კატარის დედაქალაქ დოჰაში ფრენბურთში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მიმდინარეობს
ამ დღეებში კატარის დედაქალაქ დოჰაში ფრენბურთში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირზე პლანეტის ყველა საუკეთესო გუნდი შეიკრიბა და გუშინ ნახევარფინალური ეტაპი გაიმართა.

მამაკაცთა ტურნირზე ევროპული ფინალი გაიმართება, თუმცა მოვლენათა ამგვარი განვითარებისთვის შეეძლო ხელი შეეშალა ბრაზილიურ "სან პაულუს", რომელიც სეტებში 2:1-ს უგებდა პოლონურ "იასტრჟებსკის" და მეოთხე სეტში 9:6 იყო დაწინაურებული, მაგრამ პოლონურმა კლუბმა შეძლო თამაშის ბედის შემოტრიალება და ჯერ მეოთხე სეტში 25:13 იმარჯვა, ბოლო პარტიაში - 15:13 და ფინალში გავიდა. ამ მატჩში საუკეთესო იყო მიხალ ლაშკო, რომელმაც "იასტრჟებსკის" 23 ქულა მოუტანა.

ასევე ოთხსეტიანი იყო მეორე ნახევარფინალი, რომელშიც იტალიურმა "ტრენტინომ" ყაზანის "ზენიტი" დაამარცხა - 3:1. იტალიელებმა პირველი ორი სეტი რთულ ბრძოლაში მოიგეს, მესამეში 19:25 დამარცხდნენ, მაგრამ მეოთხე პარტიაში სრულად დომინირებდნენ მოედანზე და 25:14 გაანადგურეს რუსული კლუბი.

"ტრენტინო" საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო ორი გათამაშების ჩემპიონია. ამ გუნდს აღნიშნულ ტურნირზე 2009 წელს ჰქონდა დებიუტი და იქედან მოყოლებული დღემდე 14-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.

ქალთა ტურნირშიც ევროპული ფინალი გაიმართება. ნახევარფინალში ბებერი კონტინენტის საუკეთესო კლუბები აშკარად დომინირებდნენ ოკეანისგაღმელი გუნდების წინააღმდეგ. თურქეთის "თურქ ტელეკომმა" შარშანდელ ფინალისტს - ბრაზილიურ "სოლისს" სამ სეტში აჯობა. მატჩის საბოლოო ანგარიშია - 25:19, 25:21 და 25:19.

კიდევ უფრო დიდი იყო მეორე ნახევარფინალში ბაქოს "რაბიტას" უპირატესობა დომინიკის რესპუბლიკის კლუბ "სანტო დომინგოზე". აზერბაიჯანელებმა პირველი ორი სეტი ერთნაირი ანგარიშით - 25:15 მოიგეს, ბოლო სეტში კი 25:8 გაანადგურეს მეტოქე. გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო იყო ნატაშა ოსმორკოვიჩი, რომელმაც 19 ქულა მიითვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
ქამბექი და მოგება - საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ევროპირველობაზე ითამაშებს
ბრაზილიური საფრენბურთო გოგონათა კლუბის წევრები დაქორწინდნენ
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა