ავსტრიულმა საჯინიბომ მსოფლიოს რეკორდი დაამყარა - თავისი სარბოლო მანქანა ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე საავტომობილო გზაზე გამოიყვანა
ფორმულა 1-ის საუკეთესო გუნდი "რედ ბული" ისევ ანცვიფრებს სარბოლო სამყაროს თავისი კრეატიული იდეებით.

ამჯერად ავსტრიულმა საჯინიბომ მსოფლიოს რეკორდი დაამყარა - თავისი სარბოლო მანქანა გამოიყვანა მსოფლიოში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე საავტომობილო გზაზე, რომელიც ინდოეთში, ჰიმალაის მთებში მდებარეობს.

გუნდის შვეიცარიელმა ტესტ-პილოტმა ნილ იანიმ, რომლის წინაპრები ინდოეთში ცხოვრობდნენ, ლეხის დასახლებაში ზღვის დონიდან 3300 მეტრ სიმაღლეზე აიღო სტარტი და ფორმულა 1-ის ბოლიდით მსოფლიოში ყველაზე მაღალმთიან გზას გაუყვა.

დანიშნულების ადგილი იყო დასახლებული პუნქტი - ჰარდუნგ-ლა, რომელიც ზღვის დონიდან 5600 მეტრზე მდებარეობს.

"უამრავ ადგილას გამომიცდია ფორმულა 1-ის მანქანა, მაგრამ სწორედ აქ ვიგრძენი ყველაზე დიდი სიამოვნება. ჰიმალაის მთები საოცარ შთაბეჭდილებას ქმნის, ინახავს ჩვენს ისტორიას და მე კიდევ დიდი ხანი გამყვება აქ მიღებული შეგრძნებები", - განაცხადა ფინიშის შემდეგ იანმა.

"რედ ბულის" ინჟინრებმა აღნიშნეს, რომ ძალიან რთული აღმოჩნდა მაღალმთიან პირობებში ძრავის სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფა, მაგრამ ტექნიკურმა პერსონალმა კარგად გაართვა თასი ამ ამოცანას.

ამ აქციისას კიდევ ერთი სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ დისტანციის დასკვნით ნაწილზე გზა თოვლითა და ყინულით იყო დაფარული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა