ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

პროფესიონალებთან უფრო ადვილია

პროფესიონალებთან უფრო ადვილია

ამერიკაში ბევრს არ უყვარს დიუკის უნივერსიტეტის ცნობილი საკალათბურთო გუნდი, მაგრამ კალათბურთში გათვითცნობიერებული ნებისმიერი ადამიანი აღიარებს ამ გუნდის მწვრთნელის მაიკ კრჟიჟევსკის ავტორიტეტს.

ამერიკაში ბევრს არ უყვარს დიუკის უნივერსიტეტის ცნობილი საკალათბურთო გუნდი, მაგრამ კალათბურთში გათვითცნობიერებული ნებისმიერი ადამიანი აღიარებს ამ გუნდის მწვრთნელის მაიკ კრჟიჟევსკის ავტორიტეტს. სტუდენტური ლიგის ოთხი საჩემპიონო ტიტული, 2008 წლის ოლიმპიური ოქრო, ამერიკის ნაკრების აღორძინება - ეს ყველაფერი ამ თავშეკავებული, ასკეტური გარეგნობის პოლონელის მაღალ კლასზე მეტყველებს.

მორიგი დიდი საერთაშორისო ფორუმის წინ "მწვრთნელი კეი" (ასე უწოდებენ მაიკ კრჟიჟევსკის ამერიკაში) ენთუზიაზმით არის სავსე. და ეს იმ ყველა პრობლემის მიუხედავად, რომელიც ამერიკის ახალ ნაკრებს შეექმნა. შეგახსენებთ, რომ პეკინის ოლიმპიადის არც ერთმა (!) ჩემპიონმა არ ისურვა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნაკრების ნულიდან შექმნა გახდა საჭირო. არადა, ამ გუნდისგან მხოლოდ ოქროს მედლის მოპოვებას ელიან. ნებისმიერი სხვა შედეგს სამშობლოში ჩავარდნად აღიქვამენ - ამაში ეჭვი არავის ეპარება.

საწვრთნელი შეკრების პროცესში ამერიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკ კრჟიჟევსკიმ ინტერვიუ მისცა Yahoo Sports-ს.

- სტუდენტების გაწვრთნა, რასაც უკვე მრავალი წელია მისდევთ და პროფესიონალებთან მუშაობა - აბსოლუტურად განსხვავებული საქმიანოებებია. რაში მდგომარეობს მთავარი განსხვავება "დიუკში" მუშაობასა და ნაკრებში მოღვაწეობას შორის, სადაც თქვენ საქმე გაქვთ არა სტუდენტებთან, არამედ NBA-ის ვარსკვლავებთან?

- ყველაზეა მთავარია - გქონდეს ამ ბიჭებთან მუშაობის საჭირო გამოცდილება. ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის. უნდა გესმოდეს განსხვავება მათ და დანარჩენ კალათბურთელებს შორის. ისინი უმაღლესი დონის პროფესიონალები არიან, თითოეულ მათგანს გააჩნია ღირსების გრძნობა, საკუთარი "მე". ამაში ცუდი არაფერია, უბრალოდ ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ბრწყინვალედ იციან თავიანთი ადგილი და მნიშვნელობა. თქვენ არ გჭირდებათ მათთვის რაიმეს სწავლება, ნებისმიერ იდეას სწრაფად ისრუტავენ. ისინი - არა სკოლის მოსწავლეები, არამედ მაღალი კლასის მზა სპეციალისტები არიან.

- ანუ ისინი უბრალოდ კალათბურთს თამაშობენ და მეტი არაფერი?

- დიახ, ისინი უბრალოდ თამაშობენ და ხანდახან ამაში ხელი არ უნდა შეუშალო. მაგრამ ამავდროულად, პროფესიონალები მზად არიან გაითვალისწინონ თქვენი ყველა აზრი, რჩევა თუ იდეა, თანაც გაცილებით სწრაფად და იოლად, ვიდრე ამას სტუდენტები აკეთებენ. ეს ბიჭები შესანიშნავად აცნობიერებენ სიტყვა - "პასუხისმგებლობას", ამასთან ერთად, არ ივიწყებენ თავიანთ როლს ერთ მთლიან კოლექტივში. ამ მხრივ მათთან მუშაობა უფრო იოლია, ვიდრე სტუდენტებთან.

- რამდენად განსხვავებულია სამუშაო პროცესი? სტუდენტურ ჩემპიონატში გრძელ სეზონს არაფერი აქვს საერთო მოკლევადიან მსოფლიოს ჩემპიონატთან, რომელიც სულ რაღაც ორ-სამ კვირაში სრულდება.

- განსხვავება ძალიან დიდია. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ საერთოდ არ გვაქვს ერთიანი გუნდის შესაქმნელი დრო. ჩემი საუნივერსიტეტო კლუბის მომზადებისას, ზუსტად მაქვს წარმოდგენილი, ვის რა შეუძლია და რომელ სათამაშო რგოლში გვექნება უპირატესობა. ნაკრების შემთხვევაში სულ სხვა სიტუაციაა. მახსოვს, ამასწინ ვიღაცამ მკითხა: "რამდენი დრო დაგჭირდათ გუნდის შესაქმნელად?" დავფიქრდი და ვუპასუხე: "ოთხი დღე". ცოტაა არა? სხვა ნაკრებებს ამ მხრივ უპირატესობა აქვთ, ბევრი გუნდი მრავალი წლის განმავლობაში იქმნებოდა და მათ შეთამაშებული შემადგენლობა ჰყავთ.

- თქვენ ილაპარაკეთ NBA-ის თითოეული მოთამაშეში არსებული "მეს" შესახებ და აღნიშნეთ, რომ ეს ცუდი არ არის. მაგრამ თქვენ არ გაქვთ ვარსკვლავებთან მუდმივი მუშაობის გამოცდილება....

- ეს ნორმალური სამუშაო პროცესია. თითოეული მოთამაშე მიჩვეულია კლუბში თავის როლს, მაგრამ ნაკრებში, შესაძლოა, სულ სხვა ფუნქციის შესრულება დაევალოს. ჩვენ მათგან ახალ პირობებთან ადაპტაციას ვითხოვთ, მაგრამ გარკვეული ვალდებულებები მწვრთნელებსაც გაგვაჩნია - ჩვენც უნდა მოვახდინოთ ადაპტირება მოთამაშეებთან. ძირითადად, ეს არის ინსტინქტებზე აწყობილი თამაში და თუ ჩვენ მხედველობაში არ მივიღებთ შეგირდების ინსტინქტებს, ეს იმას ნიშნავს, რომ საქმეს ცუდად ვაკეთებთ.

- ვარსკვლავებთან ადაპტირების უნარი თუ გამოგადგათ სტუდენტებთან მუშაობაში?

- რა თქმა უნდა, მე ვსწავლობ - ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია პროცესია ჩვენს საქმეში. მე მქონდა ბედნიერება მემუშავა ისეთი ბრწყინვალე სპეციალისტების მხარდამხარ, როგორებიც არიან ნეიტ მაკმილანი, მაიკ დ'ანტონი, ჯიმ ბოჰაიმი, ჯეი ტრაიანო. მე მათ საკუთარ იდეებს ვუზიარებ, ერთმანეთს აზრებს ვუცვლით და ამასთან ერთად, ვსწავლობ თითოეული მოთამაშის ჩვევებსა და მანერებს. სწორედ ეს არის სამწვრთნელო სამუშაო, გუნდის მზადების პროცესი, რომელიც სტანდარტული ვერასოდეს იქნება. შენ მუდმივად უნდა იზრდებოდე.

- ეროვნულ ნაკრებში მუშაობა - სტუდენტურ ჩემპიონატში მონოტონური სამუშაოსგან დასვენების კარში საშუალებაა?

- ასე ვერ ვიტყოდი. ეს არის შეუფასებელი გამოცდილების მიღების უნიკალური შესაძლებლობა. და კიდევ, ეს უდიდესი პატივია.

ლელო

გერმანიამ სერბეთი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

ზედიზედ მეორედ - აშშ მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა [VIDEO]

დონჩიჩის ლიდერობით - სლოვენიამ იტალია ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა

ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო

გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია

[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა