"სელტიკმა" ჰონდურასელი მცველი ემილიო ისაგირე იყიდა, ოღონდ რა გადაიხადა მასში ცნობილი არ არის...

"სელტიკმა" ჰონდურასელი მცველი ემილიო ისაგირე იყიდა, ოღონდ რა გადაიხადა მასში ცნობილი არ არის. ისაგირემ გლაზგოს გუნდთან ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ბრიტანეთის შესაბამისმა სამინისტრომ მას შრომის უფლება უკვე მიანიჭა, თუმცა ფეხბურთელმა გუშინ, ევროლიგაში "უტრეხტთან" ვერ ითამაშა. 24 წლის ისაგირე "სელტიკის" თავკაცის ნილ ლენონის მეცხრე საზაფხულო შენაძენია. ის და შოტლანდიელი ჩარლი მალგრიუ მარცხენა მცველის პოზიციაზე შეცვლიან ერთმანეთს.

ისაგირე ამ ზაფხულს მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობდა. მან ესპანეტისა და ცილეს ნაკრებებთან ითამაშა, შვეიცარიასთან კი არ გახლდათ მოედანზე. ნილ ლენონმა ახალი ფეხბურთელის შესახებ ასე თქვა: "მან ჩვენთან ერთად უკვე ივარჯიშა. მართალია, ისაგირემ "უტრეხტის" წინააღმდეგ ვერ ითამაშა, მაგრამ ამიერიდან ჩვენს განკარგულებაში იქნება. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. მცველადაც ძალიან მომწონს, მარცხენა ფეხითაც კარგად აკონტროლებს ბურთს, არც სისწრაფე დაეწუნება და თავდასხმაშიც შესანიშნავად ერთვება. ჩვენ მას მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებშიც ვაკვირდებოდით და იქაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთეთ".

იგუირეზე ლაპარაკის სემდეგ "სელტიკის" მწვრთნელმა გუნდაწყვეტით აღნიშნა, რომ კრეიგ ბელამი "კარდიფში" გადავიდა. მოგეხსენებათ, ლენონს უელსელი "სელტიკში" სჭირდებოდა, თუმცა, იგი იხტიბარს არ იტეხს და ამბობს, რომ რომელიმე "დიდ სახელს" მაინც მიიყვანს "სელტიკ პარკზე". შეგახსენებთ, რომ ლენონს რამდენიმე "დიდი" ვარიანტი უკვე ჩაუვარდია. ლაპარაკი იყო დევიდ ჯეიმსზე, სოლ კემპბელსა და ჯიმი ბალარდზე.

"იმედი სულაც არ გამიტეხავს - ამბობს ლენონი - ასეთი რამეები ხდება, რაც ჩვენ იმთავითვე კარგად ვიცოდით და სხვა ვარიანტებიც გვქონდა მომზადებული. რაც შეეხება კრეიგს, მისი გუნდში აყვანა მართლა ძალიან მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა, რამაც მეტისმეტად დამწყვიტა გული. რას იზამ ცხოვრება გრძელდება. ისე კი, სწორედ კრეიგის დონის ფეხბურთელი მინდა გუნდში მივიყვანო. ასეტი რამ წინა წლებში გაგვიკეთებია და განზრახვაზე ხელს არ ავიღებთ. ახლა მიზანში რამდენიმე მოთამაშე მყავს ამოღებული. მინდა ისინი ვიყიდო. თუ გამომივა, ამას არაფერი აჯობებს, თუ არა და, ისედაც ჩინებული ფეხბურთელებით ვართ დაკომპლექტებული".

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა