ბრიანტის დამარცხების შემთხვევაში, ჩვენებურს დიდი შანსი აქვს ვიქტორია აზარენკას დაუპირისპირდეს
დღეიდან ლუქსემბურგის ღია პირველობა იწყება, რომლის საპრიზო ფონდი 220 ათასი დოლარია. 21 წლის ანა ტატიშვილი (91) ტურნირის ძირითად ბადეშია და 10 წლით უფროს იტალიელ ალბერტა ბრიანტის (74) ხვდება.

თუკი ჩვენი თანამემამულე გაიმარჯვებს, დიდი შანსია, მერვედფინალში პირველ ნომრად განთესილ ბელარუს ვიქტორია აზარენკას შეხვდეს. შეგახსენებთ, რომ აზარენკა მსოფლიოს მე-3 ჩოგანია.

სოფიო შაფათავა (265) მოსკოვში "კრემლის თასის" (720 ათასი დოლარი) საკვალიფიკაციო ბადეში თამაშობდა, მაგრამ, სამწუხაროდ, პირველივე შეხვედრაში დამარცხდა რუს ეკატერინა ივანოვასთან - 3:6, 4:6.

მაკა ჩახნაშვილს (183) სულ ცოტა დააკლდა ესპანურ ტრიუმფამდე, პირველ ნომრად განთესილი ქართველი სანტ კუგატის ტურნირის (25 ათასი დოლარი) ფინალში დამარცხდა.

მანამდე მაკამ ნახევარფინალში პერუელ ბიანკა ბოვოს (350) მოუგო, ოღონდ მეტოქის ტრავმის ხარჯზე - 5:7, 0:1, ასე აგებდა მაკა, როცა სამხრეთამერიკელმა ბრძოლა ვეღარ განაგრძო. ფინალში ჩახნაშვილი მე-5 ნომრად განთესილ უნგრელ რეკა-ლუკა იანისთან (202) დამარცხდა - 4:6, 2:6. არადა, აქამდე მისთვის ყველა თამაში მოგებული ქონდა.

ერევანში (10 ათასი დოლარი) ფინალში წააგო მე-4 ნომრად განთესილმა თათია მიქაძემაც (517). მას მე-8 ნომრად განთესილმა სლოვაკმა ანა შმიედლოვამ (748) მოუგო - 6:4, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა