"RADIO SPORT RWC 2011"-მა ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასზე საუკეთესო მოთამაშისთვის გამოსავლენი ქულები დააჯამა
მსოფლიო თასის გათამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ოფიციალურმა მედია ორგანომ "RADIO SPORT RWC 2011"-მა ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშებაში, დღემდე გამართული მატჩების მიხედვით, საუკეთესო მოთამაშისთვის გამოსავლენი ქულები დააჯამა.

პრინციპი, რომლითაც ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ვლინდება მარტივია. იმას, ვინც კონკრეტული მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდება სამი ქულა ერიცხება, ამ მატჩში მის მეორე და მესამე კონკურენტს კი შესაბამისად 2 და 1 ქულა. პრინციპი მარტივი კია, მაგრამ არა სამართლიანი, რადგან მაგალითად მამუკა გორგოძეს, რომელსაც ექვსი ქულა დაუგროვდა და ლიდერებშია, ოთხი თამაშის გამართვამ მოუწია. სხალკ ბურხერმა (სამხრეთ აფრიკა), შონ ობარიანმა (ირლანდია) და ჯიმი რობერტსმა (უელსი) კი, რომლებიც მამუკას ერთი ქულით უსწრებენ ორი მატჩით ზედმეტი გამართეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერი ისეთ მორაგბეებს უსწრებს, როგორებიც არიან რიჩარდ კაჰუი (ახალი ზელანდია), ხუან მანუელ ლეგისამონი (არგენტინა), სემ ვერბარტონი (უელსი), ბენ იანგსი (ინგლისი), მარტინ კასტროჯოვანი (იტალია), იზრაელ დაგი (ახალი ზელანდია), ბენ ფოდენი (ინგლისი), ჯერომ კაიონო (ახალი ზელანდია) და ასე შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ამ საუკეთესო მორაგბეთა მარათონში კიდევ ორი ქართველი მორაგბე მოხვდა, ესენია მგეზავი მერაბ კვირიკაშვილი, რომელსაც ორი ქულა აქვს და საქართველოს ნაკრების კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე - ერთი ქულა.

RADIO SPORT RWC 2011-ს ვერსია

სხალკ ბურხერი (სამ.აფრიკა) - 7 ქულა, შონ ობრაიენი (ირლანდია) - 7, ჯიმი რობერტსი (უელსი) - 7, მამუკა გორგოძე (საქართველო) - 6, დევიდ პოკოქი - (ავსტრალია) - 6, რიჩარდ კაჰუი (ახ.ზელანდია) - 5, ხუან მანუელ ლეგისამონი - (არგენტინა) - 5, სემ ვერბარტონი (უელსი) - 5, ბენ იანგსი (ინგლისი) - 5, მარტინ კასტროჯოვანი (იტალია) - 4, ვინსენ კლერი (საფრანგეთი) - 4, ტოდ კლევერი (აშშ) - 4, სერჯო პარისე (იტალია) - 4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა