, რაც ორივე გუნდის მეკარის კარგმა თამაშმა განაპირობა. "კოლორადოს" რუსი კიპერი სემიონ ვარლამოვი 30 დარტყმას გადაეღობა და კარიერაში მეხუთე "შათაუტი" შეასრულა.

მისმა ვიზავიმ - "ბოსტონის" ფინელმა მეკარემ ტუუკა რასკიმ უფრო მეტი - 35 დარტყმა მოიგერია, მაგრამ მესამე პერიოდის მერვე წუთზე ვერაფერი მოუხერხა კოლორადოელი მილან ჰეიდუკის დარტყმას. რასკის, შესაძლოა, ამჯერადაც ეყოჩაღა, რომ არა რიკოშეტი - ჰეიდუკის დარტყმული "ბოსტონის" კაპიტან ზდენო ხარას მოხვდა.

საბოლოოდ, კოლორადომ 1:0 მოიგო და სეზონში პირველი გამარჯვება გაიფორმა.

ასევე პირველი გამარჯვება მოიპოვა "ნიუ ჯერსი დევილზმა". ამ გუნდმა ჩააგდო შარშანდელი ჩემპიონატი, რადგან პირველად 1996 წლის შემდეგ პლეი ოფის საგზური ვერ მოიპოვა. "ეშმაკებმა" ახალი სეზონიც ცუდად დაიწყეს - "მშრალი" ანგარიშით წააგეს სასტარტო მატჩი "ფილადელფიასთან", მაგრამ ამჯერად შეძლეს "კაროლინას" დამარცხება.

თუმცა ეს არ ყოფილა იოლი გამარჯვება. "დევილზმა" პირველი პერიოდი ზაკ პარიზეს გოლით მოიგო - მასპინძლების ერთ-ერთ ლიდერს ასისტენტობა პატრიკ ელიაშმა და პეტრ სიკორამ გაუწიეს.

მეორე პერიოდი კი სტუმრებს დარჩათ. მატჩის ამ ნაწილში იყო ოთხწუთიანი მონაკვეთი, რომელშიც სამი გოლი გავიდა. ჯერ "კაროლინამ" გაათანაბრა ანგარიში - გლისონმა და ალენმა კარგად გაითამაშეს შაიბა და ალექსეი პონიკაროვსკიმ ანგარიში გაათანაბრა.

მაგრამ არ გასულა 40 წამი და "ნიუ ჯერსი" კვლავ წინ გასვლას ზეიმობდა - რუსმა ილია კოვალჩუკმა მარკ ფეინს გაატანინა - 2:1 "დევილზის" სასარგებლოდ. ზუსტად სამ წუთში კი ისევ აღდგა თანაფარდობა - "კაროლინას" რიგებში სეზონში მეოთხე საგოლე პასი მიითვალა ახალგაზრდა ვარსკვლავმა ჯეფ სკინერმა - მისი ზუსტი გადაცემით ჩად ლა როუზმა გამოიჩინა თავი და ორი პერიოდის შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო - 2:2.

გადამწყვეტი სიტყვა "ნიუ ჯერსის" ვარსკვლავმა ილია კოვალჩუკმა თქვა. მესამე პერიოდის მეშვიდე წუთზე მან ჯოზეფსონისა და პალმიერის კომბინაცია დაასრულა ზუსტი დარტყმით, ბოლოს კი, როცა კაროლინამ მეკარე წინა ხაზის მეექვსე მოთამაშით შეცვალა, რუსმა ჰოკეისტმა ზაკ პარიზეს დუბლი შეასრულებინა - 4:2.

ახალგაზრდა ვარსკვლავებით დაკომპლექტებულმა "აილენდერსმა" შინ გაჭირვებით მოუგო "მინესოტას" და პირველი ორი ქულა ჩაიწერა აქტივში. ნიუიორკულმა კლუბმა მატჩის ბედი ფაქტობრივად პირველი პერიოდის ორწუთიან მონაკვეთში გადაწყვიტა. თავდაპირველად რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა ენდრიუ მაკდონალდმა, რომელმაც ტრევის ჰამონიკის დარტყმულს დაამარტა და "აილენდერსი" წინ გავიდა - 1:0. ორი წუთში კი ნიუიორკელთა კაპიტანმა მარკ შტრაიტმა გაატანინა ფრენს ნილსენს და მასპინძლებმა ორშაიბიანი უპირატესობა მიიღეს.

ამის შემდეგ "მინესოტა" ბევრს უტევდა, ხუთჯერ მიიღო რიცხობრივი უპირატესობა, აქედან ერთხელ ორი კაცით მეტი ჰყავდა მოედანზე, მაგრამ ბრწყინვალედ თამაშობდა "აილენდერსის" მეკარე ელ მონტოია.

ამ გოლკიპერს მხოლოდ ერთხელ მოუწია საკუთარი კარიდან შაიბის გამოტანა, როცა მინესოტელმა მეტ კულენმა დაარტყა ზუსტად. "აილენდერსმა" მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა სასურველი ანგარიში და ჩემპიონატში პირველი გამარჯვება იზეიმა, "მინესოტასთვის" კი ეს პირველი მარცხი იყო ახალ სეზონში.

ბოსტონი-კოლორადო 0:1

0:0, 0:0, 0:1

გოლები: 0:1 ჰეიდუკი-1 (ჰეიდა-1, დუშენი-1).

ნიუ ჯერსი-კაროლინა 4:2

1:0, 1:2, 2:0

გოლები: 1:0 პარიზე-1 (ელიაში-1, სიკორა-1), 1:1 პონიკაროვსკი-1 (გლისონი-2, ალენი-1), 2:1 ფეინი-1 (კოვალჩუკი-1, პალმიერი-1), 2:2 ლაროუზი-1 (სკინერი-4, ალენი-2), 3:2 კოვალჩუკი-1 (ჯოზეფსონი-1, პალმიერი-2), 4:2 პარიზე-2 (კოვალჩუკი-2, გრინი-1).

აილენდერსი-მინესოტა 2:1

2:0, 0:0, 0:1

გოლები: 1:0 ენდრიუ მაკდონალდი-1 (ჰამონიკი-1, პარენტო-1), 2:0 ნილსენი-1 (შტრაიტი-1, პარენტო-2), 2:1 კულენი-2 (ლატენდრესი-2, ბალმერი-1).

სენტ ლუისი-კალგარი 5:2

1:1, 2:1, 2:0

გოლები: 0:1 გლენკროსი-2 (ო. იოკინენი-1, სტემპნიაკი-1), 1:1 სტინი-1 (აარნოტი-1, დ'აგოსტინი-1), 2:1 შატენკირკი-1 (შატენკირკი-1, ენდი მაკდონალდი-1), 3:1 პიეტრანჯელო-1 (ბერგლუნდი-1, ოში-2), 3:2 იგინლა-1 (ჯორდანო-2, ტანგეი-2), 4:2 კ. სტიუარტი-1 (პიეტრანჯელო-1), 5:2 არნოტი-2 (ენდი მაკდონალდი-2).

დალასი-ფინიქსი 2:1 (ბ)

0:0, 0:0, 1:1, 0:0

გოლები: 0:1 ვრბატა-1 (ჰანჟალი-1, დოუნი-1), 1:1 ლ. ერიქსონი-1 (სურეი-3, ოტი-1).

ბულიტები გაიტანეს: ლ. ერიქსონი (დალასი), დოუნი (ფინიქსი), რიბეირო (დალასი).

კოლამბუსი-ვანკუვერი 2:3

1:1, 1:0, 0:2

გოლები: 1:0 ატკინსონი-1 (მაკენზი-1), 1:1 ჰიგინსი-1 (მალორტა-1, ჰანსენი-1), 2:1 პროსპალი-2 (ნეში-2, კლიტსომი-2), 2:2 ჰოჯსონი-1, 2:3 ბაროუზი-1 (დ. სედინი-2, ჰ. სედინი-3).

ვაშინგტონი-ტამპა ბეი 6:5 (ბ)

2:2, 1:1, 2:2, 0:0

გოლები: 0:1 პურსელი-1 (ჟერვე-1), 1:1 მ. იოჰანსონი-1 (ელზნერი-2), 1:2 ჟერვე-1 (მ-ა. ბერჟერონი-2, დაუნი-1), 2:2 ვიდემანი-1 (ჰალპერნი-1, მ. პერო-1), 2:3 მური-1 (შენონი-2, ქონოლი-1), 3:3 ბროუერი-1 (შულცი-1, მ. იოჰანსონი-1), 4:3 ჩიმერა-2 (ლეიჩი-1, ჯ. უორდი-2), 4:4 ტომპსონი-1 (ბ. კლარკი-1, მური-1), 4:5 ბ. კლარკი-1 (მელოუნი-2, პურსელი-2), 5:5 ჩიმერა-3.

ბულიტები გაიტანეს: სიომინი (ვაშინგტონი), ჰენდრიქსი (ვაშინგტონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ