შესაძლოა გერმანიის 20-წლამდელთა და "აუგსბურგის" შემტევის საქართველოს ნაკრებში დებიუტი სულ მალე შედგეს
უკვე გაცნობეთ, რომ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გერმანიაში გაზრდილი ქართველი ფეხბურთელი აკაკი გოგია საქართველოს ნაკრებში თამაშზე დაითანხმა. მანამდე "აუგსბურგის" 19 წლის შემტევი ნახევარმცველი თავს იკავებდა და გერმანიის სახელით თამაში სურდა.

თუმცა, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა თანამშრომელმა თამაზ ბოკერიამ (რომელიც გოგიასთან მოლაპარაკების ინიციატოირი გახლდათ) გაიხსენა, რომ გოგია 2009 წელს თანახმა იყო, შვეიცარიაში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს გაჰყოლოდა (გუნდს მაშინ გელა შეყილაძე წვრთნიდა), ბარგიც ჩალაგებული ჰქონდა, მაგრამ... ვინ უწყის, ასე საკლუბო კარიერას აიწყობდა თუ არა.

გადაწყვეტილებას, ეთამაშა გერმანიის ნაკრებში, ასე ხსნიდა - კარიერააუწყობელი მოთამაშე ვერც თავს გამოადგებოდა და ვერც საქართველოს. სამწუხაროდ, ასეთი მძიმე არჩევანის წინაშე ბოლო წლებში უცხოეთში გაზრდილი არაერთი ქართველი დამდგარა, მაგრამ უმრავლესობა საბოლოო არჩევანს მაინც საქართველოს სასარგებლოდ აკეთებდა.

ასე მოხდა გოგიას შემთხვევაშიც, თუმცა ქეცბაიასთან შეთანხმების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ აკაკი გერმანიის 20-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს, რომელიც 5 ოქტომბერს იტალიას, 9-ში კი შვეიცარიას შეხვდა.

ფედერაციაში იციან, რომ გოგია შეკრებაზე იყო, თუმცა ასაკობრივ ნაკრებში თამაში საქართველოს ეროვნული გუნდის ფორმის მორგებაში ხელს ვერ შეუშლის.

ფედერაციაში გვითხრეს, რომ ქეცბაია გოგიას კიდევ ერთხელ დაელაპარაკება, პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება და შესაძლოა, საქართველოს ნაკრებში გოგიას დებიუტი უახლოეს პერიოდში შედგეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lasha
კაცი გერმანიაშია გაზრდილი და რა ჯანდაბა უნდა საქართველოს ნაკრებში?
Qartveli
უღალატე არა კვახი კიდე!!! ეგ არაა ღალატი!!! გაქცევას და თავის გარიდებას შორის დიდი განსხვავებაა! რა ჯანდაბა უნდა აქ, არაფერი არ გამოვა რა და იქ თამაშით უფრო გამოადგება საკუთარ ქვეყანას! წადი შვილო მიხედე შენ თავს ვიღაცა ხარ მანდ, აქ თავი არ გაიფუჭო, ითამაშე გერმანიაში და მიხედე მომავალს!
Burton
აეეეეე, რეებს წერთ ბიჭო, უფიქრდებით? რა შუაშია ქეცბაია, ბიჭს ეუბნებით ქვეყანას უღალატე და გერმანიაში ითამაშეო?!!! აეეე
ჭრიჭო
ვეთანხმები ლიოხას. დარჩი შვილო გერმანიაში,აქეთ პირი არ ქნა, ღვთისგან მოცემული შანსი ხელიდან არ გაუშვა. გავკარი ქეცბაიას დამოძღვრილ ნაკრებს და კლოუნ დომენტია სიჭინავას და ფულზე დაგეშილ არველაძის მართულ ფედერაციას.
lioxa
მიხედე შვილო კარიერას დაგღუპავენ ესენი და მერე გვიანი იქნება.დაფიქრდი კარგად. უფროსებსაც ჰკითხე რჩევა, აწონ-დაწონე.ამათმა ურაპატრიოტობამ ბევრი დაღუპა.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა