ბოლოსწინა ადგილი ჩვეულია, იცვლება მხოლოდ "წადი, წადი"-ს ადრესატი და როგორც ჩანს, კიდევ ბევრჯერ შეიცვლება
მატჩის 65-ე წუთზე თემურ ქეცბაიამ ცვლილებათა ლიმიტი ამოწურა, ხუთიოდე წუთში კი მოხდა ის, რისი დიდი საფრთხეც ასეთ დროს ყოველთვის არსებობს - ჩვენმა ფეხბურთელმა, თანაც საუკეთესომ, ტრავმა მიიღო, თამაშის გაგრძელება ვეღარ შესძლო და მოედანზე ათნი დავრჩით.

მოვლენები ამ ეპიზოდამდეც ლოგიკურად ვითარდებოდა და სრულიად მოსალოდნელი იყო ამის შემდეგ მომხდარი ამბებიც - საბერძნეთის ნაკრებს გუშინ თავისი საუკეთესო შეხვედრა ნამდვილად არ ჩაუტარებია, მაგრამ იმდენი კლასი კი აღმოაჩნდა, ოცი წუთის განმავლობაში კაცნაკლულად დარჩენილი არცთუ მაღალი დონის მეტოქე გაეტეხა.

ასე დავკარგეთ ჯგუფში მეოთხე ადგილი და მხოლოდ მალტა ჩამოვიტოვეთ. მარცხს ჩვეულნი ვართ, ამ ციკლში დასახარჯი ემოციებიც უკვე დიდი ხნის წინ დავხარჯეთ, მაგრამ მაინც ძალიან გულდასაწყვეტია, რომ წავაგეთ მატჩი, რომელშიც 70-ე წუთამდე თამაშის სადავეები ხელთ გვეპყრა. თანაც, შეხვედრის ბედი თავდაყირა მეტოქემ კი არა, უპირველესად, თავად დავაყენეთ - ფეხბურთელთათვის კრიტიკა არასდროს დაგვიკლია, მაგრამ ამჯერად ყველაზე მეტი კითხვის ნიშანი ქეცბაიას მისამართით ჩნდება - რატომ გააკეთა მან ბოლო შეცვლა ასე ნაადრევად? შეცვლილთაგან დაზიანება მხოლოდ ჯაბა კანკავას ეტყობოდა, მოედანზე ათი კაცით დარჩენა კი ლიმიტის ამოწურვის შემდეგ სავსებით მოსალოდნელი შემთხვევაა და თუ გუნდი გამოუვალ სიტუაციაში არაა, მწვრთნელი ბოლო ცვლილებას ბოლო წუთებისთვის იტოვებს ხოლმე.

ვერ ვიხსენებთ, ბოლოს როდის დაესწრო ასე ცოტა მაყურებელი საქართველოს ეროვნული ნაკრების საშინაო მატჩს. ინტერნეტით ქართველ ქომაგთა მოსაზრებებს გავეცანით და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სტადიონზე მისვლისგან თავი ბევრმა სწორედ ბილეთის ფასის გამო შეიკავა. "მიხეილ მესხის" ტრიბუნები სანახევროდაც ვერ შეივსო და, მართალია, თამაშის სანახავად მისულ პუბლიკას გუნდის გასამხნევებლად ენერგია არ დაუზოგავს, მაგრამ ცარიელი სკამები მაინც უსიამოვნო სანახავი იყო.

სამაგიეროდ, დადებითი ემოციების მომგვრელი იყო ლევან კობიაშვილის დაჯილდოება. შეგახსენებთ, მან ეროვნულ ნაკრებში გუშინ მეასე მატჩი ჩაატარა და თამაშის დაწყებამდე მხურვალე აპლოდისმენტების თანხლებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ სპეციალური მედალი გადასცა.

ფერნანდუ სანტუშმა თავისი გუნდის სასტარტოში სამი ნომინალური თავდამსხმელი გაამწესა, მაგრამ ამან სტუმართათვის შედეგი მხოლოდ დავით თარგამაძის დაშავების შემდეგ გამოიღო; საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე სიახლე ვიხილეთ, საიდანაც ყველაზე ნიშანდობლივი ცენტრფორვარდის პოზიციაზე ლევან მჭედლიძის გამწესება იყო. ჩვენმა გუნდმა შეტევაში წინა მატჩებთან შედარებით მეტი ფხა კი გამოიჩინა, მაგრამ ნომინალურ ფორვარდებს ღირებული არაფერი შეუქმნიათ, სამაგიეროდ, უაღრესად სასარგებლო და კრეატიული იყო თარგამაძე, რომელსაც თამამად შეგვიძლია, აწ გასრულებულ შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების აღმოჩენა და ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წერტილი ვუწოდოთ.

თარგამაძე ქებას მხოლოდ გოლის გამო არ იმსახურებს, მაგრამ ნაკრების მაისურით გატანილი პირველი ბურთი მართლაც საუცხოო გამოუვიდა - მე-19 წუთზე აუტის ხაზის სიახლოვეს დანიშნული საჯარიმო პირდაპირ ბერძენთა კარში ჩაახვია და სტუმართა მეკარე და მცველები სახტად დატოვა - 1:0.

ბერძნები შედარებით გააქტიურდნენ, მაგრამ თამაშის სცენარს მაინც ქართველები აკონტროლებდნენ. შესვენებამდე ორჯერ იყოჩაღა ნუკრი რევიშვილმა, რომელმაც კოსტას კაცურანისისა და ლუკას ვინტრას დარტყმები მოიგერია.

პირველი ტაიმის ბოლოს კანკავა შესაცვლელი გახდა და მოედანზე, როგორც შემდგომ გაირკვა, არაეფექტიანი გადანაცვლებები მოხდა - კანკავას მაგივრად შესულმა უჩა ლობჟანიძემ ადგილი ჩვეულ პოზიციაზე, დაცვის მარჯვენა ფლანგზე დაიკავა, გურამ კაშიამ კი ნახევარდაცვაში აიწია.

70-ე წუთამდე მოვლენები დამაიმედებლად, კვლავ ჩვენი კარნახით ვითარდებოდა, საბერძნეთი, ერთი შეხედვით, უშანსოდ იყო, ქართველები ყრუ დაცვაში არ ისხდნენ და მეტოქეს მისსავე ნახევარზე ავიწროვებდნენ, მაგრამ...

70-ე წუთიდან საქმეები შავად წაგვივიდა - თარგამაძის დაკარგვის შემდეგ საქართველოს ნაკრების ლიდერობა ვერავინ იკისრა, ბერძნებმა მოედანზე გამოთავისუფლებული სივრცეები უმალ აითვისეს, დანარჩენი კი უკვე ტექნიკის საქმე იყო: ჯერ გიორგიოს ფოტაკისის შორეული გასროლილი ალექსანდრე ამისულაშვილთან შეხების შემდეგ აღმოჩნდა რევიშვილის კარში, შემდეგ კი ანგელოს ხარისტეასმა დაამტკიცა, რომ მისი ოსტატობა წლებს არ გაუქრია და ნაკრებში ტყუილად არ დაუბრუნებიათ - ევროპის კიდევე ერთი ჩემპიონის, კოსტას კაცურანისის პასის შემდეგ ბურთი ბადეში ერთი შეხედვით გაახვია.

რაც ამის შემდეგ მოხდა, ჩვენთვის ისიც ჩვეულია - ხალხმა ნაკრებს ზურგი შეაქცია და გასასვლელისკენ ნაადრევად დაიძრა, დარჩენილებმა კი "წადი, წადი" იძახეს.

ჩვენთვის ბოლოსწინა ადგილიც ჩვეულია, იცვლება მხოლოდ "წადი, წადი"-ს ადრესატები და საქმეს ისეთი პირი უჩანს, კიდევ ბევრჯერ შეიცვლება.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. ბოლო ტური

F ჯგუფი

11.10. თბილისი. მ. მესხი. 9 000 მაყურებელი

საქართველო-საბერძნეთი 1:2

1:0 თარგამაძე (19), 1:0 ფოტაკისი (79), 1:2 ხარისტეასი (85, კაცურანისის პასით)

საქართველო საბერძნეთი

4-2-3-1 4-3-3

რევიშვილი ცორვასი

გ. კაშია ვინტრა

ხიზანიშვილი ციოლისი

ამისულაშვილი პაპასტატოპულოსი

კალაძე ციოლისი

კანკავა პაპადოპულოსი

კობიაშვილი კაცურანისი

თარგამაძე კარაგუნისი

გრიგალაშვილი სალპინგიდისი

მარცვალაძე ხარისტეასი

მჭედლიძე გეკასი

მწვრთნელი მწვრთნელი

თ. ქეცბაია ფ. სანტუში

საქართველო

42. კანკავა - ლობჟანიძე

51. გრიგალაშვილი - იაშვილი

65. მჭედლიძე - გურული

სათადარიგოები: რ. კვასხვაძე, ხუბუტია, გრიგალავა, დვალიშვილი

საბერძნეთი

56. ციოლისი - ფოტაკისი

68. სალპინგიდისი - ათანასიადისი

90. გეკასი - კონე

სათადარიგოები: ხიოტისი, პეცოსი, მალეცასი, მაკოსი

გაფრთხილება: კანკავა (16), მჭედლიძე (22), სპიროპულოსი (43), თარგამაძე (61), ათანასიადისი (74)

არბიტრი: დ. ორსატო (იტალია)

მალტა-ისრაელი 0:2

მალტა (4-4-2): ა. ჰოგი - ჯ. კარუანა (82. ბორგი), მამო, შკიბერასი, ა. აგიუსი - რ. ფენეჩი (64. ჰერერა), ბრიფა, პ. ფენეჩი, ვუდსი (81. კ. კარუანა) - ჰატჩისონი, მიფსუდი.

ისრაელი (4-4-2): ავატე - ბონდარვი (57. ვერმაუტი), ბიტონი, ტავატა, გერშონი - გოლასა, ნატხო, ბუზაგლო, რაფაელოვი (49. კოენი) - ჰემედი, საჰარი (78. ბენ-ჰაიმი).

გოლები: 0:1 რაფაელოვი (11), 0:2 გერშონი (93)

მაყურებელი: 2 160

ხორვატია-ლატვია 2:0

ხორვატია (4-4-2): პლეტიკოშა - ჩორლუკა (32. ვიდა), ლოვრენი, შიმუნიჩი, სტრინიჩი - სრნა, რაკიტიჩი, მოდრიჩი, კრანჩარი (60. პერიშიჩი) - ედუარდო, მანძუკიჩი (84. იელავიჩი).

ლატვია (4-4-1-1): ვანინსი - კლავა, ივანოვსი, გორკსი, მიჰადიუკსი - პერეპლოტკინსი (72. გაურაკსი), რუგინსი (81. ტარასოვსი), ლაიზანსი, ვიშნიაკოვსი (88. რუბინსი) - ცაუნია - რუდნევსი.

გოლები: 1:0 ედუარდო (66), 2:0 მანძუკიჩი (72)

მაყურებელი: 15 000

თ მ ფ წ ბ ქ

1. საბერძნეთი 10 7 3 0 14-5 24

2. ხორვატია 10 7 1 2 18-7 21

3. ისრაელი 10 5 1 4 13-11 16

4. ლატვია 10 3 2 5 9-12 11

5. საქართველო 10 2 4 4 7-9 10

6. მალტა 10 0 1 9 4-21 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zviadi
ხალხო საქართველოს ნაკრებმა ერთადერთხელ დაასრულა ქვეჯგუფში თამაშები მესამე ადგილზე. როცა ყიფიანი და ძოძუაშვილი წვრთნიდა. მაშინ მიხიჩა მეორე ნომრად იყო და ბოლომდე ქვეჯგუფიში თამაშების ჩატარებაც არ აცალეს. ავტორს მადლობა ასეთი სტატიისათვის მგონი აზრზე მოდიხართ ჟურნალისტებო. ყველამ ერთად მოვითხოვოთ რომ დანიშნონ ნაკრების მწვრთნელად ამ მაფიოზა ნაძირლებმა რევაზ ძოძუაშვილი. მეტი დასაბუთება რაღა უნდა მოვიყვანო?
goga abesadze
ucnobi--- მაშინ მოდი ასე გეტყვი,ამ თამაშში მართლა იყო და არც ვმალავ ჩემი აზრითრაგაცა შEცდომები მწვრთნელისგან დაშვებული,მაგრამ ის რო ნაკრების წარუმატებლობას ქეცბაიას აბრალებს ეს ხალხი ეს ნამდვილი უსინდისობაა,დარწმუნებული ვარ ყველა ის ადამიანი რომელიც ახლა მიხიჩას და არვალაძეს მოითხოვს გაამელბით,ასეთივე ომახიანად მოითხოვდნენ თავის დროზე ქეცბას და ამ კაცს მოგალატეს ეძახიან მხოლოდ იმიტო რო ხელი ჩამოართვა და მიულოცა საბერძნეთის მწვრთნელს არაადა ჩემი შეხედულებით ქეცბა კი არა თვითონ ასეთი ხალხი არის მოგალატე რომელიც გაჭირვებისას გვერძე გადგება და იმის მაგივრად რო გვერდში ამოუდგეს კაცს ლანძღავს და აინებს,ეს ერთი და მერე მეორე რა მინდა გკიტხოო იციი 4 ტურის წინ მაინტერესებს კმაყოფილი იყავი თუ არაა შენ თვითონ ქეცბაიას მუშაობით და ნაკრების შედეგებით შესარჩევ ჯგუფში?
უძლევი
თუ ვინმეს ჰგონია რომ თემურ ქეცბაიაში არის საქართველოს ნაკრების წარუმატებლობის მიზეზი, მაშინ გულუბრყვილო არის ის! ქეცბაია და ნებისმიერი სხვა მწვრთნელი განწირულია საქართველოს ნაკრების პოსტზე დღეს. ქეცბას წარმატებებს ვუსურვებ, მიუხედავად იმისა რომ არ ვეთანხმები მას იმაში რომ ეს შესარჩევი წარმატებულად მიაჩნია.
koba
შეეშვით ქეცბაიას.ვინც არ უნდა მოვიდეს ნაკრების მწვრთნელად მეტი უკეთესი შედეგი არც იმას ექნება ასე რომ ვაცალოთ ბატონო.
lazi
ქეცბაია წაადიიი და სასწრაფოდ "მიხიჩა" ან "არველაძე"-ამ მოწოდების ყველა ავტორის დევიზი ესაა და ნაკრები.მიდი ქეცბა, ესენი სულ ასე იყვირებენ,"მიხიჩას","არველაძის" თუ ვიღაც ჯიბილოს დანიშვნის შემდეგაც.
Rezo_82
თარგამაძეზე რა ისმის? ხო არ იცით ვინმემ?
Jigaro
ლატვიას,ესტონეთს,სომხეთს,ჩერნგორიას,სლოვენიას და ბევრ მსგავს ნაკრებს უკეთესი არცჰევანი აქვს ჩვენზე უკეთეს შედეგებს რომ აჩვენებენ?Nამუსი იქონიე ქეცბაია და შენი კვიპროსული აკადემიის ნაკრებს ჩაუდექი სათავეში.ეროვნულ ნაკრებს კი როგორმე უშენოდ მიხედავენ და არჩევანსაც იპოვნიან.ნუ აგინებინებ ხალხს თავს კიდევ ოთხ წელიწადს.მთლად ნუ შეაჯავრებ ფეხბურთს.
ucnobi
გოგა აბესაძეს რა ვქნათ ხმა აგარ ამოვიღოთ მალტას რომ ვერ მოვუგებთ და ფარჩაკი საბერძნეთის დასაცინი რომ გახდება ქართული ფეხბურთი? იქნებ აგვიხსანა სად დაინახე რომ საქართველოს ნაკრებს მწვრთნელი ყავდა გუშინდელ თამაშშო?
Boris Kvikvinia
ჩემის აზრით ნაკრების წევრთა უმრავლესობა ფიზმომზადებაში მოიკოჭლებს.რა ვქნათ ვიქონიოთ იმედი რომ ნაკრები ბოლოს და ბოლოს შედგება.
dato
თქვენი ბინძური ენები შორს ქეცბაიასგან. მიდი ქეცბაია არ მოუსმინო ცარიელ სკამებს. ვინც იცის 2 წლის წინანდელი შედეგები და შედარების უნარ შეზღუდული არაა (აქ ზოგზოგიერთებივით) იმათ უსმინე.
goga abesadze
ეეჰ რაა სამწუხაროა რომ ქართულ ფეხბურთს ასეთი გულშემატკივრები ჰყავს,ქეცბაიაა აზრზე არ არისო ხალხი იძახის რომელიც დარცმუნებული ვარ 4 ტურის წინ ამ კაცის სასწაუკლ შედეგებზე ლაპარაკობდა ნაკრებში და ახლა თურმე ქეცბაია არის მოღალატე და ხალხი რომელიც აქამდე ქეცბაიას კმაყოფილი იყო და ახლა როცა ყველაზე მეტად სწორედ ქეცბაიას და საქარტველოს ნაკრებს უჭირს ესენი არიან მართლები?არა მგონია რომელიმე ფეხბურთელზე მეტად გინდოდეთ ნებისმიერ გულშემატკივარს გამარჯვება მაგრამ რაც შეგვიძლია ესაა,ვერავინ იტყვის რო ბიჭებმა ბოლომდე არ იბრძოლეს და თავი არ შეაკლესო,უბრალოდ ერთს ვიტყვი რა ჩემთვის რა თქმა უნდა კარგიაა როცა ძლიერი ნაკრები გვეყოლება და ბევრად მაგარ ფეხბურთს ვითამაშებთ,მაგრამ სანამ საქართველოში კიდევიქნებიან ისეთი გულშემატკივრები რომლებიც,კარგად თამაშისას ტაშს დაუკრავენ და სჰეცდომებისას გინებას არ დააკლებენ ადამიენბს გვერდში ამოდგომის ნაცვლად ვინც გინდა იყოს მწვრთნელი ქართულ ფეხბურთს მაინც არაფერი ეშველება და ამ შემთხევაში ჩემთვის მკვდრები სწორედ ესეთი გულშემატკივრები არიან და არა ის ფეხბურთი რასაც საქართველოს ნაკრები თამაშობს,მე მჯერა ქეცბაიასი და მჯერა იმ ბიჭების რომლებიც საქართველოს სახელს იცავენ!ხალხს ღალატი ის გონია რო გამაჯვებულს მიხვალ და მიულოცავ გულიით და გამყიდველობა ჩემი ზრით ის არის ცჰვენ ბიჭებს და მწვრთნელს ასე რომ ლანძღავთ და აგინებთ!!!
სანდრო777
shegircxvat namusi, imis tr..i mainc ar dagchat rom tkvat chavagdet tamashi cikli da bodishi moixadot isedac gamwarebuli xalxis gamwarebas, mere motrialdebian mavanni da daweren raxac sisuleleebs turme kecbaias ra bralia an pederacia yvelapers aketebs, me kecbaiaze mwydeba guli pulshi rom gacvala sindisi da kacoba, tore imati ............
dato
გაანებეთ ქეცბაიას თავი!!!! ქეცბაია ჯადოქარია არ არის და 3 ქულას ვერ გაგვიჩენს. რა დაბალი დონეც არის საქართველოს ჩემპიონატში, რა დაბალი დონის ჩემპიონატებში და გუნდებში თამაშობენ, იმაზე უკეთესი შედეგი აჩვენა ნაკრებმა.
roma
ბ-ნო ჟურნალისტებო,ძალიან გთხოვთ ახლა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, იყავით სერიოზულები და სამართლიანები. არ ვაპატიოთ ამ არაფრის მცოდნე კაცს ჩვენი დაცინვა, თუ დროზე არ ეშველა ჩვენს ნაკრებს შემდგომში გვიან იქნება. ქეცბაია გუნდის ამშენებელი არ არის და ეს თქვენ სხვებზე უკეთ იცით. უფრო მეტიც, ეს კაცი საერთოდ ფეხბურთის აზრზე არ არის. ამიტომ ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, რაც მალე გაუშვებთ ქეცბაია მით უკეთესი იქნება ქართული ფეხბურთისთვის.
misha
ქეცბაიას არ რცხვენია ნეტავ?
zviadi
ხალხო გუშინ კომენტატორს წამოცდა კითხვებს ვსვავ და არავინ პასუხს არ გვაძლევსო ეგენი ჭამენ და ხრავენ ყველაფერს და ჩვენ ფეხებზე გვიკიდებენ პასუხის გაცემასაც არ კადრულობენ კითხვაზე. ვაბშე დავიკიდოთ მაგათი ფეხბურთი და საერთოდ არ მივიდეს სტადიონზე გულშემატკივარი. მერე იძულებულნი იქნებიან აზრზე მოვიდნენ.
zviadi
შენ უნამუსო ყოფილხარ. მაფიოზა და გამყიდველი. ხალხო მოსაგებად გასული მწვრთნელი რომ 70 წუთზე დაასრულებს შეცვლებს საბერძნეთთან, თანაც მოტივირებულთან და იმას ვერ გათვლის რომ შეიძლება ფეხბურთელი დაემტვრეს ან ბოლოს დრო მაინც გაიყვანოს და 20 წუთი 10 ფეხბურთელით ითამაშებს, ასეთი მწვრთნელი ან გამყიდველია ან ფეხბურთის აზრზე არ არის. ორი ცვლილება იძულებითი იყოო, კარგი და მესამე მაინც შემოენახა ბოლოსთვის. თუ დააკვირდით ბერძნების მწვრთნელს როგორ ჩაეხუტა. დანიშნეთ მიხიჩა ნაკრების მწვრთნელად თქვე მაფიოზა ნაძირლებოოოოოო!
Aleqsa
ავტორ შენ თვითონ გჯერა რაც დაწერე? თუ გვეკაიფები? "70-ე წუთამდე მოვლენები დამაიმედებლად, კვლავ ჩვენი კარნახით ვითარდებოდა, საბერძნეთი, ერთი შეხედვით, უშანსოდ იყო, ქართველები ყრუ დაცვაში არ ისხდნენ და მეტოქეს მისსავე ნახევარზე ავიწროვებდნენ"
ramo
აუ ტრენერი ხო აზრზე არ არის და ჟურნალისტებიც ტყემალზე სხედან. თურმე თამაშის სადავეები ხელში გვეპყრა 70 წუთამდე. რასაც უნდა იმას რომ აკეთებდნენ ბერძნები ეს არ ითვლება. სიაფანდი გოლი რომ გავიტანეთ ამასაც წაუყრუეს. მოკლედ ამათ რომ კითხო მაგრები ვართ, უბრალოდ არ ბედი არ გვაქვს.
ლაშა
ინტერნეტში თუ გულშემატკივრების რეაქციას გაეცანით ბატონო ავტორო, ფასის გარდა სხვა რამეც უნდა შეგემჩნიათ - მაყურებელი პროტესტის ნიშნად არ წავიდა მატჩზე, თორემ ფასი არც მანამდე იყო ამაზე იაფი!!! მოგვბეზრდა მკვდრების ბოდიალის ყურება!!!!!!
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ