საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აშშ-ის ნაკრებთან ორი ამხანაგური მატჩის გამართვაზე მოლაპარაკებები წამოიწყო
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ საბერძნეთთან წაგებული მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ამხანაგური შეხვედრების თაობაზეც ილაპარაკა. გაირკვა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკება უკვე დაუწყია.

ლაპარაკია აშშ-ის ნაკრებთან ორი მატჩის გამართვაზე, ერთი თბილისში უნდა გაიმართოს, მეორე კი ამერიკაში.

ქეცბაიას განსაკუთრებით თბილისური მატჩის პერსპექტივა ახარებს, რადგან მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 15 მატჩიდან "ჯვაროსნებმა" საქართველოში მხოლოდ 6 ითამაშეს.

როგორც შევიტყვეთ, ფეხბურთის ფედერაციაში ახლა ამერიკელების პასუხს ელიან. მათ თამაშის სურვილი გამოხატეს, ახლა მთავარია, ვადები შეთანხმდეს, მატჩები კი ამერიკა-საქართველოს მეგობრული ურთიერთობის 20 წელიწადს უნდა მიეძღვნას. თვის ბოლომდე ყველაფერი გაირკვევა, ამერიკაში საქართველოს საელჩო მოლაპარაკებაში ჩართულია.

თუ ამერიკელები დათანხმდებიან, პირველი შეხვედრა თბილისში წელსვე გაიმართება, ნოემბერში, მეორე კი გაისად ამერიკაში.

მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ფედერაციებთანაც, თუმცა ყველაფერი ამერიკელების პასუხზეა დამოკიდებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dato
მართალი ხარ გია. ერთიც საქართველო არაა დიდი ქვეყანა, რომ ნიჭიერი მაგრამ ხელმოკლე ბავშვები დავკარგოთ. დღეს და ეს წლები კი ისინი იკარგებიან
GIA
გულშემატკივრების დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილია. უმეტესობა მწვრთნელს, ფეხბურთელებს და ფედერაციას აკრიტიკებს. გამოსავალს არავინ ამბობს, (ერთის გარდა გადადგეს მწვრთნელი და ფედერაციის ხელმძღვანელობა). რაც არსებობს დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთი სულ მწვრთნელებს ვცვლით. მაგრამ შედეგი უცვლელია. ხომ არ დადგა დრო შევიცვალოთ შეხედულებები. მიზეზი იქნებ სხვა რამეშია. აბა ყველამ საკუთარ გულში ჩავიხედოთ მარტო მწვრთნელშია პრობლემა? ჩვენ ფეხბურთი ამჟამად ისეთ კრიზისს განიცდის როგორც არასდროს.ხომ არ დადგა დრო პრობლემას სხვა კუთხით შევხედოთ. იქნებ საფეხბურთო პოლიტიკა არის გადასახედი (ან გასააქტიურებელი). პოლიტიკაში ყველაფერს ვგულისხმობ, როგორც ბავშვთა ფეხბურთს,ისე საფეხბურთო ინფრასტრუქტურას და ა.შ. თუ პოლიტიკა გამართული არ იქნა ვერანაირი მწვრთნელის შეცვლა და ფედერაციის ხელმძღვანელების შეცვლა შედეგს ვერ მოგვცემს. ამ პოლიტიკის შექმნაში აქტიურად უნდა იმუშაოს სახელმწიფომ, ფეხბურთის სპეციალისტებმა, სპორტულმა მენეჯერებმა, გულშემატკივრებმა, გამოჩენილმა ვეტერანმა ფეხბურთელებმა,ჟურნალისტებმა და ა.შ.თუ საჭიროა ჩავრთოთ უცხოელი სპეციალისტებიც. დაიდოს სამოქმედო გეგმა რომლის განხორციელება უნდა დაექვემდებაროს გარკვეულ ჯგუფს რომელშიც შევლენ ზემოთ დასახელებული დარგის წარმომადგენლები. ყველაფერი თავიდან არის დასაწყები, საფუძველი უნდა გვქონდეს მყარი, რომ მასზე ავაგოთ ჩვენი გეგმები. თუ საფუძველი მყარი არ იქნა ვერც ქეცბაია გვიშველის და ვერც მაურინიოც. ჩვენ ძლიერი საფეხბურთო ინდუსტრია უნდა შევქმნათ რომელიც შეგვიქმნის პროდუქტს რომელიც გამოზრდის ძლიერ ფეხბურთელებს. გუნდი ძლიერი ფეხბურთელებისგან იქმნება. თბილისის დინამო რომელიც 53 წელიწადი სსრკ-ს ჩემპიონატში მონაწილეობდა ყველა თაობაში ყავდა მაღალი კლასის ფეხბურთელები. მაგრამ გუნდი (რაც შედეგებში აისახა) მხოლოდ ორჯერ ყავდა 60-იან და 70-იან წლებში. ამიტომ ჯერ ფეხბურთელები და მერე გუნდი.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა