37 წლის მარკუს ბრაუნმა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკელი ლეგიონერია, ვისაც კი ოდესმე ევროპაში უთამაშია, კარიერა დაამთავრა
37 წლის მარკუს ბრაუნმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ეს კალათბურთელი ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკელი ლეგიონერია, ვისაც კი ოდესმე ევროპაში უთამაშია. კარიერის განმავლობაში მარკუსსმა 21 ტიტული მოიგო, სამჯერ ითამაშა ევროლიგის "ოთხთა ფინალში" და შვიდჯერ გახდა სხვადასხვა ტურნირის MVP.

უფრო მეტიც, ევროლიგის უახლეს ისტორიაში სწორედ ბრაუნი გახლავთ ტურნირის საუკეთესო სნაიპერი და მის შედეგს რამდენიმე წლის შემდეგ თუ გააუმჯობესებენ. მარკუსს კარიერის საუკეთესო წლები მოსკოვის ცსკა-ში, ესპანეთის "უნიკახასა" და კაუნასის "ჟალგირისში" აქვს გატარებული. მისი ბოლო კლუბი სწორედ ლიტვული გრანდი გახლდათ.

"მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ყველა გულშემატკივარს, ვის გამოც მთელი ამ წლების განმავლობაში ვთამაშობდი. ასევე მადლობას ვეუბნები "ჟალგირისსა" და მთლიანად ლიტვას. ეს ძალიან ემიციური მომენტია ჩემთვის", - განცხადა ბრაუნმა თავის მიმართვაში.

ფორმალურად მარკუს ბრაუნს პენსიაში 17 ოქტომბერს, ევროლიგის ახალი გათამაშების გახსნის მატჩში გაუშვებენ. სიმბოლურია, რომ ამ დღეს კაუნასში ერთმანეთს შეხვდებიან მისი ყოფილი კლუბები - "ჟალგირისი" და ცსკა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა