დუდუ დადიანის მემორიალის წლევანდელმა გამარჯვებულმა "ქუთაისმა" საკუთარ დარბაზში "დინამოს უმასპინძლა და დამაჯერებლად მოიგო
"ქუთაისი"-"დინამო" 108:73

33:17, 23:14, 26:24, 26:18

ქუთაისი: ფაშაევი (12), ბაბუნაშვილი (12), დიდია (9), ცეკვავა (20), დ.ბარბაქაძე (16), ტუკვაძე (5), ცირეკიძე (2), ლომინაშვილი (11), გ.ბარბაქაძე (15), კუჭავა (1), კოღუაშვილი, ქორიძე (5)

დინამო: ბაქრაძე (12), სანაძე (16), მარხვაშვილი (13), კეიდია (10), სუხიშვილი (9), ლეჟავა (4), ლომიძე, ალხანაიძე (5), მეხრიშვილი, ჯანგველაძე (4)

მსაჯები: ზ. მაჩალაძე, მ ანდღულაძე

დუდუ დადიანის მემორიალის წლევანდელმა გამარჯვებულმა "ქუთაისმა" საკუთარ დარბაზში თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და ზედმეტი ძალების დაუხარჯვად 35 ქულიანი სხვაობით გაიმარჯვა.

მალხაზ კოხრეიძის შეგირდები, რომ ბრწყინვალე ფორმაში არიან ეს დადიანის მემორიალზეც გამოჩნდა, გუშინ კი ქუთათურებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრეს. თბილისელებმა მათ ღირსეული წინააღმდეგობა მხოლოდ მესამე პერიოდში გაუწიეს (24:26), მატჩის დანარჩენ ნაწილში კი ფაქტიურად მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა.

იმერლებს ძირითადის ცენტრი რიჩარდ მათიაშვილი აკლდათ, რომელსაც ბებია გარდაეცვალა და ამ მიზეზით ტოვებდა შეხვედრას, თუმცა "ქუთაისმა მის გარეშეც შესანიშნავად ითამაშა და დარბაზში შეკრებილი 800-მდე ქომაგი შინ გახარებული გაისტუმრა. ქუთაისელთაგან ათქულიან ზღვარს ექვსი კალათბურთელი გადასცდა. ყველაზე შედეგიანი გიორგი ცეკვავა იყო, რომელმაც მოედანზე 33:44 წუთი დაჰყო.

ამ ხნის განმავლობაში მან 7-დან 4 სამქულიანი, 9-დან 3 ორქულიანი, 2-დან ორივე საჯარიმო ჩააგდო და 20 ქულა მოაგროვა. შედეგიანად გაისარჯნენ ძმები დავით (16ქ.) და გიგი (15ქ.) ბარბაქაძეები. ისინი ჩვეულებისამებრ ეფექტური თამაშით გამოირჩეოდნენ და ლამაზი კომბინაციებითა თუ ჩატენვებით ტრიბუნებზე შეკრებილი ხალხი რამდენჯერმე აღაფრთოვანეს.

აქვე უნდა ითქვას, რომ გიგი ბარბაქაძემ სამი სამქულიანი ისროლა და კალათში სამივე მოათავსა. იგივე შედეგი გაიმეორა რევაზ დიდიამაც, რომელმაც ცხრავე ქულა ზუსტი სამქულაინებით მოიპოვა. საშუალო დისტანციიდან კარგად ისროდა ქუთაისელთა აზერბაიჯანელი ლეგიონერი ზაურ ფაშაევი, რომელმაც, საბოლოოდ 12 ქულას მოუყარა თავი.

რაც შეეხებათ სტუმრებს, მათგან საუკეთესო დუდა სანაძე იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 16 ქულა შესძინა. პირველი ტაიმი ქუთათურებმა 56: 31 მოიგეს. მეორე ნახევარში მალხაზ კოხრეიძემ რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი დაასვენა და თამაშში სათადარიგოები ჩართო, თუმცა მასპინძლებს უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ და შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვინგსმა ფრთები თელავთან გაშალა | დებიუტანტმა პირველი გამარჯვება მოიპოვა
გურჯაანმა ვსა-ც დაამარცხა | თსუ-მ რუსთავში იმარჯვა და პირველობა გაიმყარა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა