"მილანის" მწვრთნელმა "პალერმოსთან" 3:0 მოგებულ თამაშზე საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ "როსონერი" ქულების მოპოვებას ურყევად დაიწყებს
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "პალერმოსთან" 3:0 მოგებულ თამაშზე საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ "როსონერი" ქულების მოპოვებას ურყევად დაიწყებს.

"გუნდებმა კარგი თამაში აჩვენეს, თუმცა შესაძლოა პირველ წუთებში არასაკმარისად თავდაჯერებულად ვთამაშობდით. ნათელია, რომ წინ გასვლა ზლატან იბრაჰიმოვიჩის, რობინიოს და ანტონიო კასანოს ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე შევძელით. ასევე მოედნის ცენტრში მაღალ ტემპში თამაში გამოგვივიდა.

იმის მიუხედავად თუ როგორ გამოდიან სხვა გუნდები, ჩვენ გამარჯვების გზაზე დავბრუნდით და დამაჯერებელ ფორმაში ვიმყოფებით. აუცილებელია ის ქულები მოვიპოვოთ, რომელიც პირველ ხუთ ტურში დავკარგეთ. დღეს უპირველეს ყოვლისა, მნიშნელოვანი სამი ქულაა და ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ აღმასვლას დავიწყებთ.

ბოლო ორი დღის მანძილზე აქცენტს ფიზიკურ მომზადებაზე ვაკეთებდით. "იუვენტუსთან" მატჩში ბურთის კონტროლი არ გამოგვდიოდა და დაღლა ადრე ვიგრძენით. იმედია, სწორი დასკვნები გავაკეთეთ. "პალერმოსთან" თამაშში ორგანიზებულ გუნდთან მოგვიხდა დაპირისპირება, ამიტომ ეს იოლი გამარჯვება არ ყოფილა", - განაცხადა ალეგრიმ.

მომზადებულია Sky Sport Italia-ს მიხედვით

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა