"ლაგუნა ვერე" 1995-1996 და 1997-1998 წლიანთა ტურნირს მასპინძლობს, რომელიც სახელოვანი ქართველი მწვრთნელების - ვლადიმერ ბარნაბიშვილისა და როსტომ ჩაჩავას ხსოვნას ეძღვნება
გუშინ "ლაგუნა ვერეს" აუზში დაიწყო 1995-1996 და 1997-1998 წლებში დაბადებულ წყალბურთელთა ტურნირი, რომელიც სახელოვანი ქართველი მწვრთნელების - ვლადიმერ ბარნაბიშვილისა და როსტომ ჩაჩავას ხსოვნას ეძღვნება.

ასპარეზობის ინიციატორები არიან ზურაბ ჩაჩავა და ვლადიმერ გოიაშვილი. თითოეულ ასაკში 7-7 გუნდი იბრძვის საპრიზო ადგილებისთვის, მათ შორის - ორი ქუთაისიდან (ბათუმელებმა შეჯიბრებაზე ჩამოსვლა ვერ მოახერხეს).

მინიწყალბურთელთა ტურნირის პირველ დღეს უმცროს ასაკში (1997-1998 წ.წ.) ორი ტურის შეხვედრები (თითოეული პერიოდი 4 ბურთამდე გრძელდება) გაიმართა. წარმატებით იასპარეზა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "ლიგამუსმა". სოსო მაისურაძის შეგირდებმა ჯერ "იმედს" სძლიეს იოლად - 2:0 (4:0, 4:0), შემდეგ - "ივერია-2"-ს - 2:0 (4:0, 4:0) და ორი მოგებით დაწინაურდნენ. დანარჩენი პაექრობები ასე დამთავრდა: "დიღომი"-"ივერია (1)" 0:2 (0:4, 0:4), "ივერია (2)"-ქუთაისი 2:1 (2:4, 4:0, 4:3), "ლისი"-"დიღომი" 2:0 (4:0, 4:1), ქუთაისი - "იმედი" 2:0 (4:0, 4:0).

უფროს ასაკში მხოლოდ ერთი ტურის გამართვა მოესწრო: "ლიგამუსი"-"იმედი" 2:0 (4:1, 4:3), პირველი ექსპერიმენტული სკოლა-ქუთაისი 0:2 (2:4, 3:4), "თბილისი"-"ივერია" 0:2 (2:4, 1:4). ქვეჯგუფებში ორთაბრძოლები დღეს დამთავრდება, ხვალ კი ნახევარფინალური და ფინალური პაექრობები ჩატარდება.

ჭაბუკ სპორტსმენთა მატჩებს თვალს ადევნებდა სახელოვანი წყალბურთელი ზურაბ ჩაჩავა. აი, რა გვითხრა მან:

"მტკვრის სანაპიროზე არსებულ საცურაო აუზში ვისწავლე წყალბურთის თამაში ვლადიმერ ბარნაბიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც ყმაწვილთა უანგარო დამრიგებელი და თბილისის კოლორიტული პიროვნება გახლდათ. მუდამ პრინციპულს ყველასთან თბილი ურთიერთობა ჰქონდა, ერუდიციით ხიბლავდა გარშემომყოფთ. ჩემი ძმა როსტომ ჩაჩავა უფრო რთული ხასიათით გამოირჩეოდა. თუმცა, შეუდარებელი მწვრთნელი იყო. სხვა შედეგებზე რომ არაფერი ვთქვათ, მისმა დამოძღვრილმა ქართველებმა ორჯერ მოსწავლეთა საკავშირო პირველობა მოვიგეთ.

როსტომი უპირველესად აღზრდის პროცესს, არაფრისგან სახეების შექმნას აქცევდა ყურადღებას. სწორედ ამ თვისების გამო არცთუ იშვიათად კონფლიქტური სიტუაციები ჰქონდა ვარსკვლავებთან, რომლებსაც ხარვეზების გამოსასწორებლად მუშაობა არ უყვარდათ. ეტყობა, ამიტომაც ბარნაბიშვილი და ჩემი ძმაც უფრო ახალგაზრდებთან საქმიანობას ამჯობინებდნენ.

ჩვენც გადავწყვიტეთ, მათი ხსოვნის ტურნირი სწორედ ჭაბუკების მონაწილეობით გაგვემართა, თანაც მინი წყალბურთში. მოკლე წყალზე სპორტსმენებს მეტი იმპროვიზაციისა და ფანტაზიის გამოვლენის საშუალება აქვთ. სწრაფ თამაშში სპორტსმენის აზროვნების უნარიც კარგად ჩანს, ნათლად ვლინდება მისი ნიჭიერება...

დიდი მადლობა შეჯიბრების ორგანიზატორებსა და "ლაგუნა ვერეს" ხელმძღვანელობას, რომლებმაც ჭაბუკ წყალბურთელებს ასეთი ზეიმი აჩუქეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა