არც შედეგია და არც - სანახაობა, თუმცა თურმე "პროგრესის გზას ვადგავართ და წარმატებული ციკლი გვქონია!"
საქართველოს ნაკრებისთვის მორიგი შესარჩევი ციკლიც წარუმატებელი გამოდგა; ისე, განსხვავებული აზრიც არსებობს: გარკვეულ კატეგორიას მიაჩნია, რომ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრებისათვის წარმატებული იყო!

აქვე "სასწრაფოდ" უნდა განვმარტოთ: ქართული სპორტული მედიისა თუ გულშემატკივართა თითქმის 99 პროცენტს აბსოლუტურად საპირისპირო მოსაზრება გააჩნია ამის თაობაზე. ერთადერთი, რითაც შეიძლება მართლაც "ვიამაყოთ", წინა ციკლთან შედარებით გაუმჯობესებული შედეგია: 2001 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ჯგუფში ბოლო ადგილით და მოუგებლად დავამთავრეთ, ახლა კი ერთი საფეხურითაც დავწინაურდით (ერთქულიან მალტას გავასწარით) და ორი გამარჯვებაც მოვიპოვეთ.

არა გვგონია, რომ ექვსგუნდიან და არცთუ ძლიერი ნაკრებებით დაკომპლექტებულ ჯგუფში 10 ქულის მოგროვება წარმატება იყოს - მსგავს შედეგს ხომ ადრეც ვაღწევდით, თანაც, ახლანდელთან შედარებით ბევრად უფრო ძლიერი მეტოქეების კომპანიაში. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ უკვე ცხრა შესარჩევი ციკლი ჩავატარეთ და საუკეთესოდ კვლავაც სადებიუტოში (1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი) ნაჩვენები შედეგი რჩება: იმის მერე 5 მოგებაც აღარ გვქონია, აღარც ბურთების დადებითი სხვაობა და აღარაფერს ვამბობთ 15 ქულაზე!

ასეთი დასაწყისის შემდეგ იყო ჩვენი ნაკრებისგან იტალიასთან და ინგლისთან უპირობო გამარჯვებას რომ ვითხოვდით, თუმცა მერე და მერე რეალობის აღქმაც დაგვიბრუნდა; მაგრამ "უცნაურობა" მაინც გრძელდებოდა: შედარებით იოლ ჯუფში ვხვდებოდით და ყველაზე კატასტროფული შედეგი მაშინ გვქონდა ხოლმე!

გაიხსენეთ 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი, როცა უფავორიტო ჯგუფში (არც ერთი გრანდი არ იყო) ბოლო ადგილზე გავედით; მსგავსი მაგალითების მოყვანა კიდევ შეიძლება. წესითა და რიგით, იმის მიზეზებზეც უნდა გვემსჯელა, თუ რატომ დაასრულა ასე უსახურად ჩვენმა ნაკრებმა ბოლო შესარჩევი ციკლი.

გულახდილად რომ ვთქვათ, ასეთ დასასრულს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით: საწყის ხუთ ტურში მოპოვებულ ცხრა ქულას დარჩენილ ხუთ შეხვედრაში მხოლოდ 1 მივუმატეთ! მართლაც უპრიანი იქნებოდა ჩვენი ნაკრების ასეთი "სახეცვლილების" მიზეზი გაგვერკვია, თუმცა, ამის სურვილიც აღარ გვაქვს! არც იმის სურვილი დაგვრჩა, ამ შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩს საკუთარი შეფასება რომ მივცეთ;

სატურნირო თვალსაზრისით ჩვენთვის ეს შეხვედრა არაფერს წყვეტდა (ვიღაცებისათვის, შესაძლოა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მეოთხე ადგილს დავიკავებდით თუ მეხუთეს), მაგრამ, რატომღაც მაინც გვეგონა, რომ ამ მატჩს არ წავაგებდით. "კარის გაჯახუნებაო", "ღირსების მატჩიო", "წყენაც დაგვავიწყდებაო", - აი, ასეთი ოპტიმისტური სათაურებით გამოვხატავდით საკუთარ დამოკიდებულებას შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩის წინ; სამწუხაროდ მორიგი იმედგაცრუება გველოდა და ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ჩვენი ნაკრების წევრებისთვის, სულ ერთიც იყო, ეს შეხვედრა როგორ დამთავრდებოდა.

არც კარი გაგვიჯახუნებია და ჩვენი ნაკრების თამაშის შემხედვარე სიტყვა "ღირსების" ხსენებაც უადგილოდ მიგვაჩნია; წყენის დავიწყების კი რა მოგახსენოთ: სანახევროდ ცარიელი ტრიბუნები ნათლად ასახავდა ქართველი გულშემატკივარის აბსოლუტურად სამართლიან დამოკიდებულებას ჩვენი უპირველესი გუნდის ბოლოდროინდელი თამაშებისა და შედეგების მიმართ.

მხოლოდ სასურველი თუ არასასურველი შედეგიც არ არის მთავარი: შესაძლოა, ამა თუ იმ მეტოქესთან მატჩი წააგო, მაგრამ ისე ითამაშო, რომ გულშემატკივარი შეურაცხყოფილი არ დარჩეს;

სამწუხაროდ, უკვე წლებია, არც შედეგი გვაქვს და არც - სანახაობა; ვერც უცხოელმა მწვრთნელებმა "გვიშველეს" და ვერც ადგილობრივებმა, თუმცა თურმე "პროგრესის გზას ვადგავართ და წარმატებული ციკლი გვქონია!"

ყველას თავისი აზრი აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით; დღესდღეობით იმის სურვილიც გვეკარგება, საპირისპირო რომ ვამტკიცოთ. აქვს კი აზრი ჩვენი ფეხბურთის ხელმძღვანელებისგან განსხვავებული შეხედულებები ხმამაღლა რომ ვთქვათ? არა უშავს, მომავალ წელს ახალი შესარჩევი ციკლი დაიწყება, რომელიც თურმე იმისთვის უნდა გამოვიყენოთ, რომ კიდევ მომდევნოსთვის გამოგვადგეს; ამასობაში ერთი-ორ თამაშსაც სადმე "გამოვაძრობთ" და კვლავაც ქართული ფეხბურთის აღმავლობაზე წავა ლაპარაკი. რეალურად კი რაც ხდება ჩვენს ფეხბურთში, ამას ბოლო მატჩის ცარიელი ტრიბუნები ადასტურებს.

საქართველოს ნაკრები (1996-2011)

1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

თ მ ფ წ ბ ქ

1. გერმანია 10 8 1 1 27-10 25

2. ბულგარეთი 10 7 1 2 24-10 22

3. საქართველო 10 5 0 5 14-13 15

4. მოლდოვა 10 3 0 7 11-27 9

5. უელსი 10 2 2 6 9-19 8

6. ალბანეთი 10 2 2 6 10-16 8

მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

1. ინგლისი 8 6 1 1 15-2 19

2. იტალია 8 5 3 0 11-1 18

3. პოლონეთი 8 3 1 4 10-12 10

4. საქართველო 8 3 1 4 7-9 10

5. მოლდოვა 8 0 0 8 2-21 0

მწვრთნელები: ალექსანდრე ჩივაძე (2 მატჩი), დავით ყიფიანი (6 მატჩი)

2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

1. ნორვეგია 10 8 1 1 21-9 25

2. სლოვენია 10 5 2 3 12-14 17

3. საბერძნეთი 10 4 3 3 13-8 15

4. ლატვია 10 3 4 3 13-12 13

5. ალბანეთი 10 1 4 5 8-14 7

6. საქართველო 10 1 2 7 8-18 5

მწვრთნელები: ვლადიმერ გუცაევი (5 მატჩი), იოჰან ბოსკამპი (5 მატჩი)

2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

1. იტალია 8 6 2 0 16-3 20

2. რუმინეთი 8 5 1 2 10-7 16

3. საქართველო 8 3 1 4 12-12 10

4. უნგრეთი 8 2 2 4 14-13 8

5. ლიტვა 8 0 2 6 3-20 2

მწვრთნელები: დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი (5 მატჩი), ალექსანდრე ჩივაძე (3 მატჩი)

2004 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

1. შვეიცარია 8 4 3 1 15-11 15

2. რუსეთი 8 4 2 2 19-12 14

3. ირლანდია 8 3 2 3 10-11 11

4. ალბანეთი 8 2 2 4 11-15 8

5. საქართველო 8 2 1 5 8-14 7

მწვრთნელები: ალექსანდრე ჩივაძე (3 მატჩი), ივო შუშაკი (2 მატჩი), მერაბ ჟორდანია (3 მატჩი)

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

1. უკრაინა 12 7 4 1 18-7 25

2. თურქეთი 12 6 5 1 23-9 23

3. დანია 12 6 4 2 24-12 22

4. საბერძნეთი 12 6 3 3 15-9 21

5. ალბანეთი 12 4 1 7 11-20 13

6. საქართველო 12 2 4 6 14-25 10

7. ყაზახეთი 12 0 1 11 6-29 1

მწვრთნელები: ალენ ჟირესი (7 მატჩი), გაიოზ დარსაძე (5 მატჩი)

2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

1. იტალია 12 9 2 1 22-9 29

2. საფრანგეთი 12 8 2 2 25-5 26

3. შოტლანდია 12 8 0 4 21-12 24

4. უკრაინა 12 5 2 5 18-16 17

5. ლიტვა 12 5 1 6 11-13 16

6. საქართველო 12 3 1 8 16-19 10

7. ფარერები 12 0 0 12 4-43 0

მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი

2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

1. იტალია 10 7 3 0 18-7 24

2. ირლანდია 10 4 6 0 12-8 18

3. ბულგარეთი 10 3 5 2 17-13 14

4. კვიპროსი 10 2 3 5 14-16 9

5. ჩერნოგორია 10 1 6 3 9-14 9

6. საქართველო 10 0 3 7 7-19 3

მწვრთნელი: ექტორ რაულ კუპერი

2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

1. საბერძნეთი 10 7 3 0 14-5 24

2. ხორვატია 10 7 1 2 18-7 22

3. ისრაელი 10 5 1 4 13-11 16

4. ლატვია 10 3 2 5 9-12 11

5. საქართველო 10 2 4 4 7-9 10

6. მალტა 10 0 1 9 3-21 1

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Jigaro
Geo თავიდან დავიწყებ.თუკი არსებობს ამ ფრუმზე შენახული ისტორია ეგება ნახოთ თუნდაც ხორვატიასთან მოგებული თამაშის მერე ჩემი გამთქმული მოსაზრება და გასაგები იქნება,რომ დღევანდელისაგან თითქმის არაფრით არ განსხვავდება.ევრპის ჩემპინატის მომგები საბერძნეთის ნაკრების შესახებ.ის ნაკრები ლატვიის, მალტის და რუსეთისა თუ საქართველოს დონის გუნდებთან არასოდეს თამაშობდა ანტითეხბურთს, და საერთოდ კონტრშეტევაზე აგებული თეხბურთი, როცა ეს შესანიშნავად გამოგდეს(ზუსტად ასე ასრულებდნენ მაშინდელი ბერძნები კნტრშეტევას)სულაც არ ნიშნავს ანტიფეხბურთს.სანაკრებო დონეზე მსგავსი "ანტიფეხბურთი"-ს მიმდევარია მსფლიო ჩემპინატის მომგები იტალიის ნაკრები.თუნდაც კუპერის ვალენსია.ჩვენი ნაკრების თამაში ,სადაც ერთი შეხებით ბურთის სწრაფი გადაადგილება არ ხდება,განივი უაზრო გადაცემები და მუდმივად ბურთის დაკარგვის შიშით არიან შეპყრობილი ფეხბურთელები,მუდმივად იმის ფიქრში "ძალიან წინ არ წახვიდე ", "ზონა არ დატოვო" და ა.შ.საერთოდ არ გავს ფეხბურთს და იმ საბერძნეთის ნაკრებთან შედარება მკრეხელობა თუ არა,სავსებთ უადგილოა.თუნდაც იმ ნაკრების თამაში გაიხსენეთ თბილისში და ის თუ ანტიFეხბურთი იყო მაშინ მსგავს თამაშს ჩვენების შესრულებით ტაშს დავუკრავ.იმ ნაკრების მწვრთნელს(კარგად გეხსომებათ) საბერძნეთის ფედერაცია 300 ათას უხდიდა წელიწადში და ყველა ასაკობრივ გუნდს კურატორობდა.ძალიან გთხოვთ მისი და ქეცბაიას კვალიფიკაცია არ შეადაროთ.და ბოლოს,არავინ მოითხოვს დღევანდელი ნაკრებისაგან სამი თავდამსხმელით თამაშს,მაგრამ მაგალითისათვის გავბედავ და ერთერთ შესაძლო ვარიანტს მოვიტან(კადნიერებად ნუ ჩამითვლით,პრეტენზია არაფერზე მაქვს:))მეკარეეები ცხადია რევიშვილი (ლორია).სამი ცენტრალური მარჯვნივ კაში,ცენტრში ამისულაშვილი(გრიგალავა),მარცხნივ კალადძე(კობიაშვილი).ნახევარდაცვის ფლანგები მარცხნივ კობიაშვილი(კვირკველია), მარჟვნივ ზუსტად იმ ჭანტურიას გამოვცდიდი და ვარბენინებდი ჭაკი ცხენივით,ყველაზე საძიებელი პოზიციაა,მაგრამ მთელი სანაკრებო ციკლი არ ჭირდება.გავაგრძელებ.კანკავა(დაუშვილი), გოგუა,ანანიძე(დვალი)(დრო დაგვანახებს და გერმანელ ქართველსაც გამოვცდიდი და მუდმივად ტრავმირებულიც ეგება გამჯანმრთელებულიყო და შესანიშნავი ნახევარდაცბვის ხაზიც მზადაა),თავდასხმახი კი მუდმივად წინდაგეშილ თარგამაძე-მარცვაძის დუეტს გელაშვილს შეუნაცვლებდი საჭიროებიდან გამომდინარე და ესეც 3-2-3-2,მქნილი სისტემა, რომელსაც ნებისმიერ სათამაშო სქემაში შეუძლია გარდაქმნა სათამაშო სიტუაციიდან გამომდინარე.ვინ სად და როგორ დააზღვიოს ეგ უკვე ნიუანსებია.ნორმალური დამრიგებლის ხელში ვერ დავიჯერებ,რომ ლატვიას,ესტონეთს და სომხებს არ აჯობებენ გინდ თამაშით და გინდ შედეგებით.და არა მარტო მათ.ახალგაზრდდულიდან კიდევ შეიძლება ორი სამი ფეხბურთელის გამოცდაც და ნელნელა შეგუება სანაკრებო სიტუაციასა თუ მოთხოვნებთან და თითქოსდა განწირული მომავალი ციკლი არც ისე უიმედო გამოჩნდება.ქეცბაიას შეცდომები იმდენად სახეზეა,მათზე ლაპარაკი უაზროდ მიმაჩნია, მით უმეტეს,რომ არცერთხელ არ აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა.ამას რა სახელიც გნებავთ ის დაარქვით.მენატრება მყვირალა ჰოლანდიელი...კუპერის გაშვებასაც გაუმართლებლად ვთვლი(თუნდაც ნაკრების ნაცვლად დინამოს ჩავაბარებდი),მაგრამ დღეისათვის ნაკრებს გეგუჩაზე კარგად ვერავინ მიხედავდა.ცხადია ყოველივე ეს სუბიექტური აზრებია და "კამათში იბადება ჭეშმარიტება".ქეცბაია და თუ შანსია ფედერაციის ხელმძრვანელობა კი უნდა გადადგნენ მსგავსი სამარცხვინო შედეგებისათვის....ამაში ორი აზრი არ უნდა არსებობდეს.
levuko
რატომ არ წერთ ბავშვთა ფეხბურთის გამოჩენილ და აღიარებულ მწვრთნელებზე?მაგალათად ქუთაისელ კარლო ხურციძეზე,რომელსაც აღზრდილი ყავს შენგელია,ძოძუაშვილი,კუტივაძე,კოსტავა,სულაქველიძე და ა. შ.
Geo
ისევ Jigaro-ს...:) რა გაძლევთ იმის ფიქრის საბაბს, რომ მათნაირი გახსნილი ფეხბურთის თამაში შეგვიძლია? 81-ში თასების თასი რომ მოვიგეთ?:D ყიფიანის და იმ დროის დინამოს ქვეყანას ასე თამაში არ ეკადრება?!:D დარწმუნებული ხართ, რომ გვაქვს იმის რესურსი, რომ ოთხი ნახევარმცველით და სამი თავდამსხმელით რომ ვითამაშოთ, მოწინააღმდეგის შეტევის დროს ჩამშლელები სწარაფად და რაც მთავარია სწორად წაიკითხავენ სიტუაციას? სწრაფად მოხდება ჩამშლელების მიერ შეტევაში ჩართული მცველის დაზღვევა? ან მცველების გადაზღვევა, როცა ერთი პოზიციას დაკარგავს? გვაყვს ამ ყველაფრისთვის შესაფერისი კადრები, თქვენი აზრით? ჭანტურიაო, რომ იძახით, მთელი ტრიბუნები მესივით გულშემატკივრობენო.:D მე მართლა არ მესმის გულშემატკივრები რას უძახიან, მაგრამ ის კი მესმის საკუთარი თანაგუნდელები და მწვრთნელი რას უყვირის: პასი გააკეთე!!! ადამიანი პასს არ აკეთებს, საშუალოდ თამაშში ერთ პასს რომ გააკეთებ შემტევი რომელიც უკიდურეს მარჯვენაზე თამაშობ, ფეხბურთის სხვანაირი გაგება გაქვს რა... ჭანტურიასთვის ძალიან ადრეა ნაკრები ჯერ, მაქსიმუმ U-21. თუმცა ძალიან იმედისმომცემი ყმაწვილი რომ არის, რაზეა ლაპარაკი, მაგრამ კარგით რა, რა მესი, რის მესი, ჩამოვფრინდეთ. პრობლემა არის ის რაც ქეცბაიამ თქვა ლატვიის მერე: ფეხბურთელები გვჭირდება!!!!!!!!!
giorgi
ბატონებო, ერთი კითხვა დავსვათ, აქვს თუ არა ნაკრების მწვრთნელს, მათ შორის ქეცბაიას მასალა გუნდის ჩამოსაყალიბებლად? მან უბრალოდ აირჩია ცუდებს შორის საუკეთესოები. პრობლემის სათავე ბავშვთა ფეხბურთშია. აი, მე, ფეხბურთის პროფესიონალურად არმცოდნე ადამიანი ვიმოგზაურებ რაიონებში, მოგიძებნით ფეხბურთის გენიოსებს, (ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ), ოღონდ 80% იქნება უფულო და უპატრონო, ჩაგაბარებთ მასალას ბავშვების მწვრთნელებს, ოღონდ არ იყოს მერე ლაპარაკი - 300$ მოიტანე, 500$, -"სბორებისთვის", თორემ "სასტავიდან" ამოვარდები და ასე შემდეგ... უნამუსობა და ღორობა მოაშორეთ ბავშვთა ფეხბურთს და სიტუაცია გამოსწორდება. არ იყოს ისე, რომ ჯიბესქელი ბიძა თავის უნიჭო ბავშვს ტენიდეს ფეხბურთში. არ გამიგოთ, თითქოს შეძლებული ადამიანების წინააღმდეგი ვიყო, მათი შვილები არანაკლებ ნიჭიერი არიან, მაგრამ მხოლოდ ფული არ უნდა წყვეტდეს ყველაფერს. ჩადეთ ფული ნიჭიერ ბავშვებში, ნუ დაინანებთ მათთვის "სბორებზე" შეჭმული ფუნთუშის ფულს და სიტუაცია 180 გრადუსით შემობრუნდება! ვისაც ჩემი აზრი არ მოგეწონათ, მიდით და მლანძღეთ...
Geo
Jigaro ჩემი აზრით, თქვენი წერილი რბილად რომ ვთქვათარის დილეტანტური. გამოდიხართ და ამბობთ, ქეცბაიამ პირველ წრეში 9 ქულა რომ აიღო, ცუდი იყო, რადგანაც უაზრო ფეხბურთს ათამაშებდა ნაკრებსო, მაშინ როცა იმ დროს ამაზე არავინ ლაპარაკობდა მათ შორის თქვენც, დარწმუნებული ვარ, პირიქით, ალბათ აღმერთებდიც კიდეც ქეცბაიას. გამოდიხართ და ამბობთ, ანტიფეხბურთს ვთამაშობთო. მოდით, იქნებ თქვენ გამობრძანდეთ და განგვისაზღვროთ რა არის ფეხბურთი და რა ანტიფეხბურთი... როდესაც საბერძნეთმა ევროპა მოიგო, ბევრის აზრით ანტიფეხბურთი ითამაშა, მაგრამ მოდი და თქვი რომ ეს კომენტარი ერთი წამითაც კი ამდაბლებს მათ მიღწევას. ფეხბურთის თამაშს ალბათ თქვენ მარტო იმას ეძახით, რასაც ესპანეთის ნაკრები ან ბარსელონა თამაშობს ხო?
ბონდო
3 თამაში არ მოგვიგია:))) მხოლოდ 2 მოვიგეთ, შეცდომაა სტატიაში.
Aleqsa
Jigaro გეთანხმები 100% ყველაფერში.
Jigaro
ბოდიშს ვიხდი, თავი მოგაბეზრეთ, მაგრამ ერთიც უნდა ვთქვა.Vიტესის თამაშებს ვუყურებ LIVE ტვ ზე დაა უნდა ნახოთ როგორ თამაშობს ჭანტურია...ბურთს რმ მიიღებს მთელი სტადინი გაჰკივის...მესის ეძახიან გულშემატკივრები.ან საქართველოს ჩემპიონატიდან ნუთუ დვალს ერთხელ მაინც არ ეკუთვნოდა ნახევარი ტაიმი მაინც.ფეხბურთელების არჩევანი ისეთი გვაქვს ბევრი საშუალ დნის ნაკრები რმ ინატრებდა, მაგრამ მათტან სწრი მუშაობაა საჭირო.
Jigaro
ბოდისჰი გამომრჩა მარცვალაძე.რამის დაცვაში ათამაშოს ასეთი სისწრაფის მქონე ფეხბურთელი.კვირკველია საერთოდ მკვეთა ნაკრებიდან, არადა არ მახსოვს ჯიგარი არ ჩაედოს ან ცუდად ეთამაშოს.უამრავი შეკითხვა არსებობს ქეცბაიას მისამართით, მაგრამ ვაიჟურნალისტებს რა ვუთხარი.ნუთუ არ აინტერესებთ რგორი გარჩევები მიდის თამაშების ნტვ-საფეხბურთო გადაცემებში.ერთხელ მაინც გინახიათ მატჩის შემდეგ პროფესინალური გარჩევა მთელი თამაშის თუ არა შეცდომების მაინც?...სირცხვილია ,მათი კომენტარების კითხვა ზიზღს იწვევს.მკლედ გასკდა გული.
Jigaro
ბატონო ემზარ,მწვრთნელი მოვალეობა ბევრ სხვა რამესთან ერთად ისიცაა, რომ თუ შეამჩნია, რომ ვიღაც ბოლომდე არ იხარჯება, ან არ შეუძლია, არ გამოიძახოს...მაგრამ ვინ არ იხარჯება თქვენი აზრით?კანკავა,კაშია,თარგამაძე,კალადძე,კობიაშვილი თუ კიდევ ვინმე სხვა... იაშკას საწყალს მეტი არ შეუძლია და არ ეშვებიან, ხიზანა აღარაა იმ ფრმასჰი რომ ითამაშს მაღალ დონეზე, ლობჟანიძე უკვე გამცდილი არშესაბამისობაა, ჰდა დვალიშვილი ხომ საერთოდ ბალასტი...ნუთU ამას ვერ ხედავს ქეცბაია? თუ ვერა და მაშინ უნდა წავიდეს... თუ ხედავს და მაინც ათამაშებს, მაშინ ორჯერ უნდა წავიდეს..ახალ ნაკრებს ააშენებს ეგ?... რომელი ტალანტი აღმგიჩინათ ამ ციკლში?არ მითხრათ თარგამაძეო...აღმჩენილი კარგა ხანსაა და ძლივს მისცა ბლო თამაშები, როცა უკვე წყალჭაღებული ვიყავით.თუ ქეცბაია დარჩა, ჩათვალეთ რომ კარგა ხანს ფეხბურთს ვეღარ ვნახავთ ნაკრების შესრულიბით.
Jigaro
"აქვს კი აზრი ჩვენი ფეხბურთის ხელმძღვანელებისგან განსხვავებული შეხედულებები ხმამაღლა რომ ვთქვათ"...აბა არ უნდა ვთქვათ სათქმელი და არ უნდა მოუწოდოდ ჟურნალისტებმა უვიც მწვრთნელს გადადგომისაკენ....ნებისმიერ სხვა ქვეყანაში(თუნდაც მცირე სათეხბურთო ტრადიციები სადაც არსებობს)აქამდე მწვრთნელსაც გადააყენებდნენ და ფედერაციასაც შედგებოდნენ ფეხებით.თუმცა ამდენად უნამუსო არ იქნებოდა იქ მწვრთნელი,რომ თვითონ არ მიხვედრილიყო და თავისით არ გადამდგარიყო.არჩევანი არა აქვს თურმე.სომხებს,ლატვიას და ესტონეთს აქვს უკეთესი?კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება,რომელთა ფეხბურთელები ჩვენების ფრჩხილადაც არ ღირან, მაგრამ რად გინდა...ძლივს გაბედა და ერთმა ჟურნალისტმა გამოთქვა აზრი ცოტაოდენ გაბედულად.რა გჭირთ ფეხბურთზე მწერალნო, თქვენი კოლეგები ლამის რევოლუციებს ახდენენ ფეხბურთში, თქვენ კი შავზე თეთრიაო გეუბნებიან და სირცხვილით თავის აწევაც გერიდებათ.ვისი და რისი გეშინიათ ქვეშაფსიებო?!ზოგი იტყვის თავიდან 9 ქულის ამღები ქეცბაია კარგი იყოო?თვალი გაახილეთ.არასოდეს არ ყოფილა ნაკრების თამაში მოგებულიც კი რაღაც აზრის მატარებელი.ანტიფეხბურთი ათამაშა გუნდს მთელი ციკლი.მე თუ მკითხავთ პოლონეთთან თამაში გავდა ცოტა ფეხბურთს,სულ მცირედ.შეეშალა რაღაც ალბათ ქეცბაიას.დანარჩენის ყურებას კი როგორც იტყვიან ხოლმე სვარკის ყურება ჯობდა. "წარმატებული ციკლი"!...როგორ დაგწყევლო სულ ასეთი წარმატებით გევლოს რომ გითხრა,ეროვნულის ბედი გაბარია(ჯერ),მაგრამ თუ არ ინამუსებ, მართლა უარესის ღირსი იქნები ქეცბაია.წადი კიპროსში,მიხედე აკადემიას,იქ გექნება არჩევანი.
emzar
ცუდი ის კი არაა და გულსაწყვეტი რომ დაბალი დონის ფეხბურთელები გვყავს,მე იმაზე მისკდება გული რომ უჯიგროდ თამაშობენ, საერთოდ არა აქვთ პატიოტული სული და ბოლომდე არ იბრძვიან:( ესაა ხალხო გულსაკლავი... დალოცვილებო ჩემი ქვეყნის მაისურები გაცვიათ და ჩემ სამშობლოს ასეთ ლაფში სვრით, თუ გული არა გაქვთ წადით და საერთოდ გააუქმედ ეს ფეხბურთის ფედერაცია!!!... არა გრცხვენიათ? რაგბისტებიც აგებენ და კალათბურთელებიც მაგრამ ასეთ წაგებაზე ტაშს ვუკრავ რადგან ვხვდები რომ თავის სულსა და გულს ტოვებენ მოედანზე... ქეცბაიას კრიტიკას ვერ დავეთანხმები მაგრამ განა არ შეუძლია ვიღაც დაიქირაოს ისეთი ფსიქოლოგი ან ვინმე ვინც გააგებინებთ ამ ლაწირაკებს რომ საქართველოს სახელით თამაშობენ და უფლება არა აქვთ ასე აბუჩად აიგდონ სანშობლო!!!
Nika Nikolaishvili
რომელ წარმატებაზეა საუბარი უბრალოდ სასაცილოა ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს ადრე ბოლო ბოლოსწინა ადგილზე მაინც გავდიოდით და დღეს რა შეიცვალა?
tt
ქეცბაიას ნუ დავაბრალებთ ფეხბუტთელები არ გვყავსო,მაშინ წავიდეს ქეცბაია ან მართლა რამე გააკეთოს
lazare
კარგით რა ხალხო ეგეთი უმადურებიც არ უნდა იყოთ. როგორც ყოველთვის სხვას შეაწმინდეთ ხელები, რა ქეცბაია ეგ კაცი ამათ მაგივრად ვერ გამოვა და ვერ ითამაშებს როცა შეეძლო მაშინ ამათზე უკეთესად კი თამაშობდა. ახლა კი ფეხბურთელებმა თამაში არ იციან და მაგათ ვერც მოურინიო უშველის მესიები გვყავსო და აბა სად არიან ხელოვნურზე რო იზრდებიან და მერე 2 კილომეტრს რო გაირბენენ და იმტვრევიან?! ეე არა არა ლორიას თაცისი ხელით შეაქცს ბურთი კარში და...(ლატვიასტან)
kaxa
რა წარმატებაზეა ლაპარაკი, ნაკრები მთლად დაანგრია. ეზოს ფეხბურთს თამაშობენ,შეცდომებიც არ უნდა აღიაროს და რაღაც რაღაცეებს მიედ მოედობა, სვოი კაცია, ბლატაობს რა
nika
ქეცბაიას შედეგი ამ ჯგუფში ძალიან დაბალია რომელ წარმატებაზეა ლაპარაკი. ეს კაცი ხალხს დაცინის, უფრო მეტსაც გეტყვით მწვრთნელის გარეშე რომ გვეთამაშა მთელი ციკლი ამაზე უარესი შედეგი რაღა იქნებოდა, მალტის ნაკრებს ზესტაფონიც მოუგებდა,+ რაღაც მართლა დიდი ეჭვია მაგ კაცზე, მოკლედ დროს ნუ ვკარგავთ ქეცბაია გა-უ-შვიიიიიიიიიიით
GIA
კარგი სდტატიაა, სტსტისტიკითაც კარგათ ჩანს სად ვართ.გულშემატკივრების დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილია. უმეტესობა მწვრთნელს, ფეხბურთელებს და ფედერაციას აკრიტიკებს. გამოსავალს არავინ ამბობს, (ერთის გარდა გადადგეს მწვრთნელი და ფედერაციის ხელმძღვანელობა). რაც არსებობს დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთი სულ მწვრთნელებს ვცვლით. მაგრამ შედეგი უცვლელია. ხომ არ დადგა დრო შევიცვალოთ შეხედულებები. მიზეზი იქნებ სხვა რამეშია. აბა ყველამ საკუთარ გულში ჩავიხედოთ მარტო მწვრთნელშია პრობლემა? ჩვენ ფეხბურთი ამჟამად ისეთ კრიზისს განიცდის როგორც არასდროს.ხომ არ დადგა დრო პრობლემას სხვა კუთხით შევხედოთ. იქნებ საფეხბურთო პოლიტიკა არის გადასახედი (ან გასააქტიურებელი). პოლიტიკაში ყველაფერს ვგულისხმობ, როგორც ბავშვთა ფეხბურთს,ისე საფეხბურთო ინფრასტრუქტურას და ა.შ. თუ პოლიტიკა გამართული არ იქნა ვერანაირი მწვრთნელის შეცვლა და ფედერაციის ხელმძღვანელების შეცვლა შედეგს ვერ მოგვცემს. ამ პოლიტიკის შექმნაში აქტიურად უნდა იმუშაოს სახელმწიფომ, ფეხბურთის სპეციალისტებმა, სპორტულმა მენეჯერებმა, გულშემატკივრებმა, გამოჩენილმა ვეტერანმა ფეხბურთელებმა,ჟურნალისტებმა და ა.შ.თუ საჭიროა ჩავრთოთ უცხოელი სპეციალისტებიც. დაიდოს სამოქმედო გეგმა რომლის განხორციელება უნდა დაექვემდებაროს გარკვეულ ჯგუფს რომელშიც შევლენ ზემოთ დასახელებული დარგის წარმომადგენლები. ყველაფერი თავიდან არის დასაწყები, საფუძველი უნდა გვქონდეს მყარი, რომ მასზე ავაგოთ ჩვენი გეგმები. თუ საფუძველი მყარი არ იქნა ვერც ქეცბაია გვიშველის და ვერც მაურინიოც. ჩვენ ძლიერი საფეხბურთო ინდუსტრია უნდა შევქმნათ რომელიც შეგვიქმნის პროდუქტს რომელიც გამოზრდის ძლიერ ფეხბურთელებს. გუნდი ძლიერი ფეხბურთელებისგან იქმნება. თბილისის დინამო რომელიც 53 წელიწადი სსრკ-ს ჩემპიონატში მონაწილეობდა ყველა თაობაში ყავდა მაღალი კლასის ფეხბურთელები. მაგრამ გუნდი (რაც შედეგებში აისახა) მხოლოდ ორჯერ ყავდა 60-იან და 70-იან წლებში. ამიტომ ჯერ ფეხბურთელები და მერე გუნდი.
Aleqsa
ავტორ მადლობა კარგი სტატიისთვის. ამ ბოლო დროს რაც სტატიები წამიკითხია ყველას ჯობია. მიუკერძოებელია და რეალური ფაქტებია ასახული. ცოტა უფრო სიმკაცრეც შეიძლებოდა. აუცილებელია. ჟურნალისტებმა მოსთხოვეთ ფედერაციას გაგცეთ კითხვებზე პასუხები.
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!