ვლადიმერ ბარნაბიშვილისა და როსტომ ჩაჩავას ხსოვნის ტურნირს წლეულს ისევ "ლაგუნა ვერე" უმასპინძლებს
ქართულ წყალბურთს მრავალი კორიფე აღუზრდია. და ეს არ იყო შემთხვევითი - მათ ხომ ღირსეული დამკვალიანებლები ჰყავდათ.

უპირველესად ვლადიმერ ბარნაბიშვილი გვინდა გამოვყოთ, მთელ ქალაქში პოპულარული პიროვნება, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებ გუნდებს წვრთნიდა. "ძია ვოვას" აღზრდილთა შორის არიან სახელოვანი ათლეტები - ვლადიმერ ისელიძე და ნოდარ კურტანიძე.

ქართული წყალბურთის წარმატებები დიდად არის დაკავშირებული როსტომ ჩაჩავას სახელთან. სწორედ ამ დიდბუნებოვანი ადამიანისა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტის ხელმძღვანელობით მოიპოვეს ჩვენმა სპორტსმენებმა საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადების ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, თბილისის "დინამომ" საკავშირო ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა, ჭაბუკთა ნაკრებმა კი ორჯერ მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადებში ოქროს მედლები მოიხვეჭა.

როსტომ ჩაჩავას შეგირდები - გივი ჩიქვანაია და ლერი გოგოლაძე წლების განმავლობაში გამოდიოდნენ საკავშირო ნაკრების შემადგენლობაში და 1960 წელს რომის ოლიმპიურ თამაშებში მეორე ადგილზე გავიდნენ.

სახელოვანი მწვრთნელების ღვაწლს საქართველოში არ ივიწყებენ. წყალბურთის ცნობილი სპეციალისტების - ზურაბ ჩაჩავას და ვლადიმერ გოიაშვილის ინიციატივით 2009 წელს "ლაგუნა ვერეზე" პირველად გაიმართა ვლადიმერ ბარნაბიშვილისა და როსტომ ჩაჩავას ხსოვნის ტურნირი მინიწყალბურთში.

წლეულს მსგავსი ღონისძიება მესამედ გაიმართება, რომელსაც მეცენატობას უწევს ამერიკაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე, ყოფილი წყალბურთელი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი ვახტანგ მებუკე, ასპარეზობის ორგანიზატორებს მან ამჟამადაც ოკეანისგაღმიდან გამოუგზავნა ტურნირის მთავარი პრიზი და ასლები.

შეჯიბრებაში, რომელსაც ისევ "ლაგუნა ვერე" უმასპინძლებს, დღეიდან 1995-1996 და 1997-1998 წლებში დაბადებულ წყალბურთელთა 7-7 გუნდი ჩაებმება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს