ესპანელთა თავკაცმა კონკურენტებად ინგლისი, გერმანია, იტალია და საფრანგეთი დაასახელა, ჰოლანდია კი გამორჩა
8 თამაში და ქულათა მაქსიმუმი, დავიდ სილვას დუბლი, დავიდ ვილიას 50-ე გოლი "როხას" მაისურით და ისევ და ისევ იმედგაცრუებული შოტლანდიელები - ასეთია ალიკანტეში გამართული მატჩის მთავარი აქცენტები, თავად თამაში კი ვისენტე დელ ბოსკეს გუნდის მორიგი გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.

კარგად გვესმის შოტლანდიის ნაკრების გულშემატკივრების, ძალიან ძნელი გადასატანია მუდამ ასე ახლოს იყო მიზანთან და ყოველთვის მცირე გაკლდებოდის იქამდე. დელ ბოსკემ რამდენიმე სიახლე შეიტანა შემადგენლობაში: კარი ამჯერად "ბარსას" გოლკიპერ ვიქტორ ვალდესს ანდო. დაცვის მარცხენა ფლანგზე დებიუტი ჰქონდა ვალენსიელ ხორდი ალბას, სანტი კასორლა სასტარტოში მოხვდა, ხოლო შეტევაში ფერნანდო ტორესის ადგილი აღარ დარჩა.

ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა ჩვეულ სტილში დაიწყო - ბურთის ტოტალური კონტროლით, რომელმაც უკვე მე-5 წუთზე მოიტანა შედეგი: დავიდ ვილიამ ხორდი ალბა მოძებნა, დებიუტანტმა დავიდ სილვას დაუგორა და "სიტის" ლეგიონერმაც ახლო კუთხეში გაუტანა ალან მაკგრეგორს. მე-40 წუთზე მაკგრეგორის სასწაული რეაქცია რომ არა სანტი კასორლაც გაიტანდა, მაგრამ სამ წუთში სკოტთა კარი მაინც აიღეს - სილვამ ბურთი მარჯვენა ფლანგზე მიიღო, მარცხნივ შეიწია, პედროსთან კედელი გაითამაშა და მცველ ბერას ფეხებს შორის გაუძვრინა - მაკგრეგორს უშანსოდ იყო.

54-ე წუთზე "ელ გუახემ" საერთაშორისო კატეგორიაში 50-ე გოლი გაიტანა. კომბინაციაში მონაწილეობა კასორლამ, პედრომ და სილვამ მიიღეს. სტუმართა ერთადერთი გოლი ასე გავიდა - ვალდესმა საჯარიმოში შეჭრილი კრეიგ მეკეილ-სმითი მოცელა და დევიდ გუდვილმაც პენალტი გამოიყენა - 3:1.

თქმა არ უნდა, ამ შეხვედრაშიც (როგორც პრაღაში) ესპანელთა საუკეთესო ფეხბურთელი დავიდ სილვა იყო. "მანჩესტერ სიტის" ვარსკვლავი უბრალოდ ტოპ-ფორმაშია. კარგად ითამაშეს ვილიამ, ჩავიმ, კასორლამ და დებიუტანტმა ალბამაც.

"ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი თამაშით და ვფიქრობ, მომავალშიც ასე გავაგრძელო. ფეხბურთელი ვარ და ჩემი მოვალეობა სწორედ ესაა. ჩვენ შესარჩევი კამპანია ბრწყინვალე შედეგით დავასრულეთ", - განაცხადა 25 წლის დავიდ სილვამ.

ვისენტე დელ ბოსკეს კი უკვე ფინალურ ეტაპზე ეკითხებიან - "ევრო 2012-ის მოგება? ძნელი იქნება. ჩვენ ძალიან ძლიერი კონკურენტები გვეყოლება ინგლისი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი... მოკლედ, იმავეს გამეორება გაგვიჭირდება", - თქვა 60 წლის სპეციალისტმა, რომელსაც ჩამონათვალში, რატომღაც, ჰოლანდიის ნაკრები გამორჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა