გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში ამ სასწავლებლის სპორტული მიღწევებისადმი მიძღვნილი ღია მუზეუმი მოეწყო
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში ამ სასწავლებლის სპორტული მიღწევებისადმი მიძღვნილი ღია მუზეუმი მოეწყო. იდეა უნივერსიტეტის რექტორს გიორგი სოსიაშვილს ეკუთვნის. "გორის უნივერსიტეტს სპორტული თვალსაზრისით უზარმაზარი ტრადიცია გააჩნია.

სწორედ ამან და ახალმა წარმატებებმა გვიბიძგა ჩვენ უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობაში ეს მცირე მუზეუმი მოგვეწყო, რომელშიც გამოფენილია სასწავლებლის სტუდენტ სპორტსმენთა მიერ მოპოვებული თასები, პრიზები და სამახსოვრო ჯილდოები. "დიდი მადლობა უნივერსიტეტისთვის გაწეული ფასდაუდებელი სამსახურის გამო ბატონ გურამ პაპიტაშვილს, სოსო ვაშაკიძეს, ალექსანდრე იაშვილს, აწ განსვენებულ გივი ხაჩიძეს. ამ ადამიანებისა და მათი შეგირდების ნაღვაწმა ჩვენ სიამაყის საფუძველი მოგვცა" - თქვა რექტორმა.

გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს მსოფლიოს სპორტულ სარბიელზე ისეთი მედლები და ჯილდოები აქვთ მოპოვებული, რომელსაც ბევრი ქვეყანა ინატრებდა. "აქ არაერთი ჯილდოა გამოფენილი, რომელიც ჩვენი სპორტსმენების დიდ წარმატებებს გვახსენებს. განსაკუთრებით ხარკოვში 1960 წელს მოპოვებული საკავშირო უნივერსიადის ჩემპიონობა მახსენდება. უნივერსიადაში 742 სხვა სასწავლებელთან ერთად გორის ინსტიტუტიც ჩაერთო.

მაშინ ჩვენ პირველ ნაბიჯებს ვდგამდით, მაგრამ ჯერ საქართველოს 12 უმაღლეს სასწავლებელს შორის მოვიპოვეთ პირველობა. ფინალურ ეტაპზე კი ხარკოვში 17 რჩეული სასწავლებელი იბრძოდა პირველობისათვის. გუნდს რომ დასჭირდა, მწვრთნელიც მოჭიდავე გავხდი. შედეგი ყველასთვის გამაოგნებელი იყო - გორის ინსტიტუტი საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩემპიონი გახდა.

არადა, ასპარეზობის დაწყებამდე, გუნდების წარდგენისას ყურადღებასაც არ გვაქცევდნენ. საზეიმო გახნაზეც ნაკლებად გამოსაჩენ ადგილზე დაგვაყენეს. დღეს კი იმ დარბაზის ნახევარს ალბათ ჩვენი მოპოვებული პრიზებით ავავსებდით. ბედნიერი ვარ, რომ ამდენს მივაღწიეთ. ცხადია, არც ამაზე ვაპირებთ გაჩერებას" - გვითხრა ბატონმა გურამ პაპიტაშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა