ბრიტანელმა მძიმეწონიანმა დევიდ ჰეიმ დანაპირები აასრულა და გუშინ ოფიციალურად გამოაცხადა კარიერის დასრულების შესახებ
ბრიტანელმა მძიმეწონიანმა დევიდ ჰეიმ დანაპირები აასრულა და გუშინ ოფიციალურად გამოაცხადა კარიერის დასრულების შესახებ. ჰეიმ ეს განცხადება 13 ოქტომბერს, თავის დაბადების დღეზე გააკეთა. ადრე ბრიტანელმა არაერთხელ აღნიშნა, რომ აღარ გავა რინგზე მას შემდეგ, რაც 31 წელი შეუსრულდება.

თავის განცხადებაში ჰეი ამბობს, რომ კარიერის ამგვარად დასრულება ჯერ კიდევ მაშინ ჩაიფიქრა, როცა ათი წლის ასაკში კრივში მეცადინეობა დაიწყო. დევიდის ოფიციალურ ვებგვერდზე ჯერ არ დაუდიათ ინფორმაცია კარიერის დასრულების შესახებ.

დევიდ ჰეი23მ პროფესიული კარიერა 2002 წელს 90.7-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში დაიწყო. 2008 წელს მან ამ წონაში WBC-ის, WBA-სა და WBO-ის ტიტულები მოიპოვა და ამის შემდეგ სუპერმძიმე წონაში გადავიდა.

2009 წლის ნოემბერში ჰეი რუს ნიკოლაი ვალუევს შეხვდა, რომელიც ქულებით დაამარცხა და WBA-ის ტიტული ჩამოართვა. 2010 წელს ჰეიმ ორჯერ წარმატებით დაიცვა ჩეპიონობა ჯონ რუისთან და ოდლი ჰარისონთან შეხვედრებში. მაგრამ 2011 წლის ივლისში ქულებით წააგო ვლადიმერ კლიჩკოსთან და ტიტული დაკარგა.

11 ოქტომბერს ძმები კლიჩკოების მენეჯერმა ბერნდ ბენტემ Sky Sports-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დღეისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჰეისა და ვიტალი კლიჩკოს შორის ბრძოლის ორგანიზებაზე. ბენტემ თქვა, რომ ამ ბრძოლის ჩატარების შანსი მაღალია იმის მიუხედავად, დაასრულებს თუ არა კარიერას ბრიტანელი მოკრივე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა