ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მამუკა კობახიძე: შვეიცარიასთან მატჩი წასაგები არ იყო

მამუკა კობახიძე: შვეიცარიასთან მატჩი წასაგები არ იყო

"ზესტაფონისა" და ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი შვეიცარიასთან მარცხს უიღბლობას მიაწერს
უკვე საკმაო ხანია, მამუკა კობახიძე "ზესტაფონის" ძირითადი შემადგენლობის წევრია, თუმცა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ოფიციალური დებიუტი რამდენიმე დღის წინ ჰქონდა, როცა სოსო ჭედიას გუნდი თბილისში შვეიცარიასთან დამარცხდა.

ამ მატჩში 19 წლის კობახიძემ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და რესპონდენტადაც იგი შევარჩიეთ. ინტერვიუ სანაკრებო თემით დავიწყეთ, მერე კი "ზესტაფონსაც" შევეხეთ.

- რა იყო შვეიცარიასთან განცდილი მარცხის მიზეზი?

- უპირველესად, უიღბლობა, თორემ, ობიექტურად რომ ვთქვათ, მეტოქემ ვერაფრით გვაჯობა. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ჩვენ საგოლე შანსები ვერ გამოვიყენეთ, სტუმრებმა კი გატანაც შეძლეს და გამარჯვებაც. უდავოა, რომ შვეიცარიის ნაკრები მაღალი კლასის გუნდია, მაგრამ ამ კონკრეტულ შეხვედრაში მას ტოლი არ დავუდეთ. სამწუხაროა, რომ ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ ტურში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ზედიზედ რამდენიმე მარცხი იწვნია და ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი, ფაქტობრივად, დაკარგა.

- საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხი თუ იყო დამაკმაყოფილებელი?

- ვფიქრობ, საკმაოდ გამართული ფეხბურთი ვითამაშეთ და ხალხს დავანახეთ, რომ ამ თაობას პერსპექტივა აქვს.

- საკუთარ დებიუტზე რას იტყოდი?

- მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი მომეცა. ამჯერად ძირითად შემადგენლობაში ლევან კაკუბავას არყოფნის გამო მოვხვდი, ახლო მომავალში კი, იმედი მაქვს, სხვისი შემცვლელი კი არა, ძირითადის სტაბილური წევრი ვიქნები. ნაკრებში თამაში ჩემთვის დიდი პატივია და მოედანზე თავს არ დავზოგავ, დანარჩენი კი გულშემატკივარმა უნდა შეაფასოს.

- შვეიცარიასთან მატჩში ჩვენი გუნდის კარი აშკარა გოლისგან იხსენი.

- ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან ჩემმა მოქმედებამ მარცხს მაინც ვერ გადაგვარჩინა. თუმცა იმ მომენტისთვის 0:0 იყო და შვეიცარიელებს ანგარიშის გახსნის საშუალება არ მივეცი - ხარიხიდან ასხლეტილ ბურთს მეტოქე ჩვენს კარში გზავნიდა და მას კარის ხაზზე დავხვდი.

- როგორ ფიქრობ, როდის იქნები მზად ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ?

- ჩვენს ეროვნულს ყველაზე ნაკლებად დაცვაში უჭირს, მაღალი დონის უკანახაზელები გვყავს და მათთან კონკურენცია ძალიან ძნელი იქნება. ესეც რომ არ იყოს, არსად მეჩქარება და უახლოეს პერიოდში ახალგაზრდულ ნაკრებს მინდა გამოვადგე, ეროვნულისთვის კი მზად ცოტა მოგვიანებით ვიქნები.

- გიორგი ხიდეშელის დაშავების შემდეგ "ზესტაფონის" სასტარტოში სისტემატურად თამაშობ.

- ჩემთვის ხიდეშელის ტრავმა ძალიან ცუდი ამბავი იყო, რადგან იგი ჩემი მეგობარი და კარგი პარტნიორია. ძირითადში მანამდეც ხშირად ვხვდებოდი, მაგრამ მართლაც ასეა, გიორგის დაშავების შემდეგ მუდმივად მოედანზე ვარ. "ზესტაფონს" მის გარდა კიდევ ორი მაღალი დონის ცენტრალური მცველი ჰყავს - გიორგი ონიანი და ედიკ საჯაია, რომელთა გვერდითაც ბევრს ვსწავლობ.

მიხარია, რომ ახალი წლიდან ხიდეშელიც დაგვიბრუნდება და ჩვენი დაცვის ცენტრში ძალიან მძაფრი, მაგრამ ჯანსაღი კონკურენცია იქნება. ფეხბურთელი სწორედ ასეთ გარემოში იზრდება და ჩემთვის ეს სიტუაცია ძალიან საინტერესო და სასარგებლოა. ყველანაირად ვეცდები, ძირითადში ადგილი შევინარჩუნო, რაც იოლი ნამდვილად არ იქნება.

- რა დააკლდა "ზესტაფონს" ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად?

- იღბალიც და გამოცდილებაც, ალბათ, უფრო მეორე. ჩვენი ჩემპიონატი უფრო მაღალი დონის რომ იყოს და ძლიერ მეტოქეებთან ხშირად ვთამაშობდეთ, "შტურმისა" და "ბრიუგეს" კატეგორიის გუნდებთან გამარჯვების გაცილებით დიდი შანსი გვექნებოდა.

- "ზესტაფონის" ამჟამინდელ ძალას როგორ შეაფასებ?

- ჩვენი მთავარი მიზანი კვლავ საქართველოს ჩემპიონობაა და მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამი. ზაფხულიდან მოყოლებული, "ზესტაფონში" ბევრი რამ მოხდა და შეიცვალა, მაგრამ, რაც მთავარია, კლუბში ჯანსაღი სიტუაციაა, ფეხბურთელებს აქ ყოფნა გვსიამოვნებს და გვჯერა, ასეთი განწყობით ბევრის მიღწევა შეგვიძლია.

- რა არის შენი უახლოესი მიზანი?

- ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა და კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელება ჩემს ასაკში საჩქარო არ არის, აქაც ბევრი მაქვს სასწავლი და საამისოდ "ზესტაფონი" ზედგამოჭრილი ადგილია. მინდა, რომ მომავალში ამ კლუბის გულშემატკივრებმა კარგად გამიხსენონ, საამისოდ კი საჭიროა, საქართველოში საუკეთესოები ვიყოთ, ევროპულ ასპარეზზე კი უფრო წინ წავიდეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Burton

მე პირადად კაკუბავას მირჩევნია კობახიძე...

U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა