ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მეტოქე: ბუვაისა საიტიევიც ბრუნდება?

მეტოქე: ბუვაისა საიტიევიც ბრუნდება?

ოლიმპიადის სამგზის ჩემპიონი ჩეჩენი ფალავანი თუ მართლაც მოხვდება ლონდონში, ის დავით მარსაგიშვილის კონკურენტი იქნება
სპორტში ჩემი დაბრუნების და ლონდონის ოლიმპიადაზე გამოსვლის შესახებ მწვრთნელ დიმიტრი მინდიაშვილს დაეკითხეთო, ასე გვიპასუხა ორი კვირის წინ სახელოვანმა ჩეჩენმა მოჭიდავემ, მსოფლიოსა და ევროპის 6-6-გზის, ოლიმპიადის სამგზის ჩემპიონმა ბუვაისა საიტიევმა, როცა მსოფლიოს პირველობიდან მომავალი გზად საქართველოში შეჩერდა.

ჰოდა, დიმიტრი მინდიაშვილმაც განაცხადა - საიტიევი ვარჯიშს იწყებს და შეიძლება, ლონდონში კიდევ ერთხელ მოიგოს ოქროს მედალიო.

თუ მწვრთნელის სიტყვები გამართლდა, საიტიევი უნიკალური მოჭიდავე გახდება - პირველი ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი. ჯერჯერობით ის ალექსანდრ მედვედთან და ალექსანდრ კარელინთან ერთად სამ-სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონთა სამეულში შედის, ახლა კი ახალ სიმაღლეს უტევს. ეტყობა, საიტიევმა სპორტში დაბრუნება ამ რეკორდის გასაუმჯობესებლად უფრო გადაწყვიტა. მით უფრო, როცა კარელინმა ამის შანსი სიდნეიში დაკარგა - ფინალი ამერიკელ რულონ გარდნერთან წააგო, რეკორდის გამაუმჯობესებელი სხვა რეალური კანდიდატი ჯერჯერობით არ ჩანს.

საიტიევმა მესამე ოლიმპიური ოქრო პეკინში მოიპოვა და მას შემდეგ არც უჭიდავია - დაღესტნურ ხასავიურტში თავისი სახელობის საჭიდაო სკოლა გახსნა და მთელ დროს მის გაძლიერებას ახმარს. ის სექტემბერში სტამბოლში მსოფლიოს ჩემპიონატზე როგორღაც უჩუმრად ჩავიდა - დარბაზში ლამის არც ჩანდა. ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩვენი დელეგაციის წევრებისგან ვიცი, ის მხოლოდ ბოლო დღეს შეამჩნიეს. ეს ამხელა ლეგენდა-კაცი თავისთვის იჯდა სადღაც ტრიბუნაზე და, სამაგიეროდ, ყველაფერს ფხიზლად აკვირდებოდა. სწორედ მაშინ გაჩნდა ეჭვი, რომ სპორტში დაბრუნებას აპირებდა და სავარაუდო მეტოქეებს ზვერავდა.

თბილისში ყოფნისას თურმე ჩვენი მოჭიდავეების ისეთ ნიუანსებზე გაამახვილა ყურადღება, აშკარა გახდა, სტამბოლში ყველას გაფაციცებით აკვირდებოდა. ცხადია, განსაკუთრებით მშობლიური წონა - 74 კილოგრამი აინტერესებდა და დავით ხუციშვილზე (74) საინტერესო მოსაზრებაც გამოუთქვამს, ძალიან ნიჭიერია, მაგრამ საცოდაობაა, ტექნიკურად რომ ვერ ჭიდაობს, მწვრთნელებს გადაეცით, ილეთები ასწავლონ, სანამ ჯერ კიდევ არაა გვიან, თორემ ცოდოა ბიჭიო.

საქართველოს საიტიევი მწვრთნელ ჰამიდ საიტიევთან ერთად ეწვია, რომელთანაც მას შემდეგ ვარჯიშობდა, რაც კრასნოიარსკიდან ხასავიურტში გადმოსახლდა და მანამდელ მწვრთნელ მინდიაშვილთან ძალაუნებურად მოუხდა დაშორება, თუმცა დღემდე ინარჩუნებს მასთან ახლო ურთიერთობას. ცნობილი ფალავანი ჩვენს ქვეყანაში პირველად იმყოფებოდა და ისე მოეწონა აქაურობა, ლამის მთელი კვირა დარჩა ჯერ ბათუმში, მერე კი - თბილისში.

დიმიტრი მინდიაშვილმა ზემოაღნიშნული განცხადება რუსულ მედიასთან გააკეთა, რომლებიც მწვრთნელს გროზნოდან დაბრუნების შემდეგ შეხვდნენ, სადაც პრეზიდენტ რამზან კადიროვის თასის გათამაშებაზე იმყოფებოდა. ინტერვიუს დასაწყისში მინდიაშვილმა აღნიშნა, რაოდენ უხარია კავკასიაში სტუმრობა, რადგან მისი სამშობლოც იქაა, თუმცა რატომღაც მხოლოდ კახეთი ახსენა და არა საქართველო!

ვერ გეტყვით, ეს რუსი ჟურნალისტების ინტერპრეტაცია იყო თუ მართლაც არ უხსენებია. მას შემდეგ, რაც მინდიაშვილმა დღევანდელი გროზნო ადრინდელს შეადარა, როცა პირველად ყოფილა იქ ჩასული, და აქო ახლანდელი, ჭიდაობაზე საუბრის ჯერიც დადგა და სწორედ აქ გააცხადა საიდუმლო, რომელსაც, ალბათ, მთელი საჭიდაო სამყარო მოუთმენლად ელოდა. "ყველა მოსწავლე ჩემი "ლიუბიმჩიკია" და არა მხოლოდ საიტიევი.

ყველას ვერ ჩამოვთვლი - ისინი ძალიან ბევრნი არიან, საიტიევი კი უკვე ლეგენდაა, უნიკალური ადამიანი. მან სამჯერ მოიგო ოლიმპიადა ისეთ წონაში, რომელშიც მუდამ არაჩვეულებრივად დიდი კონკურენციაა და სადაც საიტიევამდე ოლიმპიური ჩემპიონი არც გვყოლია. მას არ აფერხებს არანაირი ტრავმა, არანაირი სიძნელე, ის ნამდვილი გმირია. უკვე არავითარი საიდუმლო არ არსებობს - მან თავად განაცხადა, რომ იწყებს ვარჯიშს" - ასე დაახასიათა შეგირდი მინდიაშვილმა და მისი უახლოესი გეგმებიც გაგვაცნო.

მწვრთნელმა გამორიცხა წარმატებით დაბრუნება იანვრის ბოლოს გასამართ ივან იარიგინის მემორიალზე: "იარიგინის მემორიალი ადრე იქნება მისთვის, მაგრამ ამის შემდეგაც ტარდება არაერთი შეჯიბრება. მნიშვნელობა არ აქვს, მოიგებს თუ წააგებს - ამ ეტაპზე მისთვის მთავარი ტონუსში შესვლაა. მას მთელი სამი წელიწადი არ უჭიდავია, რაც დიდი დროა".

თურმე ნუ იტყვით - საიტიევი წონას იცვლის და 84-ში გადადის, სადაც ადრე მისი ძმა, ასევე მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიადის ჩემპიონი ადამ საიტიევი ჭიდაობდა.

მინდიაშვილმა ერთ-ერთ შესაძლო სიძნელედ წონის შეცვლაც დაასახელა: "მას აუცილებლად დასჭირდება ახალ წონაში ადაპტირება, სათანადო კონდიციებში შესვლა. ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია ვიფიქროთ რუსეთის ჩემპიონატზე, სადაც ლონდონის ოლიმპიადაზე წამსვლელი გაირკვევა. დარწმუნებული ვარ, საიტიევი იქ ჩემპიონი გახდება. მსოფლიოს ჩემპიონატზე სერიოზულად ვაკვირდებოდი მონაწილეებს 84-ში. ბუსიკი (საიტიევის მოფერებითი სახელია. ავტ.) ყველას მოუგებს მათ!"

საიტიევის დაბრუნებასა და შესაძლო წარმატებაზე რამდენიმე ქართველი მწვრთნელის აზრი ასეთია - მას ერთი-ერთზე ნებისმიერთან შეუძლია მოგება, მაგრამ ძნელია თქმა, რამდენად ეყოფა ძალები მთლიანი ტურნირის საჭიდაოდ. სავარაუდოდ, მას ცალკეულ შეხვედრებს უყიდიანო. ფიზიკური მომზადება და გამძლეობა მართლაც საყურადღებოა, თუმცა ამ კონტექსტში აუცილებლად უნდა ვახსენოთ მისი მწვრთნელი ფიზმომზადებაში სალიმ ნუცალხანოვი. ისიც ხასავიურტელია და ისეთ ცნობილ ფალავნებთან უმუშავია, როგორიც ბილიალ მახოვი და მახაჩ მურთაზალიევი არიან. 2008 წელს ნუცანხალოვი საგანგებოდ გადაიყვანეს კრასნოიარსკში სწორედ საიტიევის მოსამზადებლად და პეკინურ ოქროში მისი დიდი წვლილიცაა - ნახევარფინალში ბულგარელ კირილ ტერზიევთან მოგების შემდეგ ბუვაისამ განაცხადა, ფიზიკურად ასე კარგად მომზადებული არასოდეს ვყოფილვარო. თუმცა გაურკვეველია, გააგრძელებს თუ არა მასთან მუშაობას - ორივე ამჟამად ხასავიურტში კი ცხოვრობს, მაგრამ მინდიაშვილი კრასნოიარსკშია.

როგორც ვხედავთ, საიტიევი თუ მართლაც მოხვდება ლონდონის ოლიმპიადაზე, ევროპული ვერცხლისა და მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსან დავით მარსაგიშვილის კონკურენტი იქნება, თუმცა ძველ წონაშიც რომ დარჩენილიყო, ჩვენი მდგომარეობა ოდნავადაც არ იცვლებოდა - იქაც და აქაც ოლიმპიური ოქროს კანდიდატი გვყავს, ჩეჩენი კი ორივეგან მათი უმთავრესი მეტოქე იქნებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• maxo-wrestler

ავტორს დიდი მადლობა ასეთი სტატიისთვის,რაც შეეხება საიტიევს ის ერთი ერთზე ალბათ მართლა ძალიან ბევრს მოუგებს მაგრამ შეიძლება არ ეყოს გამძლეობა მთელი ტურნირის მოსაგებად,ახალგაზრდა ხომ აღარაა,მარა ვნახოთ ყველაფერი წინაა,მე მაინც მარსაგასი მეიმედება ნიჭიერი ბიჭია

[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!

[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა

[VIDEO] წარმატებული დებიუტი - მაჭარაშვილმა ბიუკენენი ეფექტური ილეთით დაამარცხა

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო