ნორვეგიის მეორე დივიზიონის კლუბ "სანდეფიორდის" მეკარეები გუნდის მორიგ ვარჯიშზე შიშვლები გამოცხადდნენ
ნორვეგიის მეორე დივიზიონის კლუბ "სანდეფიორდის" მეკარეები - მარიუს ბერნტზენი და სტაინ ანტონსენი გუნდის მორიგ ვარჯიშზე შიშვლები გამოცხადდნენ!

მეტიც, ვარჯიშის ამსახველი ფოტოები ინტერნეტშიც გამოქვეყნდა. თუმცა, იმდღევანდელ საწვრთნელ პროცესს "ვარჯიში" ძნელად თუ ეთქმოდა - მეკარეთა თანაგუნდელები, ძირითადად, ბერნტზენის და ანტონსენის მისამართით დამცინავი ფრაზების სროლით იყვნენ დაკავებული.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, მეკარეებს სანაძლეო ჰქონდათ წაგებული და სავარჯიშოდ დედიშობილები სწორედ ამიტომ "მიტანტალდნენ".

აღნიშნულმა ფაქტმა დიდი ინტერესი გამოიწვია არა მხოლოდ ნორვეგიის, არამედ ინგლისის, გერმანიის, ესპანეთისა და საფრანგეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და მთავარი კითხვა, რომელიც მასმედიას გაუჩნდა, ასეთი იყო: რა საჭირო იყო კლუბის ვებგვერდზე ფოტოების განთავსება?!

რატი შელეგია

"ყველა სიახლე"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა