მე-14 ტურში ბრძოლა მხოლოდ მეოთხე ადგილისთვის იქნება, რაც მის ფლობელს საშუალებას მისცემს პლეი ოფში იასპარეზოს და ჩემპიონობისთვის იბრძოლოს
საქართველოს ჩემპიონატის ბოლო, მე-14 ტურში ბრძოლა მხოლოდ მეოთხე ადგილისთვის იქნება, რაც მის ფლობელს საშუალებას მისცემს პლეი ოფში იასპარეზოს და ჩემპიონობისთვის ბრძოლა განაგრძოს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატის რეგულარული გათამაშება რამენიმე ტურით ადრე ქუთაისის "აიამ" მოიგო. ქუთათურებმა მთელი სეზონი სტაბილურად კარგად ჩაატარეს და აქამდე მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ.

"აიას" მეტოქე პლეი ოფში, რომელიც სამხრეთული სისტემით ტარდება, "არმია" იქნება. ამ გუნდმა ასევე რამდენიმე ტურით ადრე დაიბევა მეორე ადგილი. არმიელები "აიას" შესარჩევ ფინალში ქუთაისში ეთამაშებიან. მანამდე კი რეგულარული გათამაშების ბოლო ტურში ქუთათურებს თბილისში უმასპინძლებენ.

ამ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ის უბრალოდ შესარჩევი ფინალის რეპეტიცია იქნება, რაც უშეღავათო, თავდადებულ ბრძოლას სულაც არ გამორიცხავს.

პირველ წრეში ამ გუნდებს შორის დაპირისპირება, რომელიც მალთაყვაში გაიმართა "აიამ" 17:15 მოიგო. "არმია", ცხადია, რევანშის აღებას შეეცდება, რათა შესარჩევი ფინალის წინ დადებით განწყობა შეიქმნას.

შეგახსენებთ, რომ შესარჩევ ფინალში დამარცხებული შეჯიბრებას არ გამოეთიშება, არამედ გასავარდნ ფინალში გამარჯვებულს გაეჯიბრება. იქ კი, სატურნირო ცხრილში მესამე და მეოთხე ადგილზე გასულები გაარკვვენ ურთიერთობას.

გასავარდნი ფინალის ერთი მონაწილე უკვე ცნობილია, ეს ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტვია". რკინიგზელებმა ამის უფლება წინა, მე-13 ტურში თბილისის "აკადემიის" დამარცხბით გაინაღდეს. ბოლო ტურში კი თბილისის "არმაზს" ეთამაშებიან, რომელიც ამჟამად 11 ქულით მე-5 ადგილზეა და ასევე პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის.

არმაზელებმა შესაძლოა "ლოკომოტივი" დაამარცხონ კიდეც, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება საპლეიოფო ოთხეულში მოსახვდრად. საამისოდ საჭიროა, რომ 12 ქულით მეოთხე ადგილზე მყოფმა "ლელომ" წააგოს "აკადემიასთან".

თავის მხრივ პლეი ოფში გასვლის შანსი აქვს "აკადემიასაც". ოთხეულში ის იმ შემთხვევაში მოხვდება, თუ "ლელოს" მოუგებს და "არმაზი" კი "ლოკომოტივთან" დამარცხდება.

ლელოელებმა, რომლებსაც მსოფლიოს თასის გათამაშებიდან წამყვანი მოთამაშეები ლაშა ხმალაძე და ალექსანდრე თოდუა დაუბრუნდნენ, საქმე წინა მე-13 ტურში გაირთულს, როცა სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერთან, რუსთავის "ხარებთან" 14:17 წააგეს.

ცხადია, ეს ორი მორაგბე გუნდისთვის საკმაოდ დიდი ძალაა, თუმცა ლელოელთა მეტოქე, "აკადემია" ბოლომდე შეუპოვრად მებრძოლი გუნდია, რომელსაც ნებისმიერი დასახული მიზნის მიღწევა ძალუძს.

თანაც, აკადემიელებს მარცხის შემთხვევაში სულაც ბოლოსწინა ადგილზე დაქვეითება ემუქრებათ. ოღონდ მაშინ, თუ რუსთავის "ხარები" სტუმრად ბოლოადგილოსან "ყოჩებს" დაამარცხებს.

ერთი სიტყვით, ბოლო ტურის მატჩებს სატურნირო ცხრილში ბევრი ცვლილების შეტანა შეუძლია. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ არაფერი შეიცვალოს. ამ შემთხვევაში თავიანთი მატჩები "ლელომ", "ლოკომოტივმა" და "ყოჩებმა" უნდა მოიგონ.

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. აია 13 12 0 1 +221 24

2. არმია 13 9 1 3 +126 19

3. ლოკომოტივი 13 7 0 6 +24 14

4. ლელო 13 6 0 7 +14 12

5. არმაზი 13 5 1 7 -34 11

6. აკადემია 13 4 3 6 -29 11

7. ხარები 13 5 0 8 -106 10

8. ყოჩები 13 1 1 11 -216 3

ბზის თასი

22 ნოემბერი

გასავარდნი ფინალი

შესარჩევი ფინალი

29 ნოემბერი

წინასწარი ფინალი

5 დეკემბერი

დიდი ფინალი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად