ლევან კობიაშვილი და ევროპული ელიტა: ლოთარ მათეუსი, ზინედინ ზიდანი, ლუიშ ფიგუ, პაოლო მალდინი და სხვა
გუშინ, ვაკეში ლევან კობიაშვილმა, რომელიც წინა დღით 34 წლის გახდა, უეფასგან სპეციალური პრიზი მიიღო სანაკრებო კარიერაში 100 მატჩში მონაწილეობისთვის. თუმცა ჩვენი ვეტერანი ერთადერთი არ ყოფილა, რომელიც ამ დღეს ევროპული ფეხბურთის მამებმა დააჯილდოვეს.

მანამ, სანამ იტალიის ნაკრებს ჩრდილოეთ ირლანდიელთა 3:0 ძლევაში დაეხმარებოდა, ჯანლუიჯი ბუფონმა წარსულის ვარსკვლავებთან, დინო ძოფთან, პაოლო მალდინისთან და ფაბიო კანავაროსთან ერთად უეფასგან სპეციალური პრიზი მიიღო ნაკრებში ასი და მეტი მატჩის თამაშისთვის. "ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს გოთას ალმანახში მოვხვდი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ზღვარს მივაღწიე და ჯერ კიდევ ნაკრების წევრი ვარ". მალდინიმ კი დაამატა: "ამ ოთხეულში ერთადერთი ვარ, ვისაც მსოფლიოს თასი არ მოუგია, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ამ ადამიანებთან ერთად ვშრომობდი იტალიის ნაკრებისთვის".

კანავარომ კი აღნიშნა, რომ მოხარული იქნება, რომ მალე ამ საპატიო ზღვარს ჯანლუკა ძამბროტაც გადალახავს: "ის ჯერ ახალგაზრდაა, სულ რაღაც 33 წლისაა. მე მაგ ასაკში "ოქროს ბურთი" მოვიგე, ძამბროტას სულ 2 მატჩი აშორებს მიზანს".

დინო ძოფი ერთადერთი იტალიელია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატიც აქვს მოგებული და მსოფლიოც. ასეთი კი გერმანიის ნაკრების 6 დაჯილდოვებული ყოფილი წევრიდან სამი იყო. უეფამ ისინი ბელგიასთან 3:1 მოგების წინ დააფასა. ესენია: ლოთარ მათეუსი, იურგენ კოლერი და თომას ჰესლერი.

მათეუსმა თქვა: "ძალიან კარგია, რომ ახლა ყურადღების ცენტრში მოექცნენ ის ფეხბურთელები, რომელთაც ბევრი გაუკეთებიათ ნაკრებისთვის, მაგრამ ახლა ჩრდილში არიან". დაჯილდოვებულთა შორის იყო იოახიმ შტრაიხიც, ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი თამაში ითამაშა და ყველაზე მეტი გოლიც გაიტანა... გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით: "ეს რაღაც დიდი ფანტასტიკაა, როცა ისეთი ფეხბურთელების სიაში მოხვდები, როგორიც ზიდანი, რაული, ლაუდრუპი, ფიგუ და შევჩენკოა. რომ აღარაფერი ვთქვა ჩვენ ლეგენდარულ ფეხბურთელებზე", - განაცხადა მან.

იგივე პრიზი მიიღო ოთხმა მალტელმა: ჯილბერტ აგიუსმა, დავიდ კარაბოტმა, კარმელ ბუზუტილმა და ჯო ბრინკატმა. დააჯილდოვეს რუსი ვიქტორ ონოპკო, შვეიცარიელმა შტეფან შაპუიზამ, ნორვეგიელებმა ჰენინგ ბერგმა და იონ არნე რიისემ. ამ უკანასკნელს ჯერ 100 თამაში არც უთამაშია (კვიპორსთან დაპირისპირება მის სანაკრებო კარიერაში 99-ე იყო): "ბედნიერი ვარ ასეთი დაფასებისთვის, მე ევრო 2016-მდე ვაპირებ თამაშს. ასე რომ, 100-იან ზღვარს აუცილებლად მივაღწევ და, ვიმედოვნებ, ნორვეგიულ რეკორდსაც დავამყარებ".

რიისე რომ რეკორდზე ლაპარაკობდა, ის ტორბიორნ სვენსენს ეკუთვნის, რომელმაც ნორვეგიის ნაკრებში 104 მატჩი ითამაშა (აქედან 93 კაპიტნის რანგში). ყოფილი ცენტრალური მცველი წლის დასაწყისში გარდაიცვალა, უეფას პრიზი კი მისმა ოჯახმა ჩაიბარა.

უეფა ახლა ამას ტრადიციად აქცევს და ყოველი ფეხბურთელი, რომელიც მე-100 მატჩს ითამაშებს ნაკრებში, სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება.

უეფას 100-იანთა კლუბში 109 ფეხბურთელია. მათმა ნაწილმა სამშაბათს მიიღო პრიზი, სხვები ნოემბრის ამხანაგურ მატჩებისას დაჯილდოვდებიან.

სრული სია

სომხეთი: სარგის ჰოვსეპიანი.

ავსტრია: ანდრეას ჰერცოგი.

ბულგარეთი: ბორისლავ მიხაილოვი, სტილიან პეტროვი.

ხორვატია: დარიო შიმიჩი.

კვიპროსი: იანის ოკასი.

ჩეხეთი: კარელ პობორსკი.

დანია: პეტერ შმეიხელი, იონ დალ ტომასონი, დენის რომედალი, ტომას ჰელვეგი, მიქაელ ლაუდრუპი, მორტენ ოლსენი, მარტინ იორგენსენი.

ინგლისი: პიტერ შილტონი, დევიდ ბექჰემი, ბობი მური, სერ ბობი ჩარლტონი, ბილი რაითი.

ესტონეთი: მარტინ რეიმი, მარკო კრისტალი, მარტ პოომი, ანდრეს ოპერი, კრისტენ ვიიკმაე, რაიო პიროია, ინდრეკ ზელინსკი.

ფინეთი: იარი ლიტმანენი, სამი ჰიიპია, იონათან იოჰანსონი, არი ჰიელმი.

საფრანგეთი: ლილიან ტურამი, ტიერი ანრი, მარსელ დესაი, ზინედინ ზიდანი, პატრიკ ვიეირა, დიდიე დეშამი.

მაკედონია: გოცე სედლოსკი.

საქართველო: ლევან კობიაშვილი.

გერმანია: ლოთარ მათეუსი, მიროსლავ კლოზე, იურგენ კლინსმანი, იურგენ კოლერი, ფრანც ბეკენბაუერი, იოახიმ შტრაიხი, თომას ჰესლერი, ულფ კირსტენი, ჰანს-იურგენ დიორნერი.

საბერძნეთი: თეოდოროს ზაგორაკისი, გიორგიოს კარაგუნისი, ანგელოს ბასინასი.

უნგრეთი: იოჟეფ ბოჟიკი.

ისლანდია: რუნარ კრისტინსონი.

იტალია: ფაბიო კანავარო, პაოლო მალდინი, დინო ძოფი, ჯანლუიჯი ბუფონი.

ლატვია: ვიტალის ასტაფიევსი, ანდრეის რუბინსი, იურის ლაიზანსი, იმანტს ბლეიდელისი, მიჰაილ ზემლინსკისი, იგორს სპეპანოვსი.

ლიხტენშტაინი: მარკო ფრიკი.

მალტა: ჯილბერტ აგიუსი, დავიდ კარაბოტი, კარმელ ბუზუტილი, ჯო ბრინკატი.

ჰოლანდია: ედვინ ვან დერ სარი, ფრანკ დე ბური, ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი, ფილიპ კოკუ.

ჩრდილო ირლანდია: პეტ ჯენინგსი.

ნორვეგია: ტორბიორნ სვენსენი, ჰენინგ ბერგი.

პოლონეთი: მიხალ ჟევლიაკოვი, გრჟეგორჟ ლატო.

პორტუგალია: ლუიშ ფიგუ, ფერნანდო კოუტუ.

ირლანდია: შეი გივენი, კევინ კილბეინი, რობი კინი, სტივ სტაუნტონი.

რუმინეთი: დორინელ მუნტეანუ, გეორგე ჰაჯი, გეორგე პოპესკუ, ლასლო ბოლონი.

რუსეთი: ვიქტორ ონოპკო.

შოტლანდია: კენი დალგლიში.

სერბეთი: სავო მილოშევიჩი, დეიან სტანკოვიჩი.

სლოვაკეთი: მიროსლავ კაჰრანი.

ესპანეთი: ანდონი სუბისარეტა, იკერ კასილიასი, რაულ გონსალესი, ჩავი ერნანდესი.

შვედეთი: თომას რაველი, როლანდ ნილსონი, ბიორნ ნორდკვისტი, ანდერს სვენსონი, ნიკლას ალექსანდერსონი, ჰენრიკ ლარსონი, ოლოფ მელბერგი.

შვეიცარია: ჰაინც ჰერმანი, ალან გაიგერი, შტეფან შაპუიზა.

თურქეთი: რუშთუ რეჯბერი, ჰაქან შუქური, ბიულენთ კორკმაზი.

უკრაინა: ოლეგ ბლოხინი, ანატოლი ტიმოშჩუკი, ანდრი შევჩენკო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს