"მილანის" ცოცხალმა ლეგენდამ "გაძეტა დელო სპორტთან" გუნდის გარკვეულ პრობლემებზე ისაუბრა
"მილანმა" სეზონი მძიმედ დაიწყო, რაზეც სერია A-ს განვლილ ხუთ ტურში მოგროვებული ამდენივე ქულა მეტყველებს. შედეგად, მასიმილიანო ალეგრის გუნდი მხოლოდ და მხოლოდ მე-15 ადგილზეა სატურნირო ცხრილში და ისეთ გუნდებს ემეზობლება, როგორებიც "სიენა" და "ატალანტა" არიან.

თუმცა, რომ არა დაკლებული ექვსი ქულა, ბერგამოული გუნდი დღეს გაცილებით მაღლა იქნებოდა. მოკლედ, "მილანს" გარკვეული პრობლემები აქვს და ამის შესახებ "გაძეტა დელო სპორტთან" გუნდის ყოფილმა ვარსკვლავმა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, ცოცხალმა ლეგენდამ რუუდ გულიტმა ისაუბრა:

"ალეგრის ძლიერი გუნდი ჰყავს, მაგრამ არა იმდენად, რომ ვთქვათ "ბარსელონას" ტოლსწორად ეპაექროს. მართალია, ჩემპიონთა ლიგაზე ამ გუნდების შეხვედრა ფრედ დასრულდა, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინისნოს, რომ იმ თამაშში მილანელებს გაუმართლათ.

რა აკლია "როსონერის'? - რა და სისწრაფე, ბურთი უფრო სწრაფად უნდა გადადიოდეს დაცვიდან შეტევაში, რაც იერიშებს გაცილებით უფრო მწვავეს გახდის. ამასთან, ვერაფრით გავიგე რატომ გაუშვეს ლომბარდიელებმა ანდრეა პირლო, მასზე უკეთეს ნახევარმცველს ვერც კი ვიხსენებ. ჩემი აზრით, "მილანის" წარმატების საიდუმლო პირლოს პასებსა და იბრაჰიმოვიჩის გოლებში იყო, რაც დღეს უკვე წარმოუდგენელია. ვნახოთ, რას მოიფიქრებს ალეგრი, პირადად მე პრობლემებს ნათლად ვხედავ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა