უფროსთა ნახევარფინალში "ივერიამ" "იმედს" სძლია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "ლიგამუსმა" "ლისი" დაამარცხა
"ლაგუნა ვერეს" აუზში გუშინ დამთავრდა 1995-1996 და 1997-1998 წლებში დაბადებულ მინიწყალბურთელთა ტურნირი, რომელიც სახელოვანი მწვრთნელების - ვლადიმერ ბარნაბიშვილისა და როსტომ ჩაჩავას ხსოვნას მიეძღვნა.

ყოფილი წყალბურთელების - ზურაბ ჩაჩავას და ვლადიმერ გოიაშვილის ინიციატივით ეს შეჯიბრება 2009 წლიდან წლეულს მესამედ გაიმართა. ორივე ასაკში 14 გუნდი მონაწილეობდა, მათ შორის ორი - ქუთაისიდან.

ჯგუფური ორთაბრძოლების შემდეგ გუშინ გადამწყვეტი პაექრობები გაიმართა. უფროსთა ნახევარფინალში "ივერიამ" "იმედს" 2:0 (4:0, 4:1 - პერიოდები 4 ბურთამდე გრძელდებოდა) სძლია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "ლიგამუსმა" "ლისი" დაამარცხა - 2:0 (4:3, 4:1). ფინალში ივერიელებმა (ინწკირველი, ჯმუხაძე, ნადირაძე, ჩანტლაძე, კახეთელიძე, ზაქარეიშვილი, ყაზახიშვილი, ჯახაია, მწვრთნელები - ბორის მეგედი და ზურაბ ქოიავა) ლიგამუსელებთან პირველი პერიოდი დაძაბულ ორთაბრძოლაში 3:4 დათმეს, მეორე და მესამე პერიოდები კი იოლად მოიგეს - 4:0, 4:1 და მთავარი პრიზიც დაიმსახურეს. მეორე იყო "ლიგამუსი", მესამე ადგილი "იმედის" მძლეველმა (2:0) "თბილისმა" დაიკავა.

უმცროს ასაკშიც (1997-1998 წ.წ.) "ივერიის" გუნდმა (აბაიაძე, რევია, გვაზავა, პაპიძე, მაგრაქველიძე, ბითაძე, კიტია, ბარდაველიძე, მწვრთნელები - მეგედი და ქოიავა) იყოჩაღა. ნორჩმა ივერიელებმა ნახევარფინალში თავიანთ მეორე გუნდს მოუგეს 2:0 (4:0, 4:2), "ლიგამუსმა" კი "ლისი" ჩამოიშორა გზიდან - 2:0 (4:0, 4:0;), თუმცა ფინალში "ივერიას" სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია, 0:2 (2:4, 2:4) დანებდა და მე-2 ადგილს დასჯერდა, მთავარი პრიზი უმცროსებშიც ივერიელებს ხვდათ. მესამე ადგილზე მათი მეორე გუნდა გავიდა.

- ვლადიმერ ბარნაბიშვილი და როსტომ ჩავავა იმსახურებენ, რომ მათი სახელობის ტურნირები ტრადიციულად ტარდებოდეს ჩვენს დედაქალაქში, - გვითხრა ვლადიმერ გოიაშვილმა. - ბარნაბიშვილი თბილისის ნამდვილი კოლორიტი იყო. იგი ძმასთან ერთად მოხალისედ წავიდა მეორე მსოფილო ომში. სულ ბრძოლის წინა ხაზზე იყო. ომის შემდეგ გერმანიაში იმსახურა. შინ დაბრუნებული სამხედრო ფორმით რუსთაველზე რომ გაისეირნებდა, გამვლელებს თვალი ზედ რჩებოდათ. მწვრთნელობითაც გამორჩეული იყო თანამედროვეებში. უაღრესად განათლებულ პიროვნებას შეგირდები მონუსხულები შეყურებდნენ. უამრავი სახელოვანი სპორტსმენი აღზარდა.

ქართული წყალბურთის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა როსტომ ჩაჩავამ, რომელმაც თავისი მოღვაწეობა "კუპალნიაზე" დაიწყო, მერე მოსკოვში გადავიდა, მაგრამ როგორც კი დასჭირდა სამშობლოს, უმალ დაუბრუნდა საქართველოს ნაკრებს. 1956 წელს საბჭოთა კავშირის ხალხთა პირველ სპარტაკიადაზე სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოვიპოვეთ ვერცხლის მედლები.

ვლადიმერსაც და როსტომსაც ძალიან უყვარდათ ახალგაზრდებთან მუშაობა, ამიტომ სიმბოლურიცაა, მათი ხსოვნის აღსანიშნავ ტურნირში ჭაბუკთა გუნდებმა რომ იასპარეზეს. "ლაგუნა ვერეს" დირექციამ ტურნირის მონაწილეებს აუზი უსასყიდლოდ დაუთმო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა