ქართველი დიდოსტატი ირინე კარიშმა სუკანდარის მიწვევით ინდონეზიის ღია ჩემპიონატში თამაშობს
შვიდი წლის წინათ ქართველი მოჭადრაკე სოფიკო გურამიშვილი ინდონეზიელებმა პერსონალურად მიიწვიეს ჯაკარტაში და თითქმის თანატოლ ნიჭიერ გოგონას - ირინე კარიშმა სუკანდარს შეაჯიბრეს. ექვსი პარტიისგან შემდგარი მატჩი ჩვენებურმა 4:2 მოიგო.

მას შემდეგ სოფიომ და ირინემ არაერთ მსოფლიოს პირველობაზე იასპარეზეს სხვადასხვა ასაკში. 2006 წელს ბათუმში მსგავს შეჯიბრებაზე გურამიშვილი 16-წლიანებში ჩემპიონი გახდა, სუკანდარმა 14-წლიანებში მე-7 ადგილი დაიკავა. ქართველმა მოჭადრაკემ მაშინ ინდონეზიელი თბილისში დაპატიჟა და დედაქალაქის ღირსშესანიშნაობანი, ასევე, მცხეთა, ჯვარი და სვეტიცხოველი დაათვალიერებინა.

ირინე მართლმადიდებელია, ყველა ტაძარში სანთლები დაანთო. სტუმარს საქართველო და ქართული სამზარეულო ისე მოეწონა, გამომშვიდობებისას იხუმრა კიდეც - რომ გავთხოვდები, ვაჟიშვილს ჯორჯს, ქალიშვილს კი ჯორჯიანას დავარქმევო.

მეგობრები უკვე დიდოსტატები არიან და მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობენ. ირინეს მიწვევით სოფიკო ახლა ისვე ჯაკარტაშია და ინდონეზიის ღია ჩემპიონატში თამაშობს. 80 მოასპარეზეს შორის 28 დიდოსტატია, სამი მათგანი კი 2700-იანთა კლუბის წევრია. ესენი გახლავთ ჩინელები - ვან იუე (2716) და ლი ჩაო (2710), რუსი ალექსეი დრეევი (1711).

შეჯიბრების სტარტზე სოფიკო გურამიშვილმა (2359) ევი ლინდიავატი (ინდონეზია) დაამარცხა, მეორე ტურის შეხვედრა ფილიპინელ დიდოსტატ ოლივერ ბარბოსასთან (2538) დათმო, გუშინ კი შავი ფიგურებით ყაზახ აბდუმალიკ ჟანსაიას სძლია. სუკანდარმა (2330) 3 ტურში 1,5 ქულას მოუყარა თავი (დაამარცხა თანამემამულე დუიაიანტი, დანებდა ინდონეზიელ სუსანტო მეგარანტოს (2530) და დაუზავდა ფილიპინელ როგელიო ანტონიოს).

რაც შეეხება ლიდერთა ჯგუფს, 3-3 ქულით ვლადისლავ ტკაჩიევი (საფრანგეთი), ოლივერ ბარბოსა (ფილიპინები) და ლი ჩაო (ჩინეთი) მეწინავეობენ. 8 მოჭადრაკეს ნახევარ-ნახევარი ქულით ნაკლები აქვს. გურამიშვილი დღეს თეთრი ფიგურებით ალექსანდერ ფიერის (ბრაზილია, 2583) დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა