ანენის მსგავსად, მკურნალობის პროცესს აგრძელებს არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო, რომელსაც მაჯის ტრავმის გამო თითქმის მთელი სეზონი გაუცდა.

ანენის მსგავსად, მკურნალობის პროცესს აგრძელებს არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო, რომელსაც მაჯის ტრავმის გამო თითქმის მთელი სეზონი გაუცდა.

ჩოგბურთელის მწვრთნელი დიეგო რივასი ამბობს, რომ ოპერაციის შემდეგ მისი შეგირდის გამოჯანმრთელება ზუსტი გრაფიკით მიმდინარეობს და ხუან მარტინი მალე სრული დატვირთვით დაიწყებს ვარჯიშს.

"მაჯაში ტკივილს აღარ გრძნობს, ამიტომაც მალე ვარჯიშებსაც დავიწყებთ, - აცხადებს რივასი, რომელიც გამორიცხავს დელ პოტროს ამერიკის ღია პირველობაზე თამაშს. - მაგრამ დანამდვილებით შემიძლია იმის თქმა, რომ ხუან მარტინი არ ითამაშებს "დიდი სლემის" ბოლო ტურნირზე".

შეგახსენებთ, რომ დელ პოტრო აშშ-ის ღიას მოქმედი ჩემპიონია. შარშან არგენტინელმა ფინალში შვეიცარიელი როჯერ ფედერერი დაამარცხა.

ამასობაში, ამერიკის ღია პირველობის ორგანიზატორებმა ქალებს შორისაც დაასახელეს "უაილ-ქარდის" მფლობელები. სპეციალური მიწვევა მიიღო ხუთმა ამერიკელმა - ქვეყნის სტუდენტური ჩემპიონატის გამარჯვებულმა ჩელსი გალიქსონმა, ჯეიმი ჰემპტონმა, კრისტინა მაკჰეილმა, იუნიორებს შორის ამერიკის ჩემპიონმა შელბი როჯერსმა და კოკო ვანდევეგემ. ამათ გარდა, ძირითად ბადეში მოხვდებიან ავსტრალიელი სოფია ფერგიუსონი და ფრანგი ვირჟინ რაზანო. კიდევ ერთი უაილდ-ქარდი სპეციალურ ტურნირზე გათამაშდება, რომელიც ამ კვირის ბოლოს ფლორიდაში გაიმართება.

ტურნირები

ATP

Masters

ცინცინატი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 430 000 დოლარი

II წრე

რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-ტეილორ დენტი (აშშ) 6:2, 7:5; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-ვიქტორ ტროიცკი (სერ) 6:3, 7:5; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-დენის ისტომინი (ყაზ) 5:2 ისტომინის უარი; ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-ჟერემი შარდი (საფ) 6:3, 6:7(3), 6:2; რობინ სიოდერლინგი (შვედ, 5)-ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრა) 4:6, 6:3, 7:5; ნიკოლაი დავიდენკო (რუს, 6)-რობი ჯინეპრი (აშშ) 6:2, 6:7(5), 6:2; მარდი ფიში (აშშ)-ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 8) 7:6(1), 7:6(4); ენდი როდიკი (აშშ, 9)-ტიემო დე ბაკერი (ჰოლ) 7:6(4), 6:4; დავიდ ფერერი (ესპ, 10)-სემ კუერი (აშშ) 7:5, 6:2; ერნესტ გულბისი (ლატ)-იურგენ მელცერი (ავსტრია, 13) 6:7(8), 6:3, 7:6(5); ჟულიან ბენეტო (საფ)-სტანისლას ვავრინკა (შვეიც) 6:4, 6:2; დავიდ ნალბანდიანი (არგ)-ჯონ ისნერი (აშშ) 4:5 ისნერის უარი; რიშარ გასკე (საფ)-მიხაელ ბერერი (გერ) 6:4, 6:2; ფილიპ კოლშრაიბერი (გერ)-ალეხანდრო ფალა (კოლ) 6:0, 1:6, 6:3.

1/8 ფინალი

ნადალი (1)-ბენეტო; ბაღდატისი-ბერდიხი (7); ფედერერი (3)-კოლშრაიბერი; ფერერი (10)-დავიდენკო (6); ფიში-გასკე; გულბისი-მიურეი (4); სიოდერლინგი (5)-როდიკი (9); ნალბანდიანი-ჯოკოვიჩი (2).

WTA

Rogers Cup

მონრეალი (კანადა). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 000 000 დოლარი

II წრე

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 2)-პატი შნიდერი (შვეიც) 7:5, 7:5; ელენა დემენტიევა (რუს, 4)-კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ) 6:2, 6:4; კიმ კლაისტერსი (ბელ, 5)-ბეტანი მატეკი (აშშ) 4:6, 6:4, 6:3; ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 6)-ეკატერინა მაკაროვა (რუს) 6:4, 6:7(5), 6:2; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 7)-ვანია კინგი (აშშ) 6:0, 6:3; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 10)-მარია კირილენკო (რუს) 6:4, 6:1; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 11)-ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც) 7:6(6), 6:4; აგნეს შავაი (უნგ)-იანინა ვიკმაიერი (ბელ, 13) 6:7(5), 6:3, 6:4; ფლავია პენეტა (იტა, 15)-ალისა კლეიბანოვა (რუს) 6:3, 6:3; ჟიე ჟენგი (ჩინ)-არავან რეზაი (საფ, 16) 5:7, 7:6(6), 6:1; მარიონ ბარტოლი (საფ, 17)-კიმიკო დატე (იაპ) დატეს უარი; დინარა საფინა (რუს)-ნადია პეტროვა (რუს) 7:5, 4:6, 6:4; კაია კანეპი (ესტ)-სიბილ ბამერი (ავსტრია) 7:5, 6:2.

1/8 ფინალი

ბენეშოვა-ბარტოლი (17); აზარენკა (10)-ნა ლი (9); კლაისტერსი (5)-კანეპი; შავაი-ზვონარევა (8); ა. რადვანსკა (7)-კუზნეცოვა (11); ჟენგი-დემენტიევა (4); სკიავონე (6)-საფინა; პენეტა (15)-ვოზნიაცკი (2).

ლელო

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა