"სან ანტონიო სპურსის" გამთამაშებელმა ტონი პარკერმა საფრანგეთის ჩემპიონატში პირველი მატჩი ითამაშა
საფრანგეთის ნაკრების ლიდერმა, "სან ანტონიო სპურსის" გამთამაშებელმა ტონი პარკერმა საფრანგეთის ჩემპიონატში პირველი მატჩი ითამაშა. როგორც იცით, ლოკაუტის პერიოდში ტონიმ "ვილერბანში" თამაში გადაწყვიტა.

ლიონური კლუბი გასულ უქმეებზე "პარი-ლევალუას" ხვდებოდა და 75:73 მოიგო. პარკერმა მოედანზე 28 წუთი დაჰყო და 21 ქულა დააგროვა. ტონიმ ცხრიდან ხუთი ორქულიანი, ოთხიდან ორი სამქულიანი და ხუთიდან ხუთი საჯარიმო ჩააგდო. ამას სამი მოხსნა და ექვსი შედეგიანი პასი მიამატა.

აღვნიშნავთ, რომ ერთი კვირის წინ "ვილერბანმა" პარკერის გარეშე წააგო საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ტური "როანთან" - 76:79.

სხვათა შორის "ვილერბანთან" დაკავშირებით ფრანგულმა პრესამ ერთი საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. პარკერს თავის ახალ კლუბში, შესაძლოა, თანამემამულე რონი ტურიაფი შეურთდეს. როგორც ვარაუდობენ, კონტრაქტი ხვალ გაფორმდება.

ადრე ტურიაფის გადაბირება სურდა "ნანსის", რომელმაც ზაფხულში NBA-ის კიდევ ერთი ლეგიონერი - ნიკოლა ბატუმი გაიფორმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა