ოფიციალურად გაირკვა, რომ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი სეზონის ბოლომდე რეიტინგის პირველი ნომრის სტატუსს შეინარჩუნებს
მას შემდეგ, რაც გუშინ რაფაელ ნადალმა შანხაის მასტერსზე მერვედფინალი წააგო გერმანელ ფლორიან მაიერთან, ოფიციალურად გაირკვა, რომ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი სეზონის ბოლომდე შეინარჩუნებს რეიტინგის პირველი ნომრის სტატუსს. ნოვაკი გახდა მე-16 მოთამაშე ისტორიაში, ვინც სეზონს ATP-ის კლასიფიკაციის სათავეში დაასრულებს.

24 წლის ჩოგბურთელი პირველი სერბია ისტორიაში, ვინც წელი რეიტინგის უმაღლეს საფეხურზე დაამთავრა. გარდა ამისა, რეკორდია ევროპელების რვაწლიანი ბატონობა ATP-ის კლასიფიკაციაში. ბოლო არაევროპელი, ვინც სეზონი პირველი ჩოგანის რანგში დაასრულა, ამერიკელი ენდი როდიკი იყო (2003). მას შემდეგ ტურში როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი დომინირებდნენ, ახლა კი ნოვაკ ჯოკოვიჩის ჯერი დადგა.

ჯოკოვიჩი კლასიფიკაციას სათავეში უიმბლდონის მოგების შემდეგ ჩაუდგა. შეგახსენებთ, რომ წლევანდელი სეზონი მან 41-მატჩიანი მოგებათა სერიით დაიწყო. 2011 წელს 11 ფინალი ითამაშა და ათი მოიგო, მათ შორის "დიდი სლემის" სამი ტურნირი (ავსტრალიის ღია პირველობა, უიმბლდონი და აშშ-ის ღია პირველობა) და ხუთი მასტერსი (ინდიან უელსი, მაიამი, მადრიდი, რომი, მონრეალი).

ამ მომენტისთვის ნოვაკის ანგარიშზეა 64 მოგება და 3 წაგება. მან წელს რეიტინგის ტოპ-ათეულის წევრებს 20 მატჩი მოუგო და ორჯერ დამარცხდა. ექვსჯერ სძლია რაფაელ ნადალს და ოთხჯერ - როჯერ ფედერერს.

სეზონის ბოლომდე ნოვაკ ჯოკოვიჩი კიდევ სამ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას - ბაზელში, პარიზსა (მასტერსი) და ლონდონში (წლის შემაჯამებელი ტურნირი).

წლის პირველ ნომრად დასრულებისთვის განკუთვნილ პრიზს ჯოკოვიჩს ლონდონის ტურნირის (20-27 ნოემბერი) დროს გადასცემენ.

აქვე გთავაზობთ იმ ჩოგბურთელების სრულ სიას, რომლებმაც ATP-ის რეიტინგის დაარსებიდან დღემდე პირველი ნომრის რანგში დაასრულეს სეზონი:

2011 - ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი)

2010 - რაფაელ ნადალი (ესპანეთი)

2009 - როჯერ ფედერერი (შვეიცარია)

2008 - რაფაელ ნადალი (ესპანეთი)

2007 - როჯერ ფედერერი (შვეიცარია)

2006 - როჯერ ფედერერი (შვეიცარია)

2005 - როჯერ ფედერერი (შვეიცარია)

2004 - როჯერ ფედერერი (შვეიცარია)

2003 - ენდი როდიკი (აშშ)

2002 - ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრალია)

2001 - ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრალია)

2000 - გუსტავო კუერტენი (ბრაზილია)

1999 - ანდრე აგასი (აშშ)

1998 - პიტ სამპრასი (აშშ)

1997 - პიტ სამპრასი (აშშ)

1996 - პიტ სამპრასი (აშშ)

1995 - პიტ სამპრასი (აშშ)

1994 - პიტ სამპრასი (აშშ)

1993 - პიტ სამპრასი (აშშ)

1992 - ჯიმ კურიე (აშშ)

1991 - სტეფან ედბერგი (შვედეთი)

1990 - სტეფან ედბერგი (შვედეთი)

1989 - ივან ლენდლი (ჩეხეთი)

1988 - მატს ვილანდერი (შვედეთი)

1987 - ივან ლენდლი (ჩეხეთი)

1986 - ივან ლენდლი (ჩეხეთი)

1985 - ივან ლენდლი (ჩეხეთი)

1984 - ჯონ მაკინროი (აშშ)

1983 - ჯონ მაკინროი (აშშ)

1982 - ჯონ მაკინროი (აშშ)

1981 - ჯონ მაკინროი (აშშ)

1980 - ბიორნ ბორგი (შვედეთი)

1979 - ბიორნ ბორგი (შვედეთი)

1978 - ჯიმი კონორსი (აშშ)

1977 - ჯიმი კონორსი (აშშ)

1976 - ჯიმი კონორსი (აშშ)

1975 - ჯიმი კონორსი (აშშ)

1974 - ჯიმი კონორსი (აშშ)

1973 - ილიე ნასტასე (რუმინეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა