"პეჩიდან" სხვა უნგრულ გუნდში, სზტკ-ენიმაში განათხოვრებული 19 წლის მარცხენა მცველი იანვარში კლუბს შეიცვლის
ირაკლი კვეკვესკირი აფხაზეთში დაბადებული 19 წლის ფეხბურთელია. ომის შემდეგ მისი ოჯახი მოსკოვში დასახლდა, თავად კი, როგორც ფეხბურთელი, მოსკოვის "დინამოში" გაიზარდა და ამ გუნდის დუბლშემადგენლობაშიც ხვდებოდა, მაგრამ მერე "კრასნოდარში" გადავიდა, საიდანაც უნგრეთში აღმოჩნდა - პირველი ლიგის "პეჩში" ჩაირიცხა.

სწორედ ამ კლუბიდან მიიწვია ოთარ გაბელიამ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში და ავსტრიის საერთაშორისო ტურნირზე თავის გამოჩენის შანსი მისცა.

მას შემდეგ 19 წლის მარცხენა მცველზე ბევრი არაფერი გვსმენოდა, გუშინ კი დავუკავშირდით და შევიტყვეთ, რომ ახლახან "პეჩიდან" სხვა უნგრულ კლუბში, სზტკ-ენიმაში გაანათხოვრეს.

"კლუბიდან წამოსვლა არც მიფიქრია, რომ არა მთავარ მწვრთნელთან კონფლიქტი. იძულებული გავხდი, სხვა კლუბში გადავსულიყავი, მაგრამ ეს დროებითი ამბავია, ენიმაში ზამთრამდე გამანათხოვრეს, მერე კი "პეჩში" დავბრუნდები, თუმცა არა მგონია, იქ გავჩერდე. ვფიქრობ, იანვარში კლუბს შევიცვლი, რადგან არის რამდენიმე წინადადება და მენეჯერი მოლაპარაკებას აწარმოებს", - გვითხრა კვეკვესკირმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა